რუსეთში მშიერი დათვები ტყიდან დასახლებულ პუნქტებში გამოდიან და ადამიანებს თავს ესხმიან - მონადირეები ალთაიში დათვის მიერ მოკლული გოგონას ბოლო წუთებზე ჰყვებიან

რუ­სეთ­ში დათ­ვე­ბის და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში გა­მო­ჩე­ნი­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტე­ბი გახ­შირ­და. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

29 წლის სნეჟა­ნა კო­რო­ლე­ვას ერთ-ერთი იმ ადა­მი­ა­ნე­ბი­დან, რო­მე­ლიც დათ­ვის თავ­დას­ხმას ემსხვერ­პლა. ის ალ­თა­ი­ში ის­ვე­ნებ­და – შეყ­ვა­რე­ბულ­თან, ივან­თან ერ­თად, ტყე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც დათ­ვი და­ეს­ხა თავს. მტა­ცე­ბელ­მა ქალი მდი­ნა­რის­კენ წა­ათ­რია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სულ­მა მო­ნა­დი­რე­ებ­მა გო­გო­ნას გა­დარ­ჩე­ნა სცა­დეს, თუმ­ცა მისი დახ­მა­რე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს.

ტრა­გე­დია აგ­ვის­ტო­ში მოხ­და. მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე­ებ­მა ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ისა­უბ­რეს..

მათი თქმით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს ახალ­გაზ­რდა კაცი დახ­ვდათ, რო­მელ­საც ხელ­ში ნა­ჯა­ხი ეჭი­რა. ის ყვი­რო­და, რომ დათვმა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წა­იყ­ვა­ნა და დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და.

მო­ნა­დი­რე­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ამი­ტომ ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 300 მეტ­რის მო­შო­რე­ბით უნდა გა­და­სუ­ლიყ­ვნენ. ამ დრო­ის­თვის სხვა დამ­სვე­ნებ­ლებს უკვე და­რე­კი­ლი ჰქონ­დათ 112-ზე და ქა­ლის გა­დარ­ჩე­ნას თა­ვა­დაც ცდი­ლობ­დნენ.

სა­ბო­ლო­ოდ, მდი­ნა­რის­კენ ოთხი მა­მა­კა­ცი გა­ე­მარ­თა, მათ შო­რის სნეჟა­ნას შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ივა­ნიც. მათ მხო­ლოდ ნა­ჯა­ხი, დანა და სა­ნა­დი­რო სა­სიგ­ნა­ლო პის­ტო­ლე­ტი ჰქონ­დათ.

ერთ-ერთი მო­ნა­დი­რის თქმით, მათ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­მა ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ა­თის შემ­დეგ და­უ­რე­კა და შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ დათვმა ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცა. სიბ­ნე­ლის გამო მო­ნა­დი­რე­ე­ბი ვე­რა­ფერს ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა მტა­ცებ­ლის მოძ­რა­ო­ბის ხმა ეს­მო­დათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით დათ­ვი მა­თაც და­ეს­ხა თავს.

მა­მა­კა­ცე­ბის თქმით, მათ ახ­ლო­მახ­ლო კა­რა­ვი შე­ნიშ­ნეს, შემ­დეგ კი სის­ხლი­ან კვალს გაჰ­ყვნენ. მდი­ნა­რეს­თან მი­მო­ფან­ტუ­ლი ნივ­თე­ბი და სის­ხლი­ა­ნი ქვე­ბი დახ­ვდათ. მო­ნა­დი­რე­ებ­მა მტა­ცებ­ლის მოკ­ვლა შეძ­ლეს.

ყვე­ლა­ზე მძი­მე დე­ტა­ლი ისაა, რომ სნეჟა­ნა თავ­დას­ხმის შემ­დეგ გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ცო­ცხა­ლი იყო. მო­ნა­დი­რე­ე­ბის მო­ნა­თხრო­ბის თა­ნახ­მად, მდი­ნა­რის მხრი­დან მისი ყვი­რი­ლი ის­მო­და. გო­გო­ნა დახ­მა­რე­ბას ითხოვ­და და, რო­გორც ჩანს, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­საც ცდი­ლობ­და.

„ნა­პირ­ზე გა­მო­ათ­რია. რო­გორც ბიჭი გვიყ­ვე­ბო­და, ის ჯერ კი­დევ ყვი­რო­და, მაგ­რამ როცა ახ­ლოს მი­ვე­დით, უკვე გა­ჩუ­მე­ბუ­ლი იყო“, – იხ­სე­ნებს ერთ-ერთი მო­ნა­დი­რე.

მომ­ხდა­რის შემ­დეგ სნეჟა­ნას ოჯა­ხის წევ­რებ­მა მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უმოქ­მე­დო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. თუმ­ცა მო­ნა­დი­რე­ე­ბის თქმით, მან ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა ახალ­გაზ­რდა ქა­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად.

