კრემლი ზამთარში უკრაინის ატომურ ობიექტებზე დარტყმებს გეგმავს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.
სიბიგამ აღნიშნა, რომ საუბარია ატომური სადგურების გადამანაწილებელ მოწყობილობებზე და გადაცემის ქვესადგურებზე, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ატომური ენერგეტიკის უსაფრთხოდ მუშაობისთვის.
„ამ ობიექტებზე თავდასხმა ბირთვული ინციდენტის მაღალ რისკს აჩენს, რომელსაც გლობალური შედეგები ექნება. შესაბამისი ინფორმაციას უკრაინულმა სპეცსამსახურებმა გადასცეს პარტნიორებს. ასევე ინფორმირებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო“, – წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ატომური სადგური (ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური) დაიპყრო და ამით მსოფლიოს აშანტაჟებს.
მსგავსი სტატიები
- 68
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენების: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მაიკ ტერნერისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ…
- 64
_საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ…
- ჯო უილსონი - მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს62
მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მზია ამაღლობელი და ივანიშვილის რეჟიმის ყველა პოლიტპატიმარი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს! თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს!“, - წერს ჯო უილსონი. წყარო: ipn.ge
- 62
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, სავარაუდოდ, უკრაინაში 20 თებერვალს ჩავა. მანამდე, კიტ კელოგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ…
- 61
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, _ ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის…