ანასტასია ჩერნეცოვა

ნოდარ დუმბაძის V საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VII დღეს მხოლოდ ერთი სპექტაკლი ვიხილეთ — ოზურგეთის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონული დრამისა და ოპერეტის თეატრის მიერ თანამედროვედ აჟღერებული ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“ (რეჟისორი — აბაი დაულეთი).

მხატვარმა (რომელიც თავად რეჟისორიცაა) შექმნა პირობითი გარემო — ოთხკუთხედად დალაგებულია საბავშვო სათამაშო ჯარისკაცები, იარაღები, ტანკები, ცეცხლსაშიში კასრი. მოაჯირები სასიგნალო ლენტებითაა შემოსაზღვრული, ცენტრში კი მაგიდაა, რომლის გარშემო სხედან კლასიკურ და ყაზახურ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მსახიობები და პოკერს თამაშობენ.

სცენაზე პერსონაჟთა შემოსვლა ფურორს იწვევდა — თითქოს თითოეული მათგანი სახელმწიფო მოხელეა. შესაბამისად, არა მხოლოდ ეპოქა, არამედ ქვეყანაც შეცვლილია — გურული სოფლის მაგივრად აქ ყაზახ მაფიოზთა თავშეყრის ადგილია.

სასიგნალო ლენტებს მსახიობები სპექტაკლის განმავლობაში ხევენ და თავიდან აბამენ — თითქოს მათ პერსონაჟებს სურთ მოჯადოებული ოთხკუთხედის გარღვევა, მაგრამ მაინც ბრუნდებიან ერთსა და იმავე ადგილას. აზარტში მყოფნი ბედის სასწორზე დებენ სხვადასხვა ხარისხის მანქანებს: ერთი — როლს როისს, მეორე — ზაპაროჟეცს, ზოგი კი ქვეყანას და ამერიკის შტატს (საქართველო და ვაშინგტონი). აღნიშნული გადაწყვეტა შესაძლოა მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო მოხელეები ძალაუფლების მოპოვების მიზნით ქვეყანასაც კი გაყიდიან.

ამასთანავე, სათამაშო ჯარისკაცები იატაკზეა, ხოლო მოთამაშენი სკამებზე ამაღლებულად სხედან, რაც სავარაუდოდ გამოხატავს იმას, რომ პოლიტიკოსები ერთობიან, ზემოდან იყურებიან, ხოლო რიგითი ჯარისკაცები მათ არ ადარდებთ და იყენებენ, როგორც ხორცის საკეპ მასალას.

აქედან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ სპექტაკლს პოლიტიკური სატირის ელფერი დაჰკრავს, რაც არაა გასაკვირი, რადგან მოთხრობაში მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პარალელურად და დღესაც ხომ სამყარო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა.

სპექტაკლი სუბტიტრების გარეშე მიმდინარეობდა, შესაბამისად, ვისაც დუმბაძის მოთხრობა წაკითხული არ ჰქონდა, ვერ გაიგებდა ყაზახურ ინსცენირებას, რადგან დადგმაში შექმნილი ატმოსფერო და მხატვრული გადაწყვეტები შორსაა დუმბაძისეულ სამყაროსთან. თავიდან რთულია იმის გარჩევა, თუ რომელი მსახიობი განასახიერებს ძაღლს (ბალტაში აბილხაკოვი), გოგიტას (დუმან დაულეთული) და სხვ. — რადგან თითქმის ყველა შემსრულებელს ძაღლის საბელი უკეთია. უბრალოდ, თანდათან, ქმედებებიდან გამომდინარე ხვდები, ვის რა როლი ერგო. მაგალითად, როცა ასაკში მყოფი მამაკაცი გარდაიცვალა, გასაგები გახდა, რომ ეს სპირიდონია (სირიმ მარატბეკი), ხოლო ერთადერთი ქალი შემსრულებლის ყოფნა კი მაყურებელს ახვედრებს, რომ ესაა მარგალიტა (აიაული ტურუსბეკოვა).

წარმოდგენის ყურებისას დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყაზახურად შესრულებულმა სიმღერამ, რომელიც ერწყმოდა სპექტაკლის მხატვრულ გადაწყვეტას. გაშარჟებული იყო სპირიდონის დაკრძალვის სცენაც, სადაც პანაშვიდზე/დაკრძალვაზე მოსული ხალხი ტოვებდა არა მხოლოდ ისეთ ძვირფას ნივთებს, როგორიცაა ეროვნული ინსტრუმენტი და სამოსი, არამედ „ქეიეფსის“ კალათებსა და პარკებს — თითქოს გარდაცვლილს არსებულ ნაგავს საიქიოში თან ატანდნენ.

გამიჩნდა კითხვა: თუ ინსცენირების თანახმად მოქმედების ადგილი ყაზახეთშია გადატანილი, ანუ მუსლიმურ სამყაროში, რომელთა ტრადიციაში არ შედის მიცვალებულის ნივთების „საიქიოში“ გატანა, მაშინ რატომ მიმართეს მსგავს გადაწყვეტას? ვითომ ეს ქართულ წეს-ჩვეულებებთანაა კავშირში?

საბოლოო ჯამში, დადგმაში აქცენტი მეტად გადატანილია პოლიტიკურ ხაზებზე, ომის სისასტიკეზე და არა ძაღლის ამბავზე.

მსგავსი სტატიები

  • 95
    ესროლეს, მაგრამ ვერ მოჰკლეს საქართველოს თანმდევი სულირატომ და ვინ ესროლა ილია ჭავჭავაძეს, როგორ გაიარა მისთვის ნასროლმა ტყვიამ საქართველოს გულთან  და  საფიქრალი - „მეცა ვტანჯულვარ, ჰე, ბედკრულო, შენის ტანჯვითა“, ან კიდევ „რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ“... საუკუნეზე  მეტია,  ეს კითხვები ტკივილიან განცდებად ტრიალებს ჩვენი ერის გულსა და გონებაში. მეტიც, მუდმივად  ანთია ერის სულიერების ცაზე და მკვეთრი…
  • 95
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღე — დუბლი ორიავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის VI დღე კვლავ დუმბაძისა და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების სცენური ინტერპრეტაციებით გამოირჩეოდა. დღის პირველი დადგმა ჩოხატაურის კულტურის სასახლეში ვიხილეთ — უზბეკურად გაცოცხლებული „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (რეჟისორი: მუხთარ რეიმოვი), რომელიც ბარდახის სახელობის ყარაყალპაყეთის სახელმწიფო აკადემიურმა თეატრმა წარმოადგინა. ოზურგეთის თეატრის დიდ სცენაზე კი…
  • 94
    დუმბაძისა და კლდიაშვილის დღეავტორი ანასტასია ჩერნეცოვა ნოდარ დუმბაძის V  საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის IV დღეს  ნოდარ დუმბაძის   და დავით კლდიაშვილის მოთხრობების  სცენური ინტერპრეტაციები ვიხილეთ. პირველი სპექტაკლი წარმოადგინა ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის „გუდული ბაბუ და პატარა უჩა“ (რეჟისორი- დიმიტრი ხვთისიაშვილი), ხოლო შემდგომ - „სამანიშვილის დედინაცვალი“ (რეჟისორი- გიორგი კაშია). ჯერ გავემგზავროთ ჩოხატაურის კულტურის სასახლეში, სადაც …
  • 92
    „ჩვენ ერთმანეთისთვის უცხოები გავხდით, ერთმანეთი თავიდან  უნდა გავიცნოთ“ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი განახლებული სპექტაკლი, სახელწოდებით „ფატი“, რომლის ჩვენება, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის  მცირე დარბაზში გაიმართა,  ერთ-ერთი სევდიანი ამონარიდია,ჩვენი ამჟამინდელი (და არა მარტო) რეალური ცხოვრების წიგნიდან. სპექტაკლი აღადგინა  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასო ჩიგოგიძემ. რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე;  პიესის ავტორი, სცენოგრაფი - ნიკოლოზ საბაშვილი; მონაწილეობენ: ფატი_მარიკა ასათიანი, მიშა_ვახტანგ ჩხარტიშვილი,…
  • 92
    „მომწყურდი საოცარი ძალით“ ავტორი: გია ბეშიტაიშვილი (გაგრძელება) ოთხი, ხუთი წლის განმავლობაში ექიმ-ფონიატრებთან სიარულმა, მკურნალობამ, წამლებში და «წამლობაში» ფულის უშედეგოდ ხარჯვამ, ჩემ განწყობილებაზე რა თქმა უნდა უარყოფითი გავლენა მოახდინა, რამაც სერიოზულად დამაფიქრა ჩემ მომავალზე, იმაზე თუ რა გზით უნდა წავსულიყავი?! უკვე კონსერვატორიის მეორე კურსიდან  როგორც წარჩინებულ სტუდენტს დამინიშნეს პ.ი. ჩაიკოვსკის სტეპენდია! საკმაოდ დიდი თანხა,…