„როცა მას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ, თით­ქოს არას­წო­რად მო­იქ­ცა, ეს ასე არ არის. ის ღირ­სე­უ­ლად იქ­ცე­ო­და. მისი და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა მხო­ლოდ იმას შე­უძ­ლია, ვი­საც დათვთან შეხ­ვედ­რის გა­მოც­დი­ლე­ბა არას­დროს ჰქო­ნია“, – გა­ნა­ცხა­და მო­ნა­დი­რემ.

წყარო: ამბები.გე

 

მსგავსი სტატიები

  • 82
    „ამაზონის ჯუგლებში თვითმფრინავი ალიგატორებით დასახლებულ ჭაობში ჩამოვარდა“ამა­ზო­ნის ჯუნ­გლებ­ში თვითმფრი­ნა­ვი ალი­გა­ტო­რე­ბით და­სახ­ლე­ბულ ჭა­ობ­ში ჩა­მო­ვარ­და - ის ად­გი­ლობ­რივ­მა მე­თევ­ზე­ებ­მა პა­რას­კევს, ბო­ლი­ვი­ის ამა­ზო­ნა­სის რე­გი­ონ­ში იპო­ვეს. ბე­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გან­გე­ბო ოპე­რა­ცი­ე­ბის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის გან­ცხა­დე­ბით, ბორტზე მყო­ფი ხუ­თი­ვე მგზავ­რი გა­და­არ­ჩი­ნეს - სამი ქალი, ერთი ბავ­შვი და 29 წლის პი­ლო­ტი. სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია ხუთ­შა­ბათს და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც თვითმფრი­ნა­ვი ცენ­ტრა­ლურ ბო­ლი­ვი­ა­ში, ბე­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტის რა­და­რი­დან…
  • 81
    კახეთში ავარიას კოალიცია "ცვლილებებისთვის" შტაბის წევრი ემსხვერპლა -კა­ხეთ­ში, გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ცენ­ტრა­ლურ მა­გის­ტრალ­ზე ერ­თმა­ნეთს სა­პი­რის­პი­როდ მოძ­რა­ვი 2 მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. შე­დე­გად ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მე­ლიც ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, სამი ადა­მი­ა­ნი კი მძი­მედ და­შავ­და. სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დებ­მა და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი თე­ლა­ვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გერ­მა­ნი­ის მო­ქა­ლა­ქეა. მედიას „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ პრეს­სამ­სა­ხურ­ში და­უ­დას­ტუ­რეს, რომ ერთ-ერთ…
  • 81
    სარკინიგზო კატასტროფა პოლონეთში, არის მსხვერპლი - 20-მა მგზავრმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღოპო­ლო­ნეთ­ში, სარ­კი­ნიგ­ზო გა­და­სას­ვლელ­ზე, სამ­გზავ­რო მა­ტა­რე­ბე­ლი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბილს შე­ე­ჯა­ხა და რელ­სე­ბი­დან გა­და­ვი­და. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად, სულ მცი­რე, ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 20 მგზავ­რმა სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში რელ­სე­ბი­დან გა­და­სუ­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი ჩანს, რომ­ლის გარ­შე­მოც მაშ­ვე­ლე­ბი და­შა­ვე­ბუ­ლებს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ. ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, პი­ოტრ მა­ლეფ­შა­კის გან­ცხა­დე­ბით, პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის მი­ზე­ზი სატ­ვირ­თო…
  • 81
    ტრაგედია ურეკში - ახალგაზრდა, რომელიც დინებამ გაიტაცა, გარდაიცვალაურეკ­ში ზღვის დი­ნე­ბამ 4 ადა­მი­ა­ნი წა­ი­ღო, მაშ­ვე­ლებ­მა ოთხი­ვე მათ­გა­ნი წყლი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა ერ­თის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. კერ­ძოდ, ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და მას ად­გილ­ზე სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და დახ­მა­რე­ბას უწევ­და, მაგ­რამ მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. დაღუპული 30 წლის მამაკაცია. როგორც იქ მომუშავე ოზურგეთელმა ბ. გ-მ გვითხრა, დაღუპული საქართველოს მოქალაქე…
  • 80
    კე­ნი­ა­ში წყალ­დი­დო­ბას ებ­რძვი­ან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­შტა­ბურ წყალ­დი­დო­ბა­სა და მე­წყერს ქვე­ყა­ნა­ში სულ მცი­რე 181 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. სტი­ქი­ამ კე­ნი­ა­ში ასო­ბით სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ხი­დე­ბი, გზე­ბი და სხვა ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­და­უ­ღე­ბელ­მა წვი­მებ­მა ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­ზი­ა­ნა კე­ნი­ის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, ტან­ზა­ნია და ბუ­რუნ­დი. ექ­სპერ­ტე­ბი უხვ ნა­ლე­ქებ­სა და სტი­ქი­ურ უბე­დუ­რე­ბებს კლი­მა­ტის…