15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები.

პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ბათუმის მერიაც.

„უბედური შემთხვევა მოხდა ქალაქ ბათუმში, ფრ. ხალვაშის გამზირის #188-ის მიმდებარედ. წყლით სავსე თხრილში ორი არასრულწლოვანი ჩავარდა, საუბედუროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა“ – წერს მერია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორივე ბავშვი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა.

წყარო: „ბათუმელები“

 

მსგავსი სტატიები

  • 76
    ეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდაეს 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღეს მოხდა   დღეს 19 აგვისტოა. ეს დღე უპირველესად 1997 წლის ფერისცვალებას გადახდენილი თავგადასავალის ფონზე გვახსენდება, როცა კავკასიონზე, მწინვარწვერის მასივში სასწაულად გადავრჩით. იმ წელს კავკასიონზე ტურისტულ-ალპინისტურმა საზოგადოებამ „გურიის მთებმა“ ექსპედიცია მოაწყო. მეგობრების, სპონსორების დახმარებით მოვაგროვეთ შესაბამისი აღჭურვილობა, საკვები და კავკასიონისკენ დავიძარით. გულითბილად მიგვიღეს ყაზბეგელებმა. გაზეთ „ალიონის“…
  • 72
    მადლობის მაგიერ...ეს ამბავი 25 აპრილს შემემთხვა. სამსახურის დამთავრების შემდეგ, სახლში მივდიოდი,აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ხელმარხცხნივ, სადაც  ყვავილების მაღაზიაა თეთრი მანქანა იდგა ( ნომერი 717; სერია და მარკით არ დავინტერესებულვარ) მანქანათან საფულე ეგდო.ავიღე, გავხსენი შიგ ბევრი ფული იდო და დოკუმენტები. ამ დროს ქალბატონმა მარინამ გამოიარა,(გვარს შეგნებულად არ ვასახელებ, ის ღირსეული ქალბატონია და მისთვის…
  • 68
    ოზურგეთში მიწისძვრის ბიძგები დაფიქსირდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგიეთში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 2,3 მაგნიტუდა შეადგინა.
  • 68
    ოზურგეთში, გმირთა მოედანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდასულ ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, გმირთა მოედანზე. გავრცელებული ინფორმაციით, ”ოპელის” მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რამაც შემთხვევა გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ტვ. „გურიას“ ფოტო
  • 68
    სუფსაში 15 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვესმაშველები და მყვინთავები, სოფელ სუფსაში, მდინარე სუფსაში, 15 წლის მოზარდს, რამდენიმე საათის განმავლობაში  ეძებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „გურიის მოამბე“ ავრცელებს. სამწუხაროდ,  მაშველებმა, გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის გვამი მდინარეში იპოვეს. მოზარდი, მის თანატოლთან და მეზობელთან, გვერდითი სოფელ ჩოჩხათიდან, ერთად, მდინარეში იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად ის დინებამ ჩაითრია და მისი ნახვა ამ დრომდე…