ოთხი დღის განმავლობაში პარიზში შედგა გურული ხალხური სიმღერის მასტერკლასები ფრანგი მომღერლებისთვის, კონცერტები ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ჩვენი ფოლკლორული ჯგუფისა და ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით, ასევე შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოს, სადაც ეს ყველაფერი ხდებოდა — საერთო მუშაობა, გამოცდილების გაზიარება და ცოცხალი ურთიერთობა ქართული ხალხური მუსიკის ირგვლივ.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ანსამბლ „მარანს“ Ensemble Marani David Kveselava Bertrand Krimanchulidze Gio Dav Salome Kvara Bernard Odot მასპინძლობისთვის — მათ მიერ შექმნილმა გარემომ, ზრუნვამ და ჩართულობამ ამ დღეებს განსაკუთრებული ხასიათი შესძინა.
ასევე უდიდესი მადლობა პარიზის წმ. თამარ მეფის ტაძარს საფრანგეთში და ტაძართან არსებულ ანსამბლ „თამარიონს“ თანამშრომლობისთვის, მასპინძლობისთვის და იმ ინტერესისთვის, რომელიც გურული მრავალხმიანობის მიმართ გამოიჩინეს. ვალერი შარიპაშვილი, თიკო ხუციშვილი, არქიმანდრიტი ანტონ კანდელაკი მადლობა!
პროცესში ცენტრალური ადგილი ეკავა ჩვენს მასწავლებელს და გურული სიმღერის დიდ მოამაგეს ბატონ ტრისტან სიხარულიძეს და მასთან ერთად მუშაობას, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ტრადიციის ცოცხალ გადაცემას თაობებს შორის.
მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის, რომლის დახმარებითაც განხორციელდა გურული ხალხური სიმღერისა და გალობის მასტერკლასები ანსამბლ „თამარიონთან“.
მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას და პირადად მერს პაატა კუნჭულას მხარდაჭერისთვის.მადლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს კობა ბანძელაძეს გვერდით დგომისთვის.
მადლობა ყველა მონაწილესა და მსმენელს ამ მნიშვნელოვანი გამოცდილებისთვის_ წერს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძრვანელი გიორგი გორდელაძე სოციალურ ქსელში.
მსგავსი სტატიები
- 92
- 91
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 90
„ალეგრობა“ წლების მანძილზე ოზურგეთში საქალაქო-საქველმოქმედო დღესასწაული და ოზურგეთლებისათვის ნამდვილად ზეიმი იყო. ეს დრო სავარაუდოდ გურიის უკანასკნელი მთავრის მამია მეხუთე გურიელის მთავრობიდან (1809-1826) უნდა ავთვალოთ,რადგან გურიის უკანასკნელი მთავარი ბევრი კულტურული ღონისძიების წამომწყები იყო.როგორც ამბობენ სამამულო ომის დაწყებამ ეს ლამაზი დღესასწაული შეაჩერა, შემდეგ კი დავიწყებას მიეცა. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ოზურგეთის… - 86
„ცხოვრებაში დიდი პოეზია შემოჰქონდა ზამთრის დღესასწაულებს, შობას აუცილებლად ღვეძლებით უნდა შევხვედროდით, ეს იყო ნამგალა მთვარის მსგავსი ხაჭაპური, რომელსაც ყველის გარდა მაგრად მოხარშული, ბოლში გამოყვანილი , ორად გაჭრილი კვერცხები ჰქონდა ჩატანებული,ასე, რომ მისი ზედაპირი ალაგ-ალაგ ამობურცული იყო, კალანდას აგუნათი და ჩიჩილაკებით ვეგებებოდით. ეს ჩიჩილაკები ახალი წლის წინა დღით ირთვებოდა სუროთი,… - 85
ავტორი თემურ მარშანიშვილი 8 იანვარს ბედნიერი იყო ოზურგეთის მუსიკალური სკოლის მომცრო საკონცერტო დარბაზი და მასში ძლივსდატეული მსმენელი. ბედნიერებაა , აბა, რა არის, როცა შუბერტი, შოპენი და... ასათიანი შობას მოგილოცავენ. სხვანაირად ვერ შევაფასებ ავსტრიაში, ქალაქ ვაიდჰოფენში მოღვაწე თათა ასათიანი-აიგნერის მიერ მშობლიურ ოზურგეთში ექსპრომტად გამართულ კონცერტს. რასაკვირველია, მეც ბედნიერი ვარ, რომ ამ…
