სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მე-3 მონაკვეთის გახსნა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოში ჩქაროსნული ავტომაგისტრალები სწრაფი ტემპით შენდება და ვითარდება და ჩვენი მიზანია, ეს საქმე სწრაფ ტემპშივე მივიყვანოთ ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ავტომაგისტრალების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება და დღეს უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული 389 კილომეტრი ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ხოლო 60 კილომეტრზე სამუშაოები სწრაფი ტემპით გრძელდება.
მთავრობის მეთაურმა ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს, მშენებლებს, ინჟინრებსა და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკს, მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, პირადად მინისტრ რევაზ სოხაძეს, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ეს პროექტი ბოლომდე წარმატებით მიიყვანა, არამედ იმისათვის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში გასწორდა ყველა ხარვეზი, რაც სამინისტროს მენეჯმენტში იყო დაფიქსირებული. რეფორმები, რაც განხორციელდა სამინისტროში, უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიანობის თვალსაზრისით სამინისტროს მუშაობის გაუმჯობესებას, პროექტების სწრაფ ტემპში და ხარისხიანად შესრულებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები დაესწრნენ.
სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე მესამე, 12-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნა.
აღნიშნული მონაკვეთის პირველი, ლანჩხუთი-ლესას 6-კილომეტრიანი ნაწილი ავტოტრანსპორტისთვის 2025 წლის ბოლოს გაიხსნა, ხოლო ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში შევიდა დარჩენილი 6 კილომეტრიც.
პროექტის ფარგლებში აშენდა 12-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 6 სახიდე გადასასვლელი, 2 სატრანსპორტო კვანძი. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალის 52 კილომეტრიდან 42.5 კილომეტრზე მოძრაობა უკვე გახსნილია. დარჩენილი 9.5-კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულება 2027 წელს იგეგმება. ნაკლების ჩვენება
მსგავსი სტატიები
- 68
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება. სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი… - 66
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა, ძლიერი წვიმის შედეგად გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო, დროებით შეზღუდული იყო. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ორმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს. - 65(მგზავრის სარვამარტო ჩანაწერი) მიუხედავად ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
- 65
- 65
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
