1989 წლის 9 აპრილს, განთიადისას ქ. თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საბჭოთა არმიამ ძალისმიერად დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემოსტრაცია, რომელის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი.
ეს იყო საბჭოთა იმპერიის მიერ გამართული ერთ-ერთი დიდი სისხლიანი ანგარისწორება, რომელსაც გურიის რეგიონიდან ლიხაურელი ნინო თოიძე და ხიდისთაველი ნატო გიორგაძე შეეწირნენ.
ყოველი წლის გაზაფხულზე, 9 აპრილს მათ საფლავებთან მიდიან მოქალაქეები და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას.
_9 აპრილს ყოველთვის ამოვდივარ ნინო თოიძის საფლავზე. ეს არის საქართველოს უდიდესი ეროვნული დღე. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის დროსაც მოსახლეობის 98,9 პროცენტმა დადებითად უპასუხა კითხვას: სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. იმავე წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.ეს ნიშნავდა, რომ საქართველოს სახელმწიფო იქნებოდა 1918-1921 წლებში არსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრე…თუმცა სსრკ-ს დაშლის შემდეგ გაერომ საქართველოს ცნო არსებულ საზღვრებში…ვფიქრობ ეს დღე მეტად უნდა იყოს სხვადასხვა ღონისძიებებით დატვირთული. მომავალ თაობას მეტი სწორი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ. ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთიანობა, _ გვითხრა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთმა აქტიურმა წევრმა, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ჩატარებული პირველი ადგილობრივი არჩვევნებით საკრებულოს იმჟამინდელმა დეპუტატმა, ცნობილმა მხატვარმა ვახტანგ მამეიშვილმა.
1989 წლის ტრაგედიის გმირები:
აზა ადამია (22 წ.), ნათია ბაშალეიშვილი (16 წ.), ეკა ბეჟანიშვილი (15 წ.), ნატო გიორგაძე (23 წ.), თამუნა დოლიძე (28 წ.), თინა ენუქიძე (70 წ.), ნინო თოიძე (22 წ.), ზაირა კიკვაძე (61 წ.), მანანა ლოლაძე (34 წ.), თამარ მამულაიშვილი (50 წ.), მანანა მელქაძე (26 წ.), ვენერა მეტრეველი (45 წ.), მამუკა ნოზაძე (21 წ.), ნანა სამარგულიანი (41 წ.), გია ქარსელაძე (25 წ.), შალვა ქვასროლიაშვილი (35 წ.), მარინა ჭყონია-სამაგულიანი (31 წ.), ელისო ჭიპაშვილი (25 წ.), თამარ ჭოველიძე (16 წ.), ნოდარ ჯანგირაშვილი (40 წ.), მზია ჯინჭარაძე (43 წ.).
მსგავსი სტატიები
- 82საქართველოს ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის გურიის რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ გარდაიცვალა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 99 წლის ანასტასია მჟავია. დაკრძალვა 30 მარტს, ქ. ოზურგეთი, ნინოშვილის ქ.
- 76
სამი წლის წინ ფეხბურთის ცნობილი ფეხბურთის მენეჯერი და მწვრთნელი,ოზურგეთის ფეხბურთის ისტორიაში 80-იანი წლების „ოქროს ხანის“ შემქმნელი ბახვა გიორგაძე გარდაიცვალა.იგი ახლა 88 წლის იქნებოდა. მის სახელს უკავშირდება ლაითურის მეურნეობის ფეხბურთელთა გუნდ „გიგანტის“ წარმატებები გასული საუკუნის 70-იან წლებში. მისი თავკაცობით „გიგანტი“ საქართველოს პირველობის პირველ ჯგუფში ასპარეზობდა და ორჯერ საკავშირო „ოქროს თავთავის“ გამარჯვებული…
- 76
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…
- 74
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ხარჩილავას გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა. ცნობისთვის, გია ხარჩილავა 1970 წელს დაიბადა. მან 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 2006–2010 წლებში იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში ხარჩილავა ერთადერთია ოპოზიციის წევრებს შორის, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა და…
- 73
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის…