ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მუზეუმში ლიხაურის საჯარო სკოლასთან არსებული ისტორიულ-ეთნოგრაფიული კლუბ „ექვთიმეს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება „ძველი ეზოს ამბები“გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები, მშობლები, ბებიები, ბაბუები.
იყო გერმანული მაგიდა, ბავარიული შემოდგომა.


შემოდგომის მიწურულს ლიხაურის საჯარო სკოლის ისტორიულ-ეთნოგრაფიულმა კლუბმა „ექვთიმემ“ ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმის ეზოში გამორჩეული ეთნოგრაფიული ფესტივალი — „ძველი ეზოს ამბები“ გამართა. ღონისძიებამ, რომელშიც მე-2-დან მე-8 კლასის ჩათვლით მოსწავლეები, მშობლები და ბებია-ბაბუები მონაწილეობდნენ, მუზეუმის ეზო ერთ დიდ, ხმაურიან და სითბოთი სავსე გურულ ეზოდ აქცია.
ფესტივალის მთავარი მიზანი ძველი ქართული ტრადიციების, ოჯახური ისტორიებისა და ეთნოგრაფიული ნივთების გაცოცხლება იყო — რომ ისინი არა უბრალოდ თაროზე შემოდებულ ექსპონატებად დარჩენილიყო, არამედ ბავშვების ხელში კვლავ ამეტყველებულიყო.
სტუმრებმა იხილეს მოსწავლეების მიერ მომზადებული შემოქმედებითი ნომრები, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები და ცეკვები. განსაკუთრებული ინტერესი და მხიარულება გამოიწვია ჯანჯუხის ამოვლების პროცესმა და „ძველ ეზოში გაგონილი“ გურული სიტყვებისა და ფრაზების გახსენებამ, რომლებიც სტუმრებმა ფოთლებზე დაწერეს და ეზოს ხის ტოტებზე ჩამოკიდეს.
ფესტივალს განსაკუთრებული ელფერი შესძინეს ღონისძიების მეგობრებმაც — ადგილობრივმა ოსტატებმა და მეწარმეებმა. დამსწრე საზოგადოებას საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს ნატა მჟავანაძემ ხელნაკეთი სამკაულებით და ჩაის — „ლიხაურის ოქროს“ მწარმოებელმა ნანა ცეცხლაძემ.
ღონისძიების დასასრულს ჟიურიმ სხვადასხვა სიმბოლურ ნომინაციაში ყველა მონაწილე დააჯილდოვა. „ძველი ეზოს ამბები“ კიდევ ერთ ლამაზ მოგონებად იქცა, რომელმაც თაობები ერთი საერთო სუფრისა და ტრადიციების გარშემო გააერთიანა.
მსგავსი სტატიები
- 93
რუბრიკა: „ერთად გავბედეთ და შევძელით“ წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას – „ერთად გავბედეთ და შევძელით“ და დღევანდელ სიუჟეტის გმირები არიან ულამაზესი კირა და მისი არაჩვეულებრივი დედიკო სოფო. ქალი, რომელიც ყოველდღე ამსხვრევს სტიგმას და გვახსენებს, რომ აუტიზმი მხოლოდ სიტყვაა და არა საზღვარი. სოფო და კირა ცხოვრობენ ფერად და სითბოთი სავსე სამყაროში, სადაც… - 91
კამპანია - „აჩუქე წიგნი“ 1995 წელს UNESCO-მ დააფუძნა და ის საქართველოში კომპანია „ბიბლუსის“ და გიორგი კეკელიძის ინიციატივით 2019 წლიდან აღინიