ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა
ფესტივალი დასასრულს უახლოვდება, საკონკურსო პროგრამა დასრულდა, დაძაბულობასთან შერწყმული სიმსუბუქე სუფევს. ერთი მხრივ, დატვირთული დღეები მიილია, მაგრამ მოლოდინი მრავალგვარ ემოციას ბადებს. 14 ივლისს ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 97 წელი შესრულდა. სოფელ ხიდისთავში გაიმართა მოკრძალებული და ამავდროულად სიყვარულით აღსავსე ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა მრავალი თქვენგანისთვის საყვარელ ავტორს.
სანამ ჩოხატაურში ჩავიდოდით, ოზურგეთის თეატრის მცირე სცენაზე ვიხილეთ ესპანური ტრამვაი თეატრის „ჩრდილების დიალოგი“ (რეჟისორი — რაფაელ კამპოსი), რომელიც ფედერიკო გარსია ლორკას ნაწარმოების ერთგვარ კოლაჟს წარმოადგენს. დადგმის ხანგრძლივობა საკმაოდ ლაკონურია — 40 წუთი. ამ დროის განმავლობაში მსახიობი ანა კოსარი ესპანელი ავტორის ნაწარმოებებს კითხულობდა მინიმალური გამომსახველობით.
მართალია, წარმოდგენაში გამოიკვეთა მსახიობის გარდასახვის უნარი, სახასიათო ხმის ტემბრი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული მონაცემები, მაგრამ ამის მიუხედავად, ძალზე რთული იყო თავიდან ბოლომდე მასზე კონცენტრირება.
ამასთანავე, მსახიობი მოსილი იყო უბრალო შავ კაბაში, დგას მაგიდა, რომელზეც წყლის ბოთლი და ფურცლებია (მხატვრობა — სანტიაგო ხინერი). აქედან გამომდინარე, ვიზუალური მხარე მაქსიმალური სიძუნწით გამოირჩევა. ესპანური ტემპერამენტი მხოლოდ ფოლკლორულ მუსიკასა და მსახიობის მოძრაობებში იკითხებოდა, შესაბამისად, ეს იყო უბრალოდ ტექსტის მხატვრული კითხვა.
გადავინაცვლოთ ნოდარ დუმბაძის სოფელ ხიდისთავში, სადაც მწერლის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა შემოგვთავაზა თავიანთი სპექტაკლის — „დიდრო“ (პიესის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ვასილ ბუბუტეიშვილი) პატარა ნაწყვეტი, რომლის ამოსავალი წერტილი იყო დუმბაძისეული ტრაგიკომიკური და უშუალო გრძნობათა ბუნება. ნაწყვეტი ეხებოდა სიკვდილ-სიცოცხლის თემას, უკანასკნელ ლოცვასა და ვედრებას.
თავად ვასილ ბუბუტეიშვილი ასრულებდა მომაკვდავი ბაბუა დიდროს როლს. ნაწყვეტის მოკლე ხანგრძლივობის მიუხედავად, გამოიკვეთა ის, რომ შემსრულებელმა ზედმიწევნით იმუშავა თავისი პერსონაჟის შექმნაზე, რაც გამოიხატა მის სცენურ გულწრფელობაში. ამასთანავე, ნაწყვეტში ემოციურ ფონს თავისებურად განაპირობებდნენ ნოდარიას და თალიკოს შემსრულებლები.
მსგავსი სტატიები
- 86
ცნობილი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი და ჟურნალისტი, გაზეთ „ალიონის“ ყოფილი თანამშრომელი _გენრიეტა ქუთათელაძე 82 წლისაა. ვულოცავთ! * * * დარდმა და მწუხარებამ დააჭკნო ეს ქალი, ეს ქალი, წარსულში რომ ჰგავდა ყაყაჩოს, სასტიკმა ცხოვრებამ დასეტყვა, დამეხა, დაცეცხლა დააზრო და დააბერა, ლამის დაახრჩო (ეჰ, რა ძნელია დევნილის ხვედრი). შიში შეეყარა სახადივით და ფიქრებს…
- 85
ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი გადმოსახედი ახლო ისტორიული ეპოქიდან... განვლილი წლები თანამედროვეობას ჩაესახლა და...გასულ წელს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე შემოაბიჯა ექვთიმე ღვთისკაცმა. მას შემდეგ, არაერთი მაყურებელი გახადა თანამონაწილე იმ პერიოდისა, როცა საქართველოს კვლავ დაატყდა თავს ქარტეხილი და ქართული საგანძურისთვისაც დადგა ყოფნა-არ ყოფნის ჟამი. შეჰბედა ამ უდიდეს თემას ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის შემოქმედებითმა კოლექტივმა…
- 84
ავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
- 84
რატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან და საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე მეტია, ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
- 82
ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება. ბეჭდური ვერსია იხ. გაზეთი „ალიონი“ #6-11.) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან როგორც წარჩინებულ…