დასავლეთ საქართველოს ტურნირის – გამარჯვებული გახდა და გურიის გმირების სახელობის თასი ფრენბურთში, ოზურგეთის გუნდმა მოიპოვა!
17 – 18 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა და მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი, დასავლეთ რეგიონის ტურნირი გაიმართა ფრენბურთში.
ტურნირზე იასპარეზეს – მარტვილის, ქობულეთის, ბათუმისა და ოზურგეთის გუნდებმა.
შეჯიბრი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
ასპარეზობის დაწყებამდე ომის ვეტერანებმა და სპორტსმენებმა საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
დეკანოზნა ბასილ გოგიტიშვილმა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მეომართა სხივნისადმი მიძღვნილი ტურნირი, რომელიც ოზურგეთის სპორტის სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დაძაბულად და საინტერესოთ, სპორტული აზარტით წარიმართა.
საბოლოო გამარჯვება ოზურგეთის გუნდს ერგო, მეორე ადგილზე ბათუმის, მესამეზე კი მარტვილის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს სიგელები, მედლები , თასები და ფულადი საჩუქრები გადაეცათ.
 სპორტული ღინისძიების დასასრულს ფრენბურთელებმა ასევე პატივი მიაგეს ახლახან გარდაცვლილი ოზურგეთელი მწვრთნელის ზაზა ქარჩილაძის ხსოვნას. მისი სახელობის პრიზი კი წარმატებულ სპორტსმენს მისმა შვილმა , ასევე ზაზა ქარჩილაძემ გადასცა.
ფრენბურთში დასავლეთ საქართველოს ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ ვეტერანთა საქმეთა სახელმწიფო სამსახური – გურიის სამმართველო და გურიის რეგიონის ფრენბურთის ფედერაცია.
სპორტული ასპარეზობის მხარდამჭერები კი შემოქმედის ეპარქია და მოტროპოლიტი იოსები, ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელი დაწესებულებათა გაერთიანება

მსგავსი სტატიები

  • 90
    ოზურგეთელი ბაზიერებიბაზიერობის ტრადიციამ საქართველოში საუკუნეებს გაუძლო. ოჯახური ტრადიციების მეშვეობით დღესაც გვყავს გურიაში, საქართველოს სხვა რეგიონებში აქტიური ბაზიერები. ქორ-მიმინოთ ნადირობა ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟების, ნერვიული სისტემის გაუმჯობესების  საუკეთესო საშუალებაა. იგი არის უღალატო, უმარცხო სპორტი, რომელიც ადამიანებს ბუნებასთან აახლოებს.  1791 წლის 9 სექტემბერს შეიქმნა შოტლანდიის ფაუნის დაცვის საზოგადოება.დამფუძნებელ კრებას 104 კაცი დაესწრო და  14…
  • 88
    ევრობასკეტის მე-4 ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ კვიპროსს ლიმასოლში დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით, 93:61 დაამარცხა. ნაკრებს აშკარად დავალებული ჰქონდა პერიმეტრიდან შეტევა და ქართველი კალათბურთელებიც არერიდებოდნენ, თუმცა 13-დან მიზანს 3-მა უწია, პირველი ათწუთეული კი 15:13 დასრულდა. საუკეთესო შენგელია გახლდათ 7 ქულით, გოგამ 6 ჩააგდო, ბოლდვინმა კი - 2. მეორე მეოთხედში ქართველები ჯიუტად…
  • 87
    ქ. ოზურგეთში, ცენტრალურ სტადიონ „მეგობრობას“ კოტე გოგატაძის სახელი მიენიჭადღეს, ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი, ქ. ოზურგეთში, რუსთაველის #39-ში მდებარე სტადიონ „მეგობრობისთვის“ კოტე გოგატაძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულომ ერთხმად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. კოტე გოგატაძის შესახებ არერთხელ დაწერილი გაზეთ „ალიონის“ ფურცლებზე. ამჯერად გაზეთის ვებ.გვერდზე ALION.GE 2024 წლის 26 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიას გთავაზობთ:           ღირსეული ოჯახის ღირსეული…
  • 87
    ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.   ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.   ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.   ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
  • 86
    ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…