დღეს ჩვენი დროის გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული, კაპიტან-ლეიტენანტ თეიმურაზ ჭიტაძის დაბადების დღეა.
„თეიმურაზ ჭიტაძე წოდებით კაპიტანი იყო. ფოთის სამხედრო საზღვაო ბაზაზე მსახურობდა. ფოთის პორტის დაბომბვისას კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა მისი სიცოცხლე.
მაკა დარბაიძე, მეუღლე: „პირველი შვილი იყო. 1979 წლის 30 მაისს, სოფელ გურიანთაში დაიბადა. ორი ძმა ჰყავს. საშუალო სკოლაც გურიანთაში დაამთავრა. ძალიან კარგი მოსწავლე ყოფილა. სკოლის დამთავრების შემდეგ ბიძამ უკრაინაში წაიყვანა. სწავლობდა სამხედრო აკადემიაში და პარალელურად მუშაობდა.
უკრაინიდან რომ ჩამოვიდა, მაშინ გავიცანი. ერთმანეთს დეიდაჩემთან შევხვდით. ჩემი დეიდაშვილის ქორწილში ამიხსნა სიყვარული. მაშინ 22 წლის ვიყავი, თეიმურაზი 5 წლით იყო უფროსი… სამი წელი ვიყავით შეყვარებულები. ბოლოს გავიპარეთ და დავოჯახდით. წლისთავზე გოგონა შეგვეძინა, რომელსაც თემურის დედის სახელი – ნადია დავარქვით…
ერთად წელიწადი და რამდენიმე თვე ვიცხოვრეთ… ბავშვი 10 თვის იყო, ომში რომ წავიდა…
ფოთში მსახურობდა. წოდებით კაპიტანი იყო. ძირითადად კომპიუტერთან უწევდა მუშაობა და ამის გამო თითქმის სულ ნაწილში იყო.
ომამდე რამდენიმე დღით ადრე საჩხერეში უნდა წავსულიყავით. დილით მითხრა, რაღაც საშინელი სიზმარი ვნახე და არ ვიცი, როგორ ვიქნებიო. ვუთხარი, ცრურწმენებს არ ავყვეთ-მეთქი. იმ დღეს ჩვეულებრივ წავედით საჩხერეში. სამი დღის შემდეგ დაურეკეს, განგაშია და სასწრაფოდ უნდა გამოცხადდე სამსახურშიო…
ბოლოს სახლიდან 5 აგვისტოს გავიდა. ჩქარობდა. ჩვეულებრივ დაგვემშვიდობა, მე, ალბათ, აქ ვეღარ ჩამოვალ და იქნებ შენმა ძმებმა ჩამოგიყვანონ ფოთშიო. იმის მერე აღარც მინახავს…
მარნეულის ბაზა რომ დაბომბეს, მეც და ბავშვიც ჩემს მშობლებთან, მარნეულში ვიყავით. მირეკავდა და მამშვიდებდა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნებაო… ბოლოს, 9 აგვისტო რომ თენდებოდა, მაშინ ველაპარაკე. მაწყნარებდა, არ ინერვიულო და ბავშვს მიხედეო… ამის მერე ვეღარ ვუკავშირდებოდი – ტელეფონის ხაზები უკვე გადატვირთული იყო. ვფიქრობდი, ამდენი ხანი როგორ არ დამირეკა-მეთქი. ბოლო წუთამდე ფოთში, სამხედრო საზღვაო ბაზაზე იყო. თავის ოთახში კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როდესაც ფოთის პორტი დაბომბეს, ისევ ოთახში მჯდარა. თვითმფრინავს რომ გადაუფრენია, წამომხტარა და ფანჯარაში გაუხედავს. ეზოში თანამშრომლებისთვის გადაუძახია, ყველანი დაწექითო… ამ დროს ჩამოუგდიათ ჭურვი და კასეტურის ანასხლეტი მოხვედრია თავში… რამდენიმე წუთი უცოცხლია… იმ საღამოს დამირეკა მისმა თანამშრომელმა, დაჭრილია და იქნებ ჩამოხვიდეო… უკვე გურიანთაში იყო გადასვენებული. პირდაპირ იქ ჩავედი. სოფელში, სახლს რომ მივუახლოვდი, ბევრი ხალხი იყო და მივხვდი, რომ კარგად არ იყო საქმე…
ბავშვი ახლა მამას ფოტოებით იცნობს…. ახლა მარნეულში ვარ, თავდაცვის სამინისტრომ მარნეულის სამხედრო ბაზაზე დამასაქმა…“
გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით(2010წ.).
მსგავსი სტატიები
- 94
ახალი წლის წინა დღეებში ოზურგეთს მოულოდნელად ერთი კარგი კაცი _ გასული საუკუნის 80-იანი წლების საუკეთესო ბირთვისმკვრელი, საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი, შემდგომში ცნობილი ფერმერი და საჯარო მოხელე, შემოქმედელი ბესიკ ლომინაძე გამოაკლდა. გასული საუკუნის 70-იან, 80-იანი წლებში ოზურგეთელი მძლეოსნები წარმატებით გამოდიოდნენ როგორც რესპუბლიკურ, ისე საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამაში დიდი წვლილი მიუძღვოდა მძლეოსნობის… - 91
ისტორიის დოქტორი, პროფესორი რევაზ პაპუაშვილი ენვერ გოგუაძის გახსენება ჩემი პირველი შეხვედრა ენვერ გოგუაძესთან 1976 წელს შედგა. მაშინ ურეკში, ადგილ კაპროვანზე ქვიშის მოპოვების დროს ნაწილობრივ განადგურდა ძველი კოლხური სამაროვნის ნაწილი. დარჩენილი ნაწილის გადასარჩენად ოზურგეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალგაზრდა დირექტორი – ენვერ გოგუაძე და ჩვენ - კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის თანამშრომლები ერთობლივად ვიბრძოდით. შევძელით… - 88
გარდაიცვალა ოზურგეთის„მერცხალის“ ყოფილი ფეხბურთელი როლანდ ისიანი. დაიბადა 1943 წლის 13 თებერვალს სოფ,ზოგიში( ცაგერის რაიონი). ფეხბურთის თამაში დაიწყო 1957 წელს ქ.თბილისის სპორტულ სკოლა ინტერნატში. იყო ნახევარმცველი,თავდამსხმელი. 1961 წელს თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1961 წლის მეორე ნახევრიდან 1965 წლის ჩათვლით თამაშობდა ქუთაისის „ტორპედოში“ (უმაღლესი ლიგა); 1966 წელს გადავიდა თბილისის „ლოკომოტივში“; 1967 _ 75… - 87
დღეს ანზორის დაბადების დღეა ... და რა უნდა ინატრო კაცმა უფრო დიდი, თუ არა, როცა შენი გარდაცვალების შემდეგ , შენი ნაცხოვრების გამო, შენი სახელის ხსენებას გვარის დამატება არ ჭირდება ... აცხონოს ღმერთმა სამაგალითო კაცი..წერს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე სოციალურ ქსელში და მის მიერ 2022 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტსაც გთავაზობთ: ,,… - 87
ოზურგეთის ,,მერცხალის“ მთ.მწვრთნელს სოსო გაგუას 20 დეკემბერს 75 წელი შეუსრულდებოდა. სოსო გაგუა დაიბადა 1949 წელს. მრავალი თაობის აღმზრდელი,თავისი საქმის პროფესიონალი. 1972 წლიდან მუშაობდა ოზურგეთის „მერცხალში.“ 1987 წელს სოსოს ხელმძღვანელობით „მერცხალი“ საქართველოს ჩემპიონი გახდა და გადავიდა საკავშირო გათამაშების მეორე ლიგაში, სადაც წარმატებით ასპარეზობდა.გუნდის ძირითადი ბირთვი ოზურგეთლები იყვნენ. წლების მამძილზე მუშაობდა ლაითურის…