ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე „ენგურჰესიდან“ ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია. „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, შეფერხება ნახევარ საათს გაგრძელდა და რაიმე სერიოზულ ავარიას ადგილი არ ჰქონია.

პროცესის განახლების მიუხედავად, ლევან მებონია ადასტურებს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობაა.

„წყლის დონე წყალსაცავში არის დაბალი. შემოდინება ზამთრის თვეებში მინიმალურია და „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ ახლა მუშაობენ იმ წყლის შესაბამისად, რაც მოდის მდინარეში. ანუ, რეზერვი არ არის. აფხაზეთის მოხმარებამ გადააჭარბა ამ სიდიდეს, რისი გამომუშავებაც ამ მომენტისთვის შეუძლია „ენგურჰესს“ და „ვარდნილჰესს“ ერთად. ამ გადაჭარბებამ გამოიწვია გენერატორის ავტომატური გაჩერება, მაგრამ ისევ მივაერთეთ ქსელში. ეს პროცესი სულ ნახევარი საათი გაგრძელდა. ახლა ორივე სადგური მუშაობს. აფხაზეთის მოხმარება და „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავება შეესაბამება ერთმანეთს. კრიტიკული ავარია არ ყოფილა, თუმცა მომარაგების მხრივ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა“, – განაცხადა ლევან მებონიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით შპს „ენგურჰესმა“ განცხადებაც გაავრცელა.

„აფხაზეთის ელექტრომომარაგება „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ მეშვეობით ხორციელდება. ენგურის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ორივე სადგურს მუშაობა ამ ეტაპზე მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი სიმძლავრით შეუძლია. შესაბამისად, როდესაც აფხაზეთის მოხმარებამ ამ მოცულობას გადააჭარბა, გენერატორები ავტომატურად გაჩერდა. ამჟამად აფხაზეთის ელექტრომომარაგება აღდგენილია, თუმცა აფხაზეთში დაწესებული შეზღუდვების შედეგად „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ სიმძლავრე უკვე აფხაზეთის მოხმარებას შეესაბამება. ამდენად, მოხმარება და მიწოდება სინქრონულად ხორციელდება“, – აღნიშნულია „ენგურჰესის“ განცხადებაში.

მსგავსი სტატიები

  • 73
    ბახვი ჰესი - ჩვენ ერთად ვაშენებთინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან მოგესალმებით ბატონო გიორგი, როგორ მიმდინარეობს პროექტი და რამდენად ახლოსაა მისი განვითარება დასახულ მიზნებთან? მოგესალმებით და დიდი მადლობა ინტერესისთვის. ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვაშენებთ ჰიდროელექტროსადგურს და შესაბამისად ხელს ვუწყობთ განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას, რაც ვფიქრობ, საამაყო იქნება როგორც ჩემთვის პირადად, ასევე, ამ პროექტში პირდაპირ თუ…
  • 71
    ჩოხატაურში შშმ პირების მშობლებისა და მოზარდებისთვის თერაპიული პროგრამის მესამე ეტაპი იწყება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი პირების მშობლებისთვის და ასევე, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის სპეციალური თერაპიული პროგრამის მეორე ეტაპი დასრულდა და 2025 წლის მაისიდან მესამე ეტაპი იწყება. პროექტის „ვისწავლოთ, ვიმუშავოთ, ვიმოქმედოთ ერთად” დასკვნითი ღონისძიება ჩოხატაურში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც პროექტის ინიციატორებმა და ორგანიზატორებმა შეაჯამეს გასული წლის საქმიანობა და მესამე ეტაპის…
  • 71
    ბახვი ჰესმა მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა.„ბახვი ჰესმა“ მთისპირის თემში მაცხოვრებენ შშმ პირებსა და მარტოხელა მოხუცებს სურსათი და საჭირო მედიკამენტები ჩაუტანა. ასეთი სულ 25 ოჯახია. ასევე „ბახვი ჰესი“ გზების გაწმენდის პროცესში სტიქიის პირველივე დღიდან ჩაერთო მძიმე ტექნიკით და გაწმინდა მთისპირის ცენტრალური გზა, ასევე სოფლები უკანავა და ვანისქედი. „ბახვი ჰესის“მოხალისეები სოფელ მთისპირში აქციას დღესაც აგრძელებენ.    …
  • 70
     ბახვი ჰესი გაეროს გლობალური შეთანხმების კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს მფლობელი გახდა  „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც ბახვი ჰესის პროექტმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს კორპორაციული მდგრადობის კონკურსის ფარგლებში მიიღო. საერთაშორისო ჟიურიმ კომპანიას ჯილდო SDG (მდგრადი განვითარების მიზანი) მე-16 მიზანი _ „მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები“აღსრულებაში მიანიჭა. ბახვი ჰესის პროექტის ფარგლებში 2021 წლის 5 აგვისტოს დაფუძნებული მრჩეველთა საბჭო, მისი…
  • 69
    მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის აღსრულება ჩვენი პრიორიტეტი იქნება - ინტერვიუ ბახვი ჰესის დირექტორთან, გიორგი აბრამიშვილთან      აქტიური და ნაყოფიერი 2023 წლის დასრულების შემდეგ ბახვი ჰესი ახალი, 2024 წლისთვის დიდი შემართებითა და ოპტიმიზმით ემზადება. განვლილმა წელმა კომპანიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროექტის განხორციელების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მათთან ყოველდღიური კომუნიკაცია. შესაბამისად, ისევე როგორც, პროექტის საწყისი ეტაპიდან მოყოლებული, 2024 წელსაც…