გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის შეუსაბამობა არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკიმ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„როგორც ყველამ იცის, ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე აშენდა. ჩვენ ყველას ღრმა პატივს ვცემთ, ვინც ამ გამარჯვებისთვის სიცოცხლე გასწირა და სწორედ ამიტომ შეიქმნა ევროკავშირი. ევროკავშირის ისტორია საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული მშვიდობის პროექტი ევროპის ისტორიაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს.

„ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების ეს შესაძლებლობა საქართველოსაც გავუზიარეთ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაიკარგება“, – აღნიშნა ელჩმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის სხვა კანდიდატი ქვეყნების მსგავსი პროცედურები უნდა გაიაროს.

„ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გაეხსნა. ეს საქართველოს ხელისუფლების ნებას ეფუძნება. მანამდე, ჩვენ წერილი მივიღეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანება მკაცრ წესებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. უმოკლესი გზა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

წყარო; IPN.GE

მსგავსი სტატიები

  • 65
    ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებსგამჭვირვალობის შესახებ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს. ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი…
  • 62
    კიმბერლი ლოუ: _ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სურს, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირში შესასვლელად,ამერიკა თვალს ადევნებს იმ არეულობებს, რაც საქართველოში ხდება, ჩვენი ფიქრები თქვენთანაა. ჩვენ ვართ ერი, რომელიც ასევე დაფუძნებულია ოჯახურ ღირებულებებსა და ქრისტიანულ ღირებულებებზე, როგორც თქვენი ქვეყანა. ჩვენ ვფიქრობთ თქვენზე, ვდარდობთ თქვენზე, რაც ხდება და მყარად გვჯერა, რომ ამერიკის ძლიერი დიპლომატიით, შეიძლება მშვიდობა იყოს საქართველოში. ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს ყველა იმ სამუშაოსთვის,…
  • 58
    ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ…
  • 57
    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცაევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის…
  • 57
    სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს არ დავტოვებ - არ მინდა ვიხილო წინადადებები, რომ ტიხანოვსკაია ან ვენესუელას პრეზიდენტი გავხდემე არ დავტოვებ საქართველოს, საქართველოს დატოვებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. მე იქ ვარ და მინდა აღვნიშნო, რომ არ ვიხილო წინადადებები, გავხდე ტიხანოვსკაია ან ვენესუელის პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს, როგორც კი ქვეყანა დატოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ვიზიტის დროს TVPWorld-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საქართველოში…

არ გამოტოვოთ