საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ზაუტაშვილმა გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ლევან ზაუტაშვილმა და გიორგი ღურჯუმელიძემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში დასრულებული საგზაო სამუშაოები, ხოლო დაბა გომისმთაზე დასრულებული სკვერი და მინის საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერეს.
რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე და გურიის სახელმწიფო რწმუნებული იმყოფებოდნენ ასევე ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სადაც ლანჩხუთში სპორტული ცენტრის, ჩოხატაურის სოფელ ერკეთში კი დედათა მონასტერთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
მსგავსი სტატიები
- 73
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დაბა ბახმაროში, კურორტზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 2026 წელს ბახმაროს ინფრასტრუქტურული განვითარების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც კურორტის განვითარებასა და კეთილმოწყობას შეუწყობს ხელს. დაბის ინფრასტრუქტურული განვითარების ფარგლებში დაგეგმილია შიდა გზების რეაბილიტაცია,… - 73
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ლანჩხუთი ლესას ახალი 8-კმ-იანი მონაკვეთის დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მონაკვეთზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის გზა, 3 პარალელური ხიდი და ლანჩხუთისა და ლესას ორი სატრანსპორტო კვანძი. სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ საგზაო ნიშნების მონტაჟი. ახალი… - 73
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს სოფელ ქვემოხეთში, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 495 000 ლარი გამოიყო. - 73
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარეობს სოფელ ჯიხეთში სხვადასხვა ლოკაციაზე საყრდენი კედლების, ჩოჩხათის და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში ხიდების მშენებლობა. სოფელ შრომისუბანში დასრულდა ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა. პროექტები სტიქიის შედეგების… - 72
