გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ გაეროს უშიშროების საბჭოს მიაწოდა განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ს დარტყმების შემდეგ.
„ფორდოუს ობიექტზე – ირანის ურანის 60%-მდე გამდიდრების მთავარ ადგილას – კრატერები ჩანს, რაც მიუთითებს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალის გამოყენებაზე. ეს შეესაბამება შეერთებული შტატების განცხადებებს“, – განაცხადა გროსიმ და დასძინა, რომ ამ დროისთვის არავის, მათ შორის IAEA-ს, არ შეუძლია „შეაფასოს ფორდოუს მიწისქვეშა დაზიანება“.
რაც შეეხება ისპაჰანს, მისი თქმით, ღამის განმავლობაში დაზიანდა დამატებითი შენობები, აშშ-მ დაადასტურა ფრთოსანი რაკეტების გამოყენება. დაზიანებულ შენობებს შორისაა ურანის გადამუშავების პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი შენობა”. მისივე ინფორმაციით, როგორც ჩანს, დაზიანდა გამდიდრებული მასალის შესანახად გამოყენებული გვირაბების შესასვლელები“.
ნათანზზე კი, გროსის ცნობით, „საწვავის ქარხანა კვლავ დაზიანდა, აშშ-მ დაადასტურა, რომ მან მიწაში შეღწევადი საბრძოლო მასალა გამოიყენა“.
მისი თქმით, ირანმა აცნობა, რომ სამ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.
გროსიმ დასძინა, რომ ორშაბათს ვენაში სააგენტოს მმართველთა საბჭოს სპეციალური სხდომა მოიწვია.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 59
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების ერთ-ერთი სამიზნე ქალაქ ნატანზში მდებარე ბირთვული ობიექტი იყო, სადაც ირანი ურანის გამდიდრებას აწარმოებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ უკიდურესად შემაშფოთებელ სიტუაციას“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. ორგანიზაციის ცნობით, კონტაქტზე იმყოფებიან ირანის ხელისუფლებასთან ობიექტზე რადიაციის დონის,…
- 57
შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო, არავინ არ იცის, რას ვიზამ, _ ასეთი პასუხი გასცა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კითხვას, აპირებს თუ არა ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების ბრძანების გაცემას. „შეიძლება ვქნა, შეიძლება არ ვქნა, არავინ არ იცის რას ვიზამ. შემიძლია ის გითხრათ, რომ ირანს დიდი პრობლემები აქვს და მოლაპარაკება სურთ.…
- 57
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მიაღწიეს შეთანხმებას დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტასა და ნეიტრალურ ადგილას საკითხთა ფართო სპექტრზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. რუბიოს თქმით, ის და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ბოლო 48 საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ინდოეთისა და პაკისტანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრებს, ნარენდრა მოდის და…
- 57
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანში ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელეს. მათივე ცნობით, რომ სამიზნეებს შორისაა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინა და თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაცია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათ ასევე დაარტყეს სხვა სამიზნეებს, რომლებიც „ხელს უწყობდნენ ირანის რეჟიმის მცდელობებს ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ და სადაც…
- 57
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პარასკევს, 16 მაისს, ის სტამბოლში თურქ კოლეგა ჰაკან ფიდანსა და უკრაინულ დელეგაციას შეხვდება. ასევე ცალკე საუბრები გაიმართება სხვა ამერიკელ წარმომადგენლებსა და „დაბალი დონის“ რუსულ დელეგაციას შორის. „იმედი მაქვს, რომ ეს საუბრები უკრაინასა და…