საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა დაესწრნენ. ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეები, გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
საღამოს საზეიმოდ აინთო მთავარი ნაძვის ხე, ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლებისა და დედაქალაქიდან მოწვეული მომღერლების კონცერტი.
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. სამთავრობო ღონისძიებები გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში გაიმართა
.
მსგავსი სტატიები
- 76
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 75
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)… - 71
- 71
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…

