გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად, ბახმაროში იმყოფებოდა და ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებულ მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.
ტრადიციული დოღი 19 აგვისტოს, 13:00 საათზე ბახვის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. დღის განმავლობაში მოეწყობა: ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები სხვადასხვა სახეობაში. ღონისძიება დასრულდება ჯგუფი „ურსას“ კონცერტით.
მოქალაქეების საყურადღებოდ, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს როგორც ბახმაროს დამსვენებლების, ასევე, დოღზე ვიზიტორთა უსაფრთხო გადაადგილება, 19 აგვისტოს დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, კურორტის ტერიტორიაზე შეიზღუდება ავტომანქანებით გადაადგილება. ბახმაროს სტუმრებს ვთხოვთ, ავტომანქანები გააჩერონ საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ ან სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ტერიტორიაზე. გადაადგილების შეზღუდვა იმოქმედებს ბახმაროს შესასვლელიდან – 2050 ნიშნულის მიმდებრე ტერიტორიიდან.
მსგავსი სტატიები
- 69
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სახელმწიფო რწმუნებული და ისრაელის ელჩი ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ისრაელის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილ თავისუფალი ჭიდაობის ტურნირს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა… - 68
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 68
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებსა და პროექტის სამუშაო ჯგუფს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ურეკი–შეკვეთილის განახლებული გენერალური და განაშენიანების გეგმების ძირითადი პრიორიტეტები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, განახლებული გეგმა ხელს შეუწყობს რეგიონში ინვესტიციების მოზიდვას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებას,… - 67
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კოლეჯ ,,ჰორიზონტი"-ს სასწავლო კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სასწავლო პროცესს გაეცნო. _ ,,პროფესიული განათლება და მისი ხელმისაწვდომობა ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ, გურიის რეგიონს… - 67
ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა. მოსახლეობას ფერისცვალების დღესასწაული საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს პარლამენტში გურიის დელეგატმა ვასილ ჩიგოგიძემ და ჩოხატაურის მერმა დავით შარაშიძემ მიულოცეს. ,,გილოცავთ ფერისცვალების დღესასწაულს, რომელსაც ჩვენ უნიკალურ მთის კურორტზე, ბახმაროში ტრადიციული ღონისძიებებით აღვნიშნავთ. დღეს…