დავით დარჩია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად საკრებულოს წევრებმა წარადგინა. მან საკრებულოს 43 წევრის მხარდაჭერა მოიპოვა და საკრებულოს მეოთხე ვადით უხელმძღვანელებს.

,,მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ოზურგეთელებს მხარდაჭერისა და იმ ნდობისთვის, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან 13 წლის შემდეგ, 2025 წლის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი გუნდი მოსახლეობის დიდ მხარდაჭერით სარგებლობს. მეოთხე ვადით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.თითოეულ ჩვენგანს საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული ანგარიშვალდებულება გვაკისრია, რაც უნდა აისახოს კეთილდღეობის სწრაფ ზრდასა და იმ სიკეთეებში, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე მომდევნო 4 წლის განმავლობაში იგრძნობს. მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთად შევძლებთ კიდევ უფრო მეტს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და წინსვლისთვის“, – განაცხადა დავით დარჩიამ.

მსგავსი სტატიები

  • 73
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 72
    „მზად ვართ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვემსახუროთ ქართველ ხალხს, რაც კეთილდღეობის სწრაფად ზრდაში და იმ სიკეთეებში უნდა აისახოს“დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით, ბესიკ ტაბიძე იქნა არჩეული.საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯომარემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობისთვის:„დღეს მესამე ვადით მოხდა ჩემი საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევა. რაც, ბუნებრივია, ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, უდიდეს პასუხისმგებლობას მაკისრებს. მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს კიდევ ერთხელ გამოცხადებული…
  • 69
    ოზურგეთის მერმა მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ახალი პროექტები წარმოადგინა                                                                                                              …
  • 68
    ოზურგეთის მერი, პაატა კუნჭულია გადადგა.ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი. მისი თქმით, რჩება „ქართული ოცნების“ ერთგულ, რიგით ჯარისკაცად. მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე გადაწყვეტილება ოზურგეთის მერის თანამდებობის დატოვების შესახებ. საქმეში ჩემი ყველა ნაბიჯი ეფუძნებოდა ოზურგეთელების ინტერესებს და მათი საჭიროებების გათვალისწინებას. არასრულ ერთ წელში, ოზურგეთში შევძელით და განვახორციელეთ საზოგადოების საჭიროებებზე მორგებული, უპრეცედენტო რაოდენობის…
  • 68
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.საკრებულოს სხდომა N62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეიმურაზ კუტუბიძემ გახსნა, რომელმაც წარადგინა მოხსენება საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობის შესახებ.საკრებულოს თავმჯდომარედ დავით შარაშიძე აირჩიეს.საკრებულოს თავმჯდომარემ გუნდს და ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.„4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტოდ მაღალი…