საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის 29 ტურში, ოზურგეთის „მერცხალმა“ საშინაო შეხვედრა გამართა.
ოზურგეთელთათვის ამ მატჩს პრინციპული მნიშვნელობა ქონდა. გამარჯვების შემთხვევაში ოზურგეთელი ფეხბურთელები ერთი ტურით ადრე გარანტირებულად შეინარჩუნებდნენ ადგილს მეოთხე ლიგაში.
ოზურგეთელთა შესანიშნავად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და ერთ-ერთი უშუალო მეტოქე, „სამგურალი 2“ ანგარიშით 5-3 დაამარცხეს.(გოლები: გიორგი კაშია, ნიკოლოზ მარშანიშვილი 2-2, გიორგი ჭანუყვაძე).
ამ გამარჯვებით „მერცხალმა“ (9 მოგება, 9 ფრე, 11 წაგება, ბ/შ 54:66) 36 ქულა დააგროვა და საბოლოოდ დააღწია თავი გასავარდნ ზონას.
„მერცხალი“ გათამაშების ცხრილში მე-11 ადგილზეა.
ამ სეზონის ბოლო შეხვედრას „მერცხალი“ 26 ნოემბერს, სტუმრად ვანში, „სულორთან“ გამართავს.
რაც შეეხება ლანჩხუთის „გურიას“, იგი მე-3 ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და გათამაშების ლიდერების, ხაშურის „ივერიასა“ და „იბერია 2010“ ამ ტურის ნულოვანი ფრე საშუალებას აძლევდა გამარჯვების შემთხვევაში „ივერიას“ დაწეოდა, თუმცა „გურიამაც“ სტუმრად „ვიტ ჯორჯია 2“-თან ბოლო წუთებზე გაუთააბრეს ანგარიში და ფრე 1:1 ითამაშა.
ბოლო ტურის წინ „იბერია 2010“ 60 ქულა, „ივერიას“_58, ხოლო „გურიას“ 56 ქულა აქვს.
ბოლო ტურში „გურია“ „ალგეთს“ უმასპინძლებს. ამ შეხვედრაში გადაწყდება „გურიას“ მესამე ლიგაში დაბრუნების ბედი.
მსგავსი სტატიები
- 70
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მეოთხე ლიგის მეცხრე ტურში ოზურგეთის „მერცხალმა“ დღეს „კოლხეთი 2“-ს უმასპინძლა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. 51-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ. 76- წუთზე გიორგი კაშიამ ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრად გაიმარჯვა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელმაც აბაშაში „ზანა“ დაამარცხა 2:3 და ლიდერებში დაწინაურდა. 9 ტურის შემდეგ ოზურგეთის „მერცხალს“ (3 მოგება, 4… - 69
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 69
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში, მე-4 ლიგის გუნდებს შორის ლანჩხუთის „გურიას“ მე-20 ტურში სტუმრად მეტად პრინციპული შეხვედრა ჰქონდა თბილისის „იბერია 2010“-თან. მასპინძლებმა შეძლეს გურულების დამარცხება 2:0 და 43 ქულით გათამაშების ცხრილს ჩაუდგნენ სათავეში. „გურიას“ კიდევ ერთი კონკურენტი „ივერია“წამოეწია, რომელმაც შინ „სქური“ 2:1 დაამარცხა. „იბერია 2010“ 43 ქულა აქვს, „ივერიას“ 41 ქულა და… - 69საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის გუნდებს შორის 27-ე ტურის სეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად გაგრა 2:0 დაამარცხა, ხოლო „მერცხალმა“ შინ „მაჭახელა“ 5:1 დაამარცხა. გათამაშების ლიდერმა „იბერია 2010“ სტუმრად „კოლხეთი 2“ 3:0 დაამარცხა, ხოლო მეორეადგილოსანი „ივერია“ „არაგველებტან“ 0:3 დამარცხდა. „იბერია 2010“ 56 ქულა აქვს, „ივერიას“ _54, ხოლო ლანჩხუთის „გურიას“ (15 მოგება,…
- 69
საქართველოს პირველობაზე ფეხბურთში მე-4 ლიგის ბოლო ტურში მეტად დაძაბული გამოდგა ლანჩხუთის „გურიას“ შეხვედრა უშუალო მეტოქესთან, „არაგველებთან“. „გურიას“ ფრე ჰყოფნიდა, ხოლო „არაგველები“ გამარჯვების შემთხვევაში მესამე ლიგის საგზურს მიიღებდნენ. სტუმრები ორჯერ დაწინაურდნენ ამ მატჩში (0:2, 2:4), მაგრამ საბოლოოდ, 99-ე და 101 წუთებზე ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. „გურია“ მომავალი…