აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოქალაქეები, – ინფორმაციას The New York Times-ი ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

პრეზიდენტმა ტრამპმა შაბათს Fox News-ზე საუბრისას განაცხადა, რომ არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა, თუმცა, გამოთქვა ვარაუდი, რომ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, გენერალმა დენ კეინმა მარ-ა-ლაგოში, ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ვერტმფრენებს, რომლებიც პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გამოსაყვანად მოძრაობდნენ, ცეცხლი გაუხსნეს. გენერალმა აღნიშნა, რომ ერთ ვერტმფრენს დაარტყეს, მაგრამ ფრენა შესაძლებელი იყო და რომ ყველა ამერიკული თვითმფრინავი „შინ დაბრუნდა“.

ორი ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს, მადუროს დაკავების ოპერაციის დროს დაახლოებით ექვსი ჯარისკაცი დაშავდა.

წყარო: IPN.GE

მსგავსი სტატიები

  • 66
    დონალდ ტრამპი ნიკოლას მადუროს დაკავებაზე - ბრწყინვალე ოპერაცია იყობრწყინვალე ოპერაცია იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ს ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, - აღნიშნა ტრამპმა. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები…
  • 64
    ჯეი დი ვენსი - არ არსებობს შანსი, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივ ომში ჩაერთოსაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის…
  • 64
    აშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლააშშ-ის მიჩიგანის შტატში ტორნადოს 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სამხრეთ მიჩიგანში ტორნადოსა და ძლიერი შტორმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამაინი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ძლიერი შტორმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა და ასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
  • 64
    რუსეთის მასირებული დარტყმა უკრაინაზე: 9 დაღუპული და ხანძარი კიევ-პეჩერის ლავრაში15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი. დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო.…
  • 63
    დღეს პოლონეთშისამი მეფის დღე (Trzech Króli) აღინიშნებადღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,…