ქ. ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის პედაგოგები, მშობლები,მოსწავლეები  ტარიელ კალანდაძის დირექტორობის კანდიდატობიდან  ჩახსნას  აპროტესტებენ.

დღეს, მეოთხე საჯარო სკოლის წინ პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები შეიკრიბნენ და განათლების სამინისტროს  გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის დაწყებამდე ჟურნალისტები სკოლიდან გამოსულ ტარიელ კალანდაძეს გაესაუბრნენ:

_ სამინისტროს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი იყო. პოლიტიკურად აქტიური არასდროს ვყოფილვარ, რაც შეეხება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ ჩემს მოსაზრებებს, ნამდვილად ღიად დამიფიქსირებია, რომ მე მსურს ევროპა. მგონი ამაში საზოგადოების ყველა წევრი ვთანხმდებით და ამაში არაფერი ახალი არ არის. თუ რატომ ჩამხსნეს   არჩევნებიდან, რა ჩადეს ამაში, ვინც მიიღო გადაწყვეტილება, მას უნდა ჰკითხოთ.

მე ვარ მასწავლებელი, 18 წლის დირექტორი. როცა დირექტორად მივდიოდი, ქალბატონმა ლალი თავაძემ მითხრა_ ეს დანაშაულია, დირექტორად რომ მიდიხარ, შენ მასწავლებელი უნდა იყოო. ახლა ამ „შეცდომას“ გამოვასწორებ, ვარ მენტორი მასწავლებელი და ჩემი პროფესიით ვიმუშავებ _განაცხადა ტარიელ კალანდაძემ.

შემდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

_ ჩვენი შეხვედრის მიზანი არც თუ სასიამოვნოა. არ იფიქროთ, ეს ბავშვები ჩვენი მანიპულირებულია. ეს მათი სურვილია და ეს არის მათი დამოკიდებულება იმ პრობლემისადმი, რომელიც დღეს ჩვენს სკოლას აქვს. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩვენ  იმ გზის წინააღმდეგი ვართ, რამაც დღევანდელ დღემდე მიგვიყვანა.  დირექტორის არჩევნები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს, რომელშიც დაშვებული იყვნენ ის ადამიანები, რომელთაც შესაბამისი უფლებამოსილება ჰქონდათ. ნელ-ნელა ხდებოდა მათი გაკრეფა. ბოლოს ორი კანდიდატი დარჩა.  დემოკრატიული არჩევნების შემთხვევაში ჩვენ ხმას მივცემდით იმ კანდიდატს, რომელსაც ავირჩევდით. ვერ გავიგეთ რატომ, ორი დღის წინ არჩევნებიდან ბატონი ტარიელი ჩახსნეს.  ამ სკოლის წარმატებები ბატონ ტარიელს უკავშირდება. ჩვენ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, რა კრიტერიუმით აირჩევა სკოლის დირექტორი და რა კრიტერიუმებით ეუბნებით მას უარს. ჩვენ აქ ამიტომ შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია, თუ მას რაიმე დანაშაული მიუძღვის, მაშინ ეს ჩვენი დანაშაულიცაა და ყველამ ერთად უნდა ვაგოთ პასუხი. 

დღეს ჩვენ _პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები ერთად ვართ _განაცხადა ღონისძიების წამყვანმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა რუსუდან მეგრელაძემ.

 სწორედ იმიტომ მოვიყვანეთ ჩვენი ბავშვები ამ სკოლაში, რომ ბატონი ტარიელი იყო დირექტორი. ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მივიჩნევთ და ვითხოვთ ახსნა–განმარტებას. თუკი ბატონ ტარიელს არ მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ჩვენ ბავშვებს სხვა სკოლაში გადავიყვანთ  – განაცხადა  ერთ–ერთმა მშობელმა.

_ გვინდა დავაბრუნოთ ის სამართლიანობა, რომელსაც ბატონი ტარიელი ამდენი ხნის მანძილზე გვათამამებდა. თუკი არ დაგვიბრუნებენ ჩვენს დირექტორს, ამ სკოლას დავტოვებ  _ემოციურად გამოხატა თავისი პოზიცია ერთ-ერთმა მოსწავლემ.

# 4 სკოლის პედაგოგებიდან თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს ნათია ბოლქვაძემ, ელენე მარმა, ანა მენაბდემ, ეკატერინე ოსტროვსკიმ, ლელა სიხარულიძემ…

_ის ადამიანები, რომლებიც უსამართლობას აპროტესტებენ, ზესახელმწიფოს ქმნიან _ განაცხადა ერთ-ერთმა გამომსვლელმა.

ცნობილი გახდა ფაქტი, რომლის მიხედვითაც ტარიელ კალანდაძეს განათლების სამინისტრომ დირექტორობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა, რადგან უწყენის ინფორმაციით, ტესტირების ჩაბარების შემდეგ, მან მეორე ეტაპი – გასაუბრება ვერ გაიარა(?!).  მეოთხე საჯარო სკოლას სამინისტრომ დირექტორის პოზიციაზე ხათუნა ლომთაძე წარუდგინა.

 

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

  • 58
    რას ფიქრობენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ დეპუტატობის კანდიდატები.რეკლამებიდან მიღებულ შემოსავლებს გაზეთისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, ოზურგეთის მერობის კანდიდატები. მიუხედავად ამისა, გაზეთი „ალიონი“ მაქსიმალურად ცდილობს, მიაწოდოს მკითხველს (ამომრჩეველს) ინფორმაცია საარჩევნო გარემოს, საარჩევნო კომისიების მუშაობის, პოლიტიკური სუბიექტების შესახებ. რედაქციამ გაითვალისწინა ისიც, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას, ადგილობრივი თვითმმართველობის მაჟორიტარი…
  • 50
    იმ ადამიანის მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ, უსამართლოდ გამოტანილ განაჩენს _დახვრეტას ჩამოხრჩობით რომ შეუცვლიან28 იანვარს 15.00 საათზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აწყობს გზშ-ს (გარემოზე ზემოქმედების შეფასება) და განიხილავს პროექტს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხა-ურში, მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების (კერძოდ, ალუმინის) მწარმოებელი სა-წარმოს მშენებლობა და ექსპლუატაცია“. ცნობისთვის: პროექტის განხორციელება იგეგმება ყოფილ მანქანათმშენებლობის ქარხანაში. ეს ტერიტორია 2004 წლამდე ქალაქ ოზურგეთს ეკუთვნოდა. და იცით,…
  • 49
    სად არის ებრაელთა „აღთქმის კიდობანი“?ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…
  • 46
    თათბირი მერაბიშვილის კაბინეტში - ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის ნოემბრის თათბირის ჩანაწერს აქვეყნებსსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
  • 46
    ქართული მოვალეობის შემსრულებელი"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…