დღეს, ქ. ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონატრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 60 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში.
50 დედალ-მამალი კოლხური ხოხობი ექადიის ტყე-პარკში შარშანაც, სექტემბერში გაუშვეს.
ამჯერადაც, ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმის განვითარების დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო. ამ იდეის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.

კოლხური ხოხობის ექადიის ტყე-პარკში გაშვების პროცესს ესწრებობდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი გია ანთაძე და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის I განყოფილების უფროსი ლევან კვაჭაძე და ამავე განყოფილების III კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ლაშა ვასაძე.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ აღნიშნა, კოლხური ხოხობის რაოდენობა ბუნებაში კრიტიკულად შემცირდა, ამიტომ საშენებში მოშენებული ფრინველების ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს სახეობის გადარჩენას და ბიომრავალფეროვნების აღდგენას. იგი მომავალშიც იზრუნებს კოლხური ხოხობის რეგიონში შემოსაყვანად.

გარემოს დამცველებმა კი აღნიშნეს, რომ ისინი რეგიონში კოლხური ხოხობის მოშენების პროცესს მონიტორინგს გაუწევენ, აქტიურად დააკვირდებიან ხოხბის პოპულაციებს და მკაცრ კონტროლს დააწესებენ ბრაკონიერების წინააღმდეგ.
მსგავსი სტატიები
- 85
შარშან, 28 სექტემბერს,ქ. ოზურგეთში, ექადიის ტყე-პარკში, ჯვართამაღლების მამათა მონასტრის მიმდებარედ, ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული საჩხერის აგროკომპლექსის საშენიდან ჩამოყვანილი 50 კოლხური ხოხობი გაუშვეს ველურ ბუნებაში. ამ აქციის იდეის ავტორი გურიის სამონადირეო ტურიზმისა და ბაზიერთა კლუბის დამფუძნებელი ენვერ კომახიძე იყო. ამ იდეის განხორციელებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ადიკო ივანიშვილმა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა.… - 83
ინტერვიუ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობისხელმძღვანელთან, მარიამ ვაჩნაძესთან მოგესალმებით მარიამ, 2026 წლის დასაწყისში, მინდა ვისაუბროთ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ მიმართულებაზე, მის მიმდინარეობასა და განვითარებაზე. მინდა, ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ, გვითხარით რა გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტიაირჩია ბახვი ჰესმა, როცა პროექტის განვითარება დაიწყო მოგესალმებით და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება,… - 82
2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია. ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ… - 80
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.… - 75
პიერ ბიდერმანი - გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი, ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage SARL -ის დამფუძნებელი და მთავარი ექსპერტი გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების საერთაშორისო ექსპერტი პიერ ბიდერმანი, ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს, თუ როგორ მიმდინარეობს მშენებლობის ეტაპზე გარემოსდაცვითი და სოციალური მმართველობის პრინციპების ყოველდღიურ საქმიანობაში გატარება. „ბახვი ჰესის პროექტის დაგეგმვის ეტაპზევე განისაზღვრა კონკრეტული…