1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის „რაინშტადიონზე“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, თბილისის „დინამო“ ევროპის თასის მფლობელთა თასის ფინალში გერმანულ „კარლ ცეისს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დიდი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრის დაწყების წინ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა ნოდარ ახალკაცმა ფეხბურთელებს საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის წერილი წაუკითხა, სადაც იგი ლოცავდა ფეხბურთელებს და გამარჯვებისკენ მოუწოდება.

შეხვედრის პირველი ტაიმი მძიმე ბრძოლაში წარიმართა, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ შექმნილა.

მეორე ნახევრის 63-ე წუთზე გერმანელი ჰოპის გოლით „კარლ ცეისის“ ფეხბურთელები დაწინაურდნენ, თუმცა მალე რამაზ შენგელიას გარღვევისა და პასის შემდეგ ანგარიში ვლადიმერ გუცაევმა გაათანაბრა.

მატჩის 87-ე წუთზე ვიტალი დარასელიამ დავით ყიფიანისაგან პასი მიიღო, ორი მეტოქე ლამაზ სტილში ჩამოიშორა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში საუკუნის გოლი შეაგდო. „დინამო“ ევროპის თასის მფლობელთა თასის გამარჯვებული გახდა.

ალბათ ყველას გახსოვს შესანიშნავი მსახიობის და სპორტული კომენტატორის გულიდან ამოხეთქილი ეს ფრაზა: „Представляю, что сейчас творится в Тбилиси! Ликует столица Грузии “…თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ხალხი ქუჩაში გამოვიდა ამ გამარჯვების აღსანიშნავად…

დღეს, თბილისის „დინამოს“ სტადიონის საკონფერენციო დარბაზში დიუსელდორფში  გამარჯვებიდან 45 წლისთავის აღსანიშნავად შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ გამარჯვების შემოქმედნი, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და სპორტული ჟურნალისტები, სხვა მოწვეული სტუმრები შეიკრიბნენ.

შეხვედრის ორგანიზატორებმა თავდაპირველად დიუსელდორფში გამარჯვებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი უჩვენეს, ხოლო შემდეგ მწერლის, 60-მდე წიგნის ავტორის დემიკო ლომაძის წიგნის „დიუსელდორფის „რაინსტადიონზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

სიტყებით გამოვიდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი (უმცროსი), თბილისის „დინამოს“ ყოფილი კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე,მწერალი დემიკო ლოლაძე და სხვები.

აღნიშნული წიგნი და სხვა გამოცემები შეხვედრის მონაწილეებს საჩუქრად გადასცეს.

გაზეთ „ალიონის“ საჩუქარს ალექსანდრე ჩივაძის, ვლადიმერ გუცაევის, თენგიზ სულაქველიძის, რევაზ ჩელებაძის და ოთარ გაბელიას ავტოგრაფებიც ამშვენებს.

ამავე დღეს გაიხსნა 13 მაისის სახელობის სკვერი.

 

მსგავსი სტატიები

  • 92
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 89
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 88
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
  • 87
    ჩოხატაურში იუნორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი დასრულდაგურიაში, ჩოხატაურში წარმატებით დასრულდა იუნიორთა თავისუფალი ჭიდაობის ტურნირი, რომელიც 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებსა და ისრაელში ქვეყნისთვის და ტერორიზმთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ბოლო ათი წლის განმავლობაში ტურნირი ადგილობრივი ინიციატივიდან ნამდვილ ტრადიციად იქცა, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა სპორტსმენებს, ოჯახებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს მთელი რეგიონიდან. ის კიდევ…
  • 86
    27 სექტემბერს, ქ.ოზურგეთში გაიმართა საქართველოს სასკოლო საჭადრაკო ოლიმპიადა- „ნონას თასი-2024“-ის, მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა გურიის რეგიონის საჯარო სკოლებიდან საუკეთესო საჭადრაკო გუნდის გამოვლენას.როგორც ჭადრაკის მოყვარულებმა იციან ეს მაშტაბური ღონისძიება ტარდება საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთობლივი პროექტით და მასში მონაწილეობს 10 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებით შედგენილი ქვეყნის საჯარო…