რაზმაძის თქმით, მასთან ინტერვიუს დიდი ნაწილი არასწორადაა გაშუქებული.
„ვერცერთ ინტერვიუში ვერ ნახავთ, რომ რუსებს რამე კეთილ კონტექსტში მოვიხსენიებდე. მე მხოლოდ ზიზღი შემიძლია გამოვხატო რუსეთის მიმართ და ამ შემთხვევაში გამოიყვანეს, რომ მე მათი დითირამბებს ვუძღვნიდი, რაც არის აბსოლუტური ცილისწამება.
საერთოდ არ მიხსენებია სააკაშვილის ხულიგნები. მე ვთქვი, რომ როგორც კი შემოვიდნენ ოსური ბანდფორმირებები, დაიწყეს მაღაზიების ძარცვა. მე რაც ვიცი, 3 მაღაზია იყო გატეხილი. მეუფე ანდრიას შეგიძლიათ ჰკითხოთ, გაიტაცეს მისი მანქანა. მერე შემოვიდა რუსი და ვითომ დაალაგა. მაგრამ ჩემი აზრი ისაა, რომ შეიძლება ეს ყველაფერი ინსპირირებული იყო რუსებისგან, რომ დაენახვებინათ ჩვენთვის — აი, ჩვენ როგორი კეთილისმყოფელები ვართ და ოსები ცუდები არიანო. ჰუმანიტარულიც შემოიტანეს, რაღაცეები დაარიგეს. ეს ყველაფერი იყო დადგმული სპექტაკლი, რომელიც კარგა ხანია, წლები მზადდებოდა და რომელსაც ხელი შეუწყო სააკაშვილმა“, — განუცხადა რაზმაძემ „ნეტგაზეთს“.
მისი თქმით, რუსების შემოსვლის გამო მადლობა არ უთქვამს.
„მე ვახსენე, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ მიატოვა ქალაქი და ამ დროს დრო იხელთეს ოსურმა ბანდფორმირებებმა და დაიწყეს ქალაქის ძარცვა. რუსების შემოსვლის მერე ეს ბანდფორმირებები აღარ იყო. მაგრამ მაშინაც ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი მგონია“, — განაცხადა რაზმაძემ.
რაზმაძე ადასტურებს, რომ ომის პროვოცირებაში სააკაშვილი დაადანაშაულა.
„კი ბატონო, იმიტომ, რომ სააკაშვილი 2003 წელს მოყვანილი არის რუსების მიერ. იგორ ივანოვი იყო ჩამოსული. შევარდნაძე — ქვეყნის წინაშე ისიც დამნაშავე იყო — გადააყენეს რუსებმა და დასვეს სააკაშვილი. სააკაშვილმა სამაგიეროდ აგერ გადასცა ჩვენი ქვეყნის 20%“, — განაცხადა რაზმაძემ.
რაც შეეხება ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ევროკავშირს აკრიტიკებს, რაზმაძე განმარტავს, რომ როგორც „ქართული ოცნების“ ძირითადი ნაწილი, თავადაც ემხრობა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, „მაგრამ არა იმ პირობებით, რომ „კაგებეს“ გაწვრთნილი, ე.წ. პარლამენტარების შეკვეთებით და იმათი კანონებით ვიმოქმედოთ“.
📌რაზმაძე ამბობს, რომ ინტერვიუ დაახლოებით 6-7 თვის წინ, თარჯიმნის მეშვეობით შედგა და აუდიო ჩანაწერი არ გაკეთებულა არც მისი და არც ჟურნალისტის მხრიდან.
batumelebi.ge

მსგავსი სტატიები

  • 84
    წერილი წარსულიდან: გომისმთა, დოღი ბახმაროში, პოლიტიკური ვარიაციებითმინდოდა 2012 წლის 19 აგვისტო მწარე წარსულისთვის დამეტოვებინა, მაგრამ ვერ შევძელი. იმდენჯერ  შემახსენეს მსგავსი სცენარის შემქნელებმა თავი, რომ იძულებული ვარ „ალიონის“ არქივს გადავხედო. ბახმაროს დოღს წინ უძღვოდა „შუამთობის“ დღესასწაული გომისმთაზე, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ნიკოლაიშვილი, გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი და ეპარქიის უმაღლესი სასულიერო პირი, მეუფე იოსები ესწრებოდნენ. ნაშუადღევს დაიწყო გახმობები…
  • 83
    „კოხტა ძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე მედიაში მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანებაკომპანია „კოხტაძირის“ მფლობელი ბეჟან ნაკაიძე „გურიის მოამბის“ ინფორმაციას და ტვ. „მთავარის“ რეპორტაჟს, რომ   იგი ხელფასის გაუცემლობის მიზეზით საკუთარმა  დაქირავებულმა მუშებმა, ტრაქტორისტებმა და მძღოლებმა სცემეს, პასუხობს: „გზის განაპირა ბლოკიდან ჩამოსვლისას, უხერხული მოძრაობის გამო ფეხი მოვიტეხე და ოპერაცია ჩამიტარდა. ახლა ნორმალურად ვარ, ოპერაციამაც წარმატებით ჩაიარა და სწრაფად შეხორცებასა და რეაბილიტაციაში დამეხმარება _…
  • 82
    „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ ჟურნალისტების გათავისუფლება კრიტიკული აზრის დევნის მორიგი მაგალითია„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ გმობს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხიდან წამყვანების გათავისუფლებას და მიიჩნევს, რომ ეს მაუწყებლის მხრიდან მენეჯმენტის მიკერძოებული პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნისა და შევიწროების მავნე პრაქტიკის გაგრძელებაა. 11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მაუწყებელმა ხელშეკრულებები შეუწყვიტა დღის საინფორმაციო გამოშვება „მოამბისა“ და თოქ-შოუ „რეალური სივრცის“ წამყვანებს - ვასილ ივანოვ-ჩიქოვანსა და ნინო ზაუტაშვილს,…
  • 81
    მუქარისა და სისტემური დევნის გამო 3 ჟურნალისტმა შესაბამის უწყებებს მიმართასამმა ჟურნალისტმა საქართველოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართა. საქმე ეხება რუსული კანონის მოწინააღმდეგე პირების დევნას, მათთვის პირად ნომერზე დარეკვას, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარას_ ამის შესახებ ინფორმაციას JRC ავრცელებს. საჩივარი სტუდია მონიტორის დირექტორის ნინო ზურიაშვილის და მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, ასევე რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის დირექტორისა და TOK…
  • 79
    სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - საქართველოში მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდამოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აპრილიდან ივნისამდე თბილისში…