მედიასაშუალებებმა („ბათუმელები“, „აჭარა თაიმსი“) რომ აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
შემთხვევა გვიან ღამით საგარეჯოში მოხდა. როგორც ხდება ცნობილი, რიჟვაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა გულის არეში აქვს მიყენებული. ამჟამად მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, თუმცა ჩვენივე ინფორმაციით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი
მთავარის ინფორმაციითვე, რიჟვაძე მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა. ახვლედიანი ამჟამად საგარეჯოს პოლიციაში გამოკითხვაზე ჰყავთ. საგარეჯოში იმყოფება შს მინისტრი გეკა გელაძეც.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა 18 აპრილს დატოვა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალეურ ქსელში დაწერა.
„მივიღე გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ. მეშვიდე წელია, ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა, მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობისთვის, მემსახურა ჩემი კუთხისთვის. მადლობა, მინდა, გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისთვის. მადლობა თითოეულ თანამშრომელს, პარტიის წევრებს, გუნდს. განსაკუთრებული მადლობა აჭარის მოსახლეობას გამოცხადებული ნდობისთვის. ვრჩები ,,ქართული ოცნების“ ერთგულ ჯარისკაცად და დარწმუნებული ვარ, არაერთი დიდი გამარჯვება გველოდება წინ“, – წერდა რიჟვაძე.

შს სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს
მსგავსი სტატიები
- 70
მსოფლიოს რედაქტორები და ჟურნალისტები ქართულ მედიას სოლიდარობას უცხადებენ. ამის შესახებ საერთო განცხადებას „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IPI) „გლობალური ქსელისა“ და IPI-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დამოუკიდებელი მედია ქსელის წევრები ავრცელებენ. განცხადებით მსოფლიო მედიის წარმომადგენლები „საქართველოს პრესის თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბნელ დროს“, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მამაც ჟურნალისტებს. აღინიშნება, რომ საქართველოში მედიაზე უპრეცედენტო…
- 69
კომპანია ბახვი ჰესი _ჩვენ ვზრუნავთ ადანიანებზე, ბუნებასა და რეგიონის განვითარებაზე საოჯახო სასტუმრო „კომლი“- სოფელ წითელმთაში, შერმანდინ ჭკუასელის ქუჩის #25-ში მდებარეობს. ეზოდან აჭარა-გურიის მთების ულამაზესი ხედი იშლება. აქ მოსული უცხოელი ტურისტები ბუნების ღირესანიშნაობასთან და ლამაზ საოჯახო ისტორიებთან ერთად მონაწილეობენ ჩაის კრეფაში, ყურძნის დაწურვაში, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმასა და საჭმლის მომზადებაში. სწორედ აქ,…
- 68
საქართველოს მთავრობამ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილს დასანიშნად თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული. „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის…
- 67