გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა დაახლოებით 1 360 000 ლარია.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე მეტი – 18 სამართალდარღვევა დაფიქსირდა იმერეთში. 13 ფაქტი გამოვლენილია გურიაში, 11- ქვემო ქართლში, 8 – აჭარაში, ასევე 8 – მცხეთა-მთიანეთში, 7-7 – შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში, 5 – კახეთში, 3 – სამცხე ჯავახეთში, 1 კი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში.  

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს  40 ერთეული სპეციალური ტექნიკა ჩამოართვეს.

წიაღისეულის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება. მაგალითად, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების შედეგი შეიძლება იყოს: მდინარეების კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, ნიადაგის ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი სტატიები

  • 85
    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოავლინესგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 მაისიდან 17 ივნისამდე, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 19 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 10 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. სამართალდამრღვევებისთვის ჩამორთმეული სპეციალური ტექნიკის რაოდენობა 13-ია. ყველაზე მეტი - 5 სამართალდარღვევა დაფიქსირდა კახეთში,…
  • 70
    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 4 ფაქტი გამოავლინესბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადია. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდეა.  იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი  1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, ბზის უკანონო მოპოვებაზე მკაცრ…
  • 63
    ბახვი ჰესის გარემოს დაცვის მონიტორინგის გეგმა და მისი აღსრულებაინტერვიუ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობისხელმძღვანელთან, მარიამ ვაჩნაძესთან მოგესალმებით მარიამ, 2026 წლის დასაწყისში, მინდა ვისაუბროთ ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ მიმართულებაზე, მის მიმდინარეობასა და განვითარებაზე. მინდა, ცოტა ადრეული პერიოდიდან დავიწყოთ, გვითხარით რა გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტიაირჩია ბახვი ჰესმა, როცა პროექტის განვითარება დაიწყო მოგესალმებით და დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება,…
  • 61
    მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში ბახვი ჰესის ტრენინგები განახლდა2024 წლის მარტის თვიდან მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებში კომპანიამ ბახვი ჰესი არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსი განაახლა, რომელიც კომპანიის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო ხაზის ერთ-ერთი პროექტია.  ტრენერები გიორგი ბერეჩიკიძე და ხათუნა იოსავა კვლავ აგრძელებენ გარემოს დაცვისა და განახლებადი ენერგიების თემებთან დაკავშირებული საკითხების  სწავლებას. 2024 წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ…
  • 60
    „ სამწუხაროდ, მავანთა წადილმა თავისას მიაღწია, რვავე ბაობაბის ხე გახმა" - რა განცხადებას ავრცელებს შეკვეთილის დენდროლოგიური პარკიშეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც შეკვეთილის დენდროლოგიური პარკში განმარტავენ, ბაობაბების გადმოტანისას, ხელოვნური შეფერხებების გამო რვავე ბაობაბის ხე გახმა. „ინტერპრესნიუსი“ შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: კერძოდ, აღნიშნავენ, რომ „ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა“ და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს აფრიკის კონტინენტზე.…

არ გამოტოვოთ