სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ბაზაზე ცენტრისა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის თანამშრომლობით ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯოდმარე დავით დარჩია დაესწრნენ.

ფერმერები ანასეულის ცენტრის საქმიანობას, კვლევით მიმართულებებს, თანამედროვე ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, მათთვის ხელმისაწვდომ სერვისებს და სოფლის მეურნეობის სფეროში აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.

მსგავსი სტატიები