სასიხარულო ამბავი სოფელ ლიხაურის მოსახლეობისთვის!
გულითად მადლობას ვუხდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ პაატა კუნᲭულიას, იმ ყურადღებისა და ოპერატიულობისთვის, რომელიც გამოავლინა მოსახლეობის თხოვნის საპასუხოდ — მან გაითვალისწინა ეს თხოვნა და სოფელ ლიხაურს ავტობუსი დაუნიშნა! 🚌
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის, განსაკუთრებით მოსწავლეებისა და ხანდაზმულების, ყოველდღიურ გადაადგილებას და ცხოვრებას გახდის უფრო კომფორტულს.
მარშუტი №8: ოზურგეთი – ლიხაური
🕐 გასვლა ოზურგეთიდან: 08:50 / 10:30 / 14:30 / 18:30
🕐 გასვლა ლიხაურიდან: 09:10 / 10:55 / 14:50 / 18:50
💳 გადახდა ხდება მხოლოდ საქართველოს ბანკის ბარათით.
ბილეთის ღირებულება:
◾️სრული ტარიფი: 1 ლარი
◾️პენსიონერები: 0.50 თეთრი
◾️სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 151 000-მდე): 0.50 თეთრი
◾️შშმ პირები: 0.50 თეთრი
◾️ომის ვეტერანები: 0.50 თეთრი
ბავშვები: უფასო
ℹ️ შეღავათით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ მიმართოთ საქართველოს ბანკს, რათა დაგიდასტურდეთ, რომელი კატეგორიის (ფასდაკლების) უფლება გაქვთ.
გვჯერა და ზუსტად ვიცით, რომ ჩვენი სოფლის განვითარება ასე გაგრძელდება — ნაბიჯ-ნაბიჯ, ერთად.
აღნიშნულ ინფორმაციას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ოზურგეთის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიხაურში ნანა წითლიძე ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 59
    საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ყულევის ნავსადგურში შემოსულ გემ SILVAR-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებსსაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ „აი ფაქტის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყულევის ნავსადგურში შემოსული გემის SILVAR (IMO 9291262) თითქოს „საეჭვო" ისტორიის შესახებ, „არ შეესაბამება სიმართლეს, არის მორიგი დეზინფორმაცია და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის“ გაგრძელება. სატრანსპორტო სააგენტო აღნიშნავს, რომ გემი ოპერირებს სამართლებრივად გამართულ და კონტროლირებად სისტემაში - ჰყავს იდენტიფიცირებული მფლობელი…
  • 58
    (მგზავრის სარვამარტო  ჩანაწერი) მიუხედავად  ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის  დიდი წილისა, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის სამგზავრო გადაზიდვებს. მოსახლეობა მტკივნეულად აღითქვამს ნებისმიერი მარშრუტის გაუქმებას. დღეს თბილისი -ბათუმის, თბილისი-ზუგდიდისა და თბილისი_ფოთის მიმართულებით თანამედროვე ჩქარი სამგზავრო მატარებლები დადიან და მგზავრებიც კმაყოფილები არიან. დედაქალაქიდან დღის სამგზავრო მატარებელი დადის ქუთაისი-ოზურგეთის მიმართულებითაც. ოზურგეთი-თბილისის ღამის მატარებელი პანდემიის დროს მოხსნეს…
  • 57
    გომისმთის გზის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობსგომისმთის გზის თოვლისაგან და ზვავისგან გაწმენდა დაიწყო   . მერაბ სანიკიძის ფოტოები
  • 57
    საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის. მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში: თბილისი – ოზურგეთი – გასვლა – 08:25 ჩასვლა – 15:37 ოზურგეთი – თბილისი – გასვლა – 8:35 ჩასვლა – 15:59
  • 56
    სამი ოქრო და სამი ბრინჯაო საერთაშორისო ტურნირიდან!23 - 25 თებერვალს ქ. ბათუმში საქართველოს დამსახურებული მწვრთვნელის, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრის, გელა ჯანელიძის სახელობის საერთა შორისო ტურნირი გაიმართა ბერძნულ - რომაულ ჭიდაობაში , U15 წლამდელთა შორის. ბათუმში გამართული საერთაშორისო ტურნირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა ჭიდაობის სექციის სპორტსმენებმა შინ 6 მედალი , მათ შორის 3 ოქრო…