დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა.
საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა.
მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია.
იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის მიწათსარგებლობის დაგეგმვა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობა. აღნიშნული მუხლის მუიციპალური ინსპექციის კომპენტეციაში მოქცევა აუცილეელია ურბანული ქაოსის აღსაკვეთად. მეორადი საბურავების და ავტოჯართის უწესრიგო, უნებართვო ადგილებში განთავსება იწვევს მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯებას და ზღუდავს საზოგადოებრივ სივრცეს.
გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების ასპექტი:საბურავები, ლითონის ჯართი და აალებადი მსალები შეიცავს მაღალ ხანძარსაშიშროების რისკს და წარმოადგენს ტოქსიკური დაბინძურების წყაროს. მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ბერკეტი, რათა აკონტროლოს, რომ ეს საქმიანობა ხორციელდებოდეს მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ, უსაფრთხო ზონაში და დადგენილი წესის დაცვით. კულტურული მემკვიდრეობის ზონებში კი(რაც ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანია) ამგვარი ქმედება განსაკუთრებულ ზიანს აენებს მუნიციპალიტეტის ისტორიულ-ტურისტულ პოტენციალს.
აღნიშნული მუხლი 2026 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
როგორც გენო მორჩილაძემ განმარტა, აღნიშნული დადგენილების მიღების ძირითადი მიზანია ურბანული ქაოსის აღკვეთა, მუნიციპალიტეტის ვიზუალური (ესთეტიკური) იერსახის დაცვა და სახანძრო უზრუნველყოფა.
მუნიციპალური იერსახის დაცვა:მეორადი საბურავების და ავტოჯართის უწესრიგო, უნებართვო ადგილებში (ხშირად ცენტრალურ გზისპირებზე ან საზოგადოებრივ სივრცეებში) განთავსება ამახინჯებს ქალაქისა და მუნიციპალიტეტის იერსახეს, რაც განსაკუთრებით აზიანებს ოზურგეთის ტურისტულ პოტენციალს.
ასევე იმსჯელეს ამტვერებადი მასალის სველი მეთოდით დამუშავების შესახებ (მუხლი 152-2)
ღია სივრცეში ქვის, ბეტონის, ფილების და სხვა ამტვერებადი მასალის მშრალი წესით ჭრა/დამუშავება იწვევს მყარი ნაწილაკების (მტვრის) ჰაერში გაფრქვევას. ეს პირდაპირ აუარესებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხს მუნიციპალიტეტში და საფრეს უქნის მოსახლეობის (განსაკუთრებით ბავშვებისა და მოხუცების) ჯანმრთელობას, რადგან იწვევს სასუნთი გზების დაავადებებს.
გენო მორჩილაძის თქმით უნდა მოხდეს ამ პრობლემის სივრცითი მოწესრიგება. მუნიციპალურ ინსპექციას ეძლევა უფლება, აიძულოს მეწარმეები, რომ აღნიშნული საქმიანობა გადაიტანონ სპეციალურად გამოყოფილ, იზოლირებულ და უსაფრთხო ზონებში.
მუხლი 152-6 მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებას კრძალავს, მასალები აუცილებლად უნდა იყოს შეუთული დამცავი ბადეებით და სპეციალური საფრებით.
მუხლი 152-7 კი ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან გაურეცხავი ტრანსპორტით გადატანას კრძალავს.
საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამგანაცხადა, რომ აჯარიმო სანქციების დაწყებამდე აუცილებელია მეწარმეების სათანადო ინფორმირება.
საკრებულომ მიიღო შესაბამისი დადგენილება.
მსგავსი სტატიები
- 86
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი… - 84
- 84
- 83
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები… - 82
დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ მამალაძე ხელმძღვანელობდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა, საკრებულოს თავმჯდომარედ ჯუმბერ ბერძენიშვილი აირჩიეს. კენჭისყრა ჩატარდა საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად (ფარული კენჭის ყრა) ბიულეტენების გამოყენებით. საკრებულოს სხდომას ესწრებოდა 36 წევრი. ხმა მისცა 35-მა წევრმა, ხოლო საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მაია რამიშვილმა („ძლიერი საქართველო-ლელო“)…

