აშშ მზად არის ირანის წინააღმდეგ დარტყმები შაბათ-კვირას განახორციელოს, თუმცა დონალდ ტრამპს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიუღია, – ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, პენტაგონმა თეთრ სახლს შეატყობინა, რომ ახლო აღმოსავლეთში საჰაერო და საზღვაო ძალების საკმარისი რაოდენობა იმყოფება იმისთვის, რათა მომავალ შაბათ-კვირას ირანზე დარტყმები განხორციელდეს.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანზე დარტყმების მომხრე და მოწინააღმდეგე მრჩევლებთან შესაძლო მოქმედების გეგმებს განიხილავს.
ასევე, ოთხშაბათს დონალდ ტრამპმა ჟენევაში ირანის დელეგაციასთან გამართული ბირთვული მოლაპარაკებების შესახებ მისი წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ანგარიშიც მოისმინა.
ცნობისთვის, მანამდე გამოცემა Axios-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოსაა. გამოცემის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია ფართომასშტაბიან ომთან უფრო ახლოს იქნება, ვიდრე ვენესუელაში ჩატარებულ სწრაფ და „წერტილოვან“ ოპერაციასთან.
მსგავსი სტატიები
- 65
ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, დადგა გადამწყვეტი მომენტი. დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მამაც ხალხს დაჰპირდა, უკვე მოვიდა. ეს ჰუმანიტარული ჩარევაა; მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიების აპარატი და მისი მკვლელობის მანქანაა და არა ირანი და მისი ხალხი. მაგრამ, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვება მაინც ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. სწორედ ჩვენ,… - 63
დღეს პოლონეთში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური და სახელმწიფო დღესასწაული, სამი მეფის დღე (Trzech Króli), აღინიშნება, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ეპიფანიას, ანუ უფლის გამოცხადებას უწოდებს. ეს დღე იმ ბიბლიურ ეპიზოდს უკავშირდება, როდესაც ბეთლემში შობილ იესო ქრისტეს სამი მოგვი -კასპარი, მელქიორი და ბალთაზარი ეწვია და მას, როგორც მეფეს, ღმერთსა და ადამიანს, სიმბოლური საჩუქრები: ოქრო,… - 62
ბრწყინვალე ოპერაცია იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ს ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა. „ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, - აღნიშნა ტრამპმა. გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები… - 62
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებს განიხილავს, არ არსებობს შანსი, რომ ასეთმა დარტყმებმა შეერთებული შტატები მრავალწლიან ომში ჩაითრიოს. ვენსმა The Washigton Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარტყმები იქნება შემაკავებელი ფაქტორი ირანისთვის ბირთვული იარაღის შემუშავების თავიდან ასაცილებლად, თუ საკითხი დიპლომატიურად არ მოგვარდება. „ის… - 62
ამერიკელმა და უკრაინელმა მომლაპარაკებლებმა განიხილეს ამბიციური მიზანი, რუსეთმა და უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმებას მარტისთვის მიღწიონ, თუმცა ეს ვადა, სავარაუდოდ, გადაიწევს ძირითად ტერიტორიულ საკითხზე შეთანხმების არარსებობის გამო, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, განხილული სქემის მიხედვით, ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელი ამომრჩევლების მიერ რეფერენდუმის ჩატარებას დაექვემდებარება, რომლებიც პარალელურად ეროვნულ არჩევნებშიც მიიღებენ მონაწილეობას.…