„რუსეთი ყველაზე აქტიური საფრთხეა. რუსეთთან დაკავშირებული გავლენის აგენტები აწარმოებენ ვიდეოებს და ყალბ სტატიებს, რათა შეარყიონ არჩევნების ლეგიტიმაცია, ჩანერგონ შიში ამომრჩევლებში არჩევნების პროცესთან დაკავშირებით და შექმნან შთაბეჭდილება, რომ ამერიკელები მზად არიან მიმართონ ძალადობას თავიანთი პოლიტიკური პრეფერენციების გამო“, – აღნიშნულია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის (ODNI), გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს (CISA) ერთობლივ განცხადებაში.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება აცხადებს, რომ ეს მცდელობები ძალადობის წაქეზების საფრთხეს ქმნის, მათ შორის, საარჩევნო მოხელეების წინააღმდეგ.
„ჩვენ მოველით, რომ რუსი აქტორები ამ თემებზე დამატებით კონტენტს გამოაქვეყნებენ არჩევნების დღეს და არჩევნების დასრულებიდან მომდევნო დღეებსა და კვირებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, რუსეთის გავლენის აქტორებმა გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ყალბად ამტკიცებენ, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები სხვადასხვა შტატებში გეგმავენ არჩევნების გაყალბების ორგანიზებას სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით, როგორიცაა ბიულეტენების ჩაყრა და კიბერშეტევები.
„რუსეთის გავლენის აქტორებმა ასევე შექმნეს ვიდეო, რომელიც ყალბად ასახავდა ინტერვიუს პირთან, რომელიც ირწმუნებოდა, რომ არიზონაში არჩევნები ყალბდება, მათ შორის, ყალბი ბიულეტენების შექმნით და ამომრჩეველთა სიების შეცვლით ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის სასარგებლოდ. არიზონას სახელმწიფო მდივანმა უკვე უარყო ვიდეოში გამოთქმული ბრალდება და განაცხადა, რომ ეს სიყალბეა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოების მტკიცებით, აშშ-ის არჩევნებისთვის უცხოური გავლენის მნიშვნელოვან საფრთხედ რჩება ირანიც.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 83„ფედერალისტები“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ვიღებთ - ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ბოკერია წერს, ამის არა ერთი მიზეზი და გარემოება არსებობს. მან საკუთარ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და იმ პარტიების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომელიც არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილის…
- 82ინტერვიუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნათია გოლიაძესთან _ როგორია თქვენი აზრი, ქალთა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ, რადგან საზოგადოებაში კვლავ არის სტერეოტიპი, ქალის პოლიტიკაში მოსვლის და კარიერულ წარმატებებთან დაკავშირებით?როგორი გახლდათ საზოგადოების, ოჯახის აზრი თქვენთან მიმართებაში? _ქალებს ჩვენს ისტორიაში,კულტურასა და სოციალურ ცხოვრებაში ყოველთვის ჰქონდათ თანასწორი და გამორჩეული ადგილი.ეს ადგილი ქალს ჩვენს საზოგადოებაში აწმყოსა…
- 81ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს მხრიდან რეგრესული პროცესების შემთხვევაში, ევროკომისიამ გაფართოების პროცესს უნდა გადახედოს, - ამის შესახებ 22 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილში აცხადებს. „ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მმართველი „ქართული ოცნების“ პარტიის მიერ „უცხოურ აგენტებზე“ კანონის დაბრუნების ზრახვასთან დაკავშირებით, რომელიც გასულ წელს ქართულმა საზოგადოებამ მასიური პროტესტებით უარყო. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის…
- 81როგორც საჯაროდ დაანონსდა, ამ დღეებში, საქართველოში რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის წევრისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოდის, რომელსაც ლიეტუვის პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა მოუყარა თავი. ამ ჯგუფმა ჩემთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაც ითხოვა, რაზეც უარი ვუთხარი და წერილობითაც განვუმარტე უარის მიზეზი. გთავაზობთ საპასუხო წერილს ქართულად: *** არ გამკვირვებია ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტის…
- 79გაოგნებულები ვართ, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული ტაქტიკების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და ფიზიკური ძალადობის გამოყენებას, კრიტიკოსების გასაჩუმებლად , - ამის შესახებ საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ერთობლივ განცხადებას ეუთოს ფარგლებში 17 ქვეყანა ავრცელებს. ხელმომწერ ქვეყნებს შორის არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია,…