გურიის მხარეში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 30 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის – www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა 3 ვაკანსიაზე იქნება შესაძლებელი. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატი – 1 ვაკანსია; რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახური – 1; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური – 1.
ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 5 ვაკანსია გამოცხადდება. ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახური – 2 ვაკანსია; მერიის ადმინისტრაცია – 1; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილება – 2. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ერთი ვაკანსია გამოცხადდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილებაში.
ლანჩხუთი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 7 ვაკანსია გამოცხადდება. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური – 2 ვაკანსია; ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობისა და ინსპექტირების სამსახური – 2; ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური – 1; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სერვისების სამსახური – 1; შიდა აუდიტის სამსახური – 1. ასევე, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ორი ვაკანსია გამოცხადდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილებაში.
ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 10 ვაკანსია გამოცხადდება. ადმინისტრაციული სამსახური – 1 ვაკანსია; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური – 1; ეკონომიკური განვითარების სამსახური – 2; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური – 1; მუნიციპალური შესყიდვების სამსახური – 2; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური – 1; სოციალური სამსახური – 1; შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური – 1; ასევე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით ორი ვაკანსია გამოცხადდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საოქმო და სამდივნო მომსახურების განყოფილებაში.
მსგავსი სტატიები
- 75
ქალაქ ოზურგეთში, ჭადრების პარკში, ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობის აღსანიშნავად, ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიების“ დამაარსებლის ანზორ გვარამაძის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფი რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. დამსახურებული ქორეოგრაფ-პედაგოგი დაჯილდოებულია ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით, მინიჭებული აქვს საპატიო წოდება „ქორეოგრაფიის… - 74
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ბახმაროში სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებს და ტრადიციულ დოღს დაესწრო, რომელიც ფერისცვალების დღესასწაულზე ყოველწლიურად იმართება. მთავრობის მეთაურმა სახალხო დღესასწაულის სტუმრებსა და ადგილობრივებს ფერისცვალება მიულოცა. „ძალიან მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიზიარებ საზეიმო განწყობას. მინდა მოგილოცოთ ფერისცვალება, ეს არაჩვეულებრივი დღესასწაული. ფარავდეს ამ დღის… - 73
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში საბავშვო ბაღები გაიხსნა, რომელსაც გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ციბაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში დაიწყო სააღმზრდელო პროცესი ორ ახლადაშენებულ საბავშვო ბაღში. ბაღები 100-100 აღსაზრდელზე არის გათვლილი და აღჭურვილია… - 72
- 71
სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების კოორდინაციის მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე მონაწილეობდნენ. სხდომის მონაწილეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა განიხილეს,…
