ომის პირველივე დღეებიდან გვაქვს ერთი, უაღრესად მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა – ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სამშვიდობო გეგმაზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა და ძალიან სერიოზული განხილვა ჰქონდა შეერთებული შტატების მნიშვნელოვან დელეგაციასთან.
„ამერიკულმა მხარემ წარმოადგინა თავისი წინადადებები – ომის დასრულების გეგმის პუნქტები – მათი ხედვა. ომის პირველივე დღეებიდან გვაქვს ერთი, უაღრესად მარტივი პოზიცია: უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ნამდვილი მშვიდობა – ისეთი, რომელიც არ განადგურდება მესამე შემოჭრით. ღირსეული მშვიდობა – ისეთი, რომელიც პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს და უკრაინელი ხალხის ღირსებას“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში და დასძინა, რომ სწორედ ეს პირობები უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
„გამოვყავი ის, რაც ჩვენთვის ფუნდამენტურია. შევთანხმდით, რომ გუნდები იმუშავებენ ამ წინადადებებზე – რათა ისინი რეალობად იქცეს. ჩვენ არ გავაკეთებთ რაიმე მძაფრ განცხადებებს და ერთგულნი ვართ მკაფიო, პატიოსანი მუშაობის – უკრაინა, შეერთებული შტატები და ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – დასძინა ზელენსკიმ.
მისი თქმით, იმედი აქვს, უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შესაძლებლონა ექნება.
„მომავალ დღეებში პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის იმედი მაქვს. გვესმის, რომ ამერიკის ძალასა და მხარდაჭერას შეუძლია მშვიდობის დამყარება და არ გვინდა ამის დაკარგვა. ასევე გვესმის, რომ რუსეთს მშვიდობის რეალური სურვილი არ აქვს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ამ ომს არ დაიწყებდნენ. არსებობს მრავალი შეფასება – საკმაოდ სამართლიანი – რომ რუსეთი წელს მხოლოდ ერთ რამეს ცდილობს: სანქციების გადადებას და მეტი დროის მოგებას ომისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი აზრით, აშშ-ის შეუძლია უზრუნველყოს, რომ რუსეთის ვალდებულება, დაასრულოს ომი, საბოლოოდ სერიოზული გახდეს:
„100%-ით გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით – ახლა მთელი ჩემი დრო ამას დავუთმებ. უკრაინას მშვიდობა სჭირდება და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსოფლიოში არავინ თქვას, რომ ჩვენ დიპლომატიას ვარღვევთ. ეს მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
წყარო: ipn.ge
მსგავსი სტატიები
- 83
ბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს. 1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და 14… - 82
დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი… - 78ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 76ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 75
ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…