გასული წლის შემოდგომიდან დაწყებული გარკვეული მღელვარება იყო მოსახლეობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში (კვაჭალათი) ცემენტის საწარმოს მოწყობასთან დაკავშირებით, თუმცა შემდეგ შპს „ბეთლემი 2008“-ის მეპატრონეთა აზრი ამ თემაზე შეიცვალა და რამდენიმე დღის წინ როგორც ამ საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ილია კეჭაყმაძემ   ჩვენთან საუბარში  განაცხადა, აღნიშნული საწარმო კვაჭალათის ტერიტორიაზე არ აშენდება.

_ ჩვენ გასული წლის დეკემბერში, სოფელ ლიხაურში სკოპინგის ანგარიშის განხილვაზე განვაცხადეთ, რომ საწარმოს აგების შემთხვევაში 30 ადამიანს დავასაქმებდით. ვგეგმავდით სხვა პროექტებსაც, მონაწილეობას მივიღებდით მუნიციპალური პროგრამების განხორციელებაში. სპეციალისტები თვლიდნენ, რომ ცემენტის მისაღებად თურქეთიდან ჩამოტანილი ეკოლოგიურად სუფთა მასალა პრობლემას არ შეუქმნიდა მოსახლეობას, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი  დამოკიდებულება ამ ქარხნის  აშენება არ აშენებასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ ეს საწარმო კვაჭალათზე არ აშენდეს.  _გვითხრა ილია კეჭაყმაძემ.

მცირე ექსკურს შემოგთავაზებთ ამ საწარმოს პროექტთან დაკავშირებით;

სოფელ ლიხაურში შპს „ბეთლემი 2008“-ს მიერ ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის შესახებ სკოპინგის ანგარიში 2024 წლის 2 დეკემბერს განიხილეს.

განხილვაზე საკონსულტაციო კომპანიის და შპს „მწვანე მრჩევლების“ წარმომადგენლებმა გიორგი თევზაძემ და ლევან ოზბეთელაშვილმა აღნიშნეს, რომ საწარმო კვაჭალათის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის აუზიდან 90 მეტრში იქნებოდა განთავსებული, ნედლეულს თურქეთიდან ჩამოიტანდნენ და დღე-ღამეში 1200 ტონა ცემენტს აწარმოებდნენ. საწარმო თვეში 15 სამუშაო დღე იქნებოდა დატვირთული. წლიური წარმადობა 216 000 ტონა ცემენტი იქნებოდა. პროდუქციის მისაღებად გამოიყენებდნენ  ელექტროენერგიას. საწარმოს ექნებოდა დამჭერი ფილტრები და პრობლემას არ შეუქმნიდა მოსახლეობის ჯანმრთელობას.

მიუხედავად განხილვაზე მოსახლეობიდან დამსწრეთა სიმცირისა, ლიხაურისა და მაკვანეთის წარმომადგენლებმა თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს დასახელებული საწარმოს მშენებლობასთან დაკავშირებით.

_ რა თქმა უნდა კარგია, თუკი ჩვენი სოფლის  ახალგაზრდებს დავასაქმებთ, მაგრამ აქ წარმოდგენილი მოხსენებითი რისკები არაფერს არ გვეუბნება. _ეს არის ისეთი საწარმო, რომელიც 10 წლის შემდეგ გამოიღებს შედეგს. წინააღმდეგი ვარ იგი დასახლებულ უბანში აშენდეს _განაცხადა ლიხაურელმა პედაგოგმა გულჩინა გოთუამ.

შემდეგში ამ თემაზე თავიანთი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკომ“.

15 იანვარს სსიპ გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა ბრძანება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლიხაურში, შპს „ბეთლემი 2008“-ის ცემენტის საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციაზესკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ.“

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად „ბეთლემი 2008“ ვალდებული იყო, გზშ-ს ანგარიში უზრუნველყო #76 დასკვნის შესაბამისად.

_ჩვენ ადრევე ჩავერთეთ აღნიშნული საწარმოს კვაჭალათის ტერიტორიაზე აშენების წინააღმდეგ, რადგან მოსახლეობის დამოკიდებულება ცემენტის საწარმოს აგების თაობზე აშკარად უარყოფით იყო. გავაგზავნეთ ჩვენი შენიშვნები და წინადადებები გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო მოსახლეობის პროტესტის გამო  ცემენტის ქარხნის დანადგარების შემოტანასთან დაკავშირებით,  აჭარა-გურიის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს დავუკავშირდით.

მოვიდა ბრიგადა, ადგილზე მიტანილი  ნახეს ცემენტის საწარმოსათვის საჭირო დანადგარები (აზერბაიჯანიდან ჩამოიტანეს), მოახდინეს ყველაფრის ფოტო-გადაღება, შეადგინეს შესაბამისი ოქმი.მოსახლეობის ხელმოწერით წერილი გაიგზავნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც.

შემდეგ იყო დიდი თოვლი და მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ნაგებობას, სადაც უნდა დადგმულიყო ქარხანა.

ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილება მიიღეს „ბეთლემი 2008“-ის დამფუძნებლებმა საწარმოს სხვა ადგილას აშენების გადაწყვეტილებით _ გვითხრა გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია „ეკოს“დამფუძნებელმა ირმა გორდელაძემ.

გაზეთი „ალიონი“ შპს „ბეთლემი 2008“ დირექტორს გელა კობალაძეს კვლავ ესაუბრა:

_ მეც ამ სოფელში ვცხოვრობ, კვაჭალათზე, საპროექტო ტერიტორიიდან არც ისე შორს. მეც ძალიან მიყვარს ჩვენი სოფელი.

 ჩვენ ქვეყანაში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ბოლო წლებში ინფრასტრუქტურის განვითარების მაღალი ტემპის გამო, საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა სამშენებლო მასალებზე, მათ შორის მაღალი ხარისხის ცემენტზე, შესაბამისად შეიქნებოდა ახალი სამუშაო ადგილები.

საწარმოს მთლიან ინფრასტრუქტურას, მათ შორის ნედლეულის სასწყობო სივრცეებს, ასევე საპროექტო წისქვილებს დახურულ სივრცეში განთავსებას ვგეგმავდით.

წისქვილის დანადგარები სახელოებიანი ფილტრებით უნდა აღჭურვილიყო, რომლის ეფექტიანობა 99,96 პროცენტია…

არ წავალთ მოსახლეობის ნების წინააღმდეგ. ვიმსჯელეთ ამაზე და მომავალში,  სავარაუდოდ საწარმოს სხვა ადგილას, მოსახლეობიდან დაშორებულ ტერიტორიაზე აგებას ვგეგმავთ. იქაც გარემოს დაცვითი ყველა პრევენციულ ღონისძიებას გავატარებთ _გვითხრა გელა კობალაძემ.

გაზეთი „ალიონი,“19 მაისი, 2025 წ.

მსგავსი სტატიები

  • 77
    „აქ მოხდება ცემენტის შესაბამისი ნედლეულის შემოტანა, შეკუპაჟება და და ადგილზე დაფასოება“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში შპს „ბეთლემი 2008“-ის მიერ ცემენტის საწარმოს მშენებლობის  თემა მოსახლეობაში არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს. მიმდებარე კვაჭალათის მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი არ დაუშვებენ სოფელში ეკოლოგიურად საშიში ცემენტის ქარხნის ამოქმედებას. მოსახლეობის ასეთი განწყობის ერთ-ერთი საბაბი სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში 2024 წლის 2 დეკემბერს გამართული სკოპინგის ანგარიშის განხილვაა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე…
  • 75
    აშენდება თუ არა ცემენტის ქარხანა ოზურგეთშიოზურგეთს და ოზურგეთელებს კარგად ახსოვს ტოქსიკური წარმოების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, რომელიც ინდური კომპანიის მიერ ექადიის ტერიტორიაზე, მდინარე აჭისწყლის მიმდებარედ  ჯერ ტყვიის  და შემდეგ ალუმინის გადამამუშავებელ საწარმოს მოწყობას უკავშირდებოდა. მოსახლეობის, არასამთავრობო სექტორის  ხანგრძლივ პროტესტს, სპეციალისტების რჩევებს შედეგი მოჰყვა. მოსახლეობა არ დაპირისპირებია ადგილობრივ ხელისუფლებას, პირიქით, მათგან გვერდში დგომას ითხოვდა და შედეგსაც…
  • 71
    რატომ არ მივიდნენ ლიხაურელები სკოპინგის ანგარიშის განხილვაზე?დღეს, სოფელ ლიხაურში, ადმინისტრაციულ შენობაში შპს „ბეთლემი 2008“-ის მიერ ცემენტის საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციის შესახებ სკოპინგის ანგარიში განიხილეს. ჟურნალისტები, ლიხაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთი-ლიხაურის მარშრუტის მიკროავტობუსით მივედით. ჩვენს კითხვაზე მგზავრებისადმი, იცოდნენ თუ არა მათ სოფელში ცემენტის საწარმოს მოწყობის თაობაზე სკოპინგის ანგარიშის განხილვის შესახებ, უარყოფითად გვიპასუხეს, მხოლოდ ერთმა ქალბატონმა თქვა, რომ სოფლის ცენტრში რაღაც…
  • 66
    შევარდენის ბარტყები მოიპარესსოფელ ჩოჩხათში (ხორეთი) ახლახან შევარდენის ბარტყები მოიპარეს. როგორც გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის ხელმძღვანელმა ერმოგენ კომახიძემ გვითხრა, სოფელ ხორეთში 10 წელზე მეტია შევარდენის ოჯახს ბუდე აქვს მოწყობილი კლდეში და როგორც ყველაზე სწრაფი ფრინველი შევარდნისნაირთა რიგიდან ფლობს იქაურობას. მარტივად რომ გითხრათ, იქაურობას არ აკარებს ყვავ-ყორნებს. ჩვენ წლებია თვალს ვადევნებთ ამ…
  • 64
    გარემოს ზედამხედველობის  სამსახური გამოძახებაზე არ რეაგირებსწლებია, გაზეთი „ალიონი“, სხვა  მედიასაშუალებები წერს გურიის მდინარეებში, განსაკუთრებით შავიზღვისპირა 20-კილომეტრიან ზოლში ქვიშა-ხრეშის უსისტემოდ მოპოვების შესახებ, თუმცა შესაბამისი სამსახურებიდან რეაგირება არ არის. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა მდინარე ნატანების აუზში, 20-კილომეტრიან ზოლში, სადაც ბოლო წლებში ჯერ თურქული კომპანია „პოლატი“ მუშაობდა,რომელმაც  3 მილიონი  კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოიღო ციხისფერდი-გურიანთა-ქ. ოზურგეთში შემოსვლამდე  მონაკვეთზე და…