გუშინ, 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროზე ტრადიციული დოღი გაიმართა. ასევე, უკვე ტრადიციული შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში „ბახმაროს ფალავანი“, რომლის გამარჯვებული ბათუმელი თამაზ ბედინიძე გახდა, ადრეულ ტურნირებში გამარჯვებული, ოზურგეთელი დიტო ტუღუში მეორე იყო.მკლავჭიდში კი ჯაბა ანთაძემ (ხულო) გაიმარჯვა.
თუ როგორ დაარსდა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში „ბახმაროს ფალავანი“, ამის შესახებ წარსულში ცნობილი სპორტსმენი და ამ შეჯიბეის დამაარსებელი, ზვიად უნგიაძე გვესაუბრა:
_ 2005წელს დავაარსე „ბახმაროს ფალავნობა“. მკლავჭიდი. და საფუძველი ჩავუყარე რო ყოველ ფერისცვალების დღესასწაულზე მოგვეწვია ცნობილი სპორტსმენები . ხშირად გვსტუმრობდა მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა, ლაშა პატარაია _ყურებით სიმძიმეების აწევაში; მსოფლიოს ათეულობით გინესის რეკორდსმენი გოდერძი მახარაძე,ნუგზარ გოგრაჭაძე _ კბილებით სიმძიმეების აწევაში..
„ბახმაროს ფალავნობაზე“ მოდიან მონაწილერბი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. გამარჯვებულებზე გადასაცემად დაწესებულია ცხვარი, ფულადი პრიზები, თასები და მედლები.
ამჟამად ფალავნობაზე სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი გიორგი გაჩეჩილაძე. საქართველოს ფალავანი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი ძიუდოში _პაატა ურიადმყოფელი, ბათუმის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, მსოფლიოსა და ევროპის სამგზის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი. უამრავმა ფალავანმა მიიღო მონაწილეობა წლევანდელ ფალავნობაში.. სურვილი გამოთქვა გურულმა ფერმერმა ქალმა რომ დაეწესებინა ყველაზე ახალგაზრდა პერსპექტიული ფალავნისთვის სამახსოვრო თასი .და სამომავლოდ გვპირდება სერიოზულ ჩართულობას ამ დიდ ღონისძიებაში.ფერმერი ქალი _ წარმატებული აუდიტი და ბუღალტერი, რომელსაც აქვს კერძო კომპანია.ეხლა მოღვაწეობს გურიაში და ეწევა სოფლის მეურნეობის განვითარებას.
მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზაურ ოსეფაიშვილს და სპორტის ცენტრის დირექტორს ზურა ჯინჭარაძეს რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ და 2005 წელს ამ დიდი ფალავნობის დაარსებაში შეიტანეს დიდი წვლილი -გვითხრა ზვიად უნგიაძემ.
მსგავსი სტატიები
- 83
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 80
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 79
4 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 78
ახლახან დაბა ჩოხატაურში ჩატარდა საქართველოს ღია პირველობა ბაზიერობაში, რომელშიც ჩოხატაურის, ფოთის, აჭარის ცნობილი ბაზიერები მონაწილეობდნენ. გარდამარჯვებულთა შორის უმეტესად ჩოხატაურელი ბაზიერები იყვნენ და მათვე გადაეცათ დიდი ქართველი ბაზიერის აკაკი ჩხიკვიშვილის სახელობის გარდამავალი თასი „ჩოხატაური.“ დაჯილდოებულთა შორის იყვნენ გუთურელი ვაჩეიშვილების ოჯახის 3 წევრი: ბაბუა გოგი, შვილი ანზორი და შვილიშვილი გიორგი ვაჩეიშვილები. ოზურგეთელ…
- 78
ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი დაიბადა 1959 წ. 16 აგვისტოს, მახარაძის რაიონის სოფ შემოქმედში. ჰყავს მეუღლე ირინა შარაბიძე, ორი შვილი - ნინო ,თემური, ორი შვილიშვილი ნიკა და ილიკო. 1981 წელს წარჩინებით დამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. თამაშობდა ბათუმის „დინამოში“ (1980-81 წ.წ. წვრთნელი ლერი ველურიძე). 1982 წლიდან მუშაობას…