დღეს ოზურგეთის „მერცხალმა’“ წყალტუბოს „სამგურალი 2“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.
ამ მეტად მნიშვნელოვან მატჩში წყალტუბოელები დაწინაურდნენ.პირველი ტაიმი მათივე გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმში „მერცხალი“ უკეთ თამაშობდა. 52-ე წუთზე დავით ბოლქვაძემ ანგარიში გაათანაბრა. მომდევნო წუთებში კიდევ მერცხალმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და საბოლოოდ დამაჯერებელი ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.
„მერცხალს“ 27 ტურის შემდეგ (11 მოგება, 4 მოგება, 12 წაგება,ბ/შ 56:54) 37 ქულა აქვს და 37 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება.
ბოლო ტურში „მერცხალი“ თბილისში „ვარკეთილი 2“ შეხვდება, რომელიც სახიფათო ზონაშია და 33 ქულა აქვს. მას მოგება სჭირდება, რომ „ვიტ ჯორჯია 2“-ს (ამ უკანასკნელის წაგების შემთვევაში) აჯობოს, თუმცა „ვიტ ჯორჯია 2“ ლიგის ქრონიკულ აუტსაიდერს, საჩხერის „ჩიხურას“ ღებულობს, რომელსაც 27 შეხვედრაში მხოლოდ 2 მატჩი აქვს მოგებული და მხოლოდ 6 ქულა აქვს.(ბ/შ 20:113).
„ჩიხურა“ 10ოდე წლის წინ საქართველოს პირველობის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, ფლობდა საქართველოს სუპერთასს და უეფას თასზეც ასპარეზობდა. სამწუხაროდ, დღეს ქართულ ფეხბურთში წარსულში დიდი ისტორიის მქონე რამდენიმე გუნდი დღეს წარუმატებლად გამოდის. ჩვენს რეგიონში ამის მაგალითი ლანჩხუთის „გურიას“ წლევანდელი სეზონია და არც „მერცხალს“ უკავია ქვეყნის გუნდებს შორის შესაფერისი ადგილი.
მსგავსი სტატიები
- 86დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 83ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 82ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 824 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 8011 - 13 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში უმცროს ჭაბუკებს შორის ბ/რ ჭიდაობაში ნოდარ ჭანუყვაძისა და ოთარ ბაკურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. საერთაშორისო ასპარეზობაში მიიღეს მონაწილეობა და შინ 4 ოქროთ, 2 ვერცხლითა და 3 ბრინჯაოთ დაგვიბრუნდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების ბ/რ ჭიდაობის სექციის სპორტსმენები : I ადგილი გიგა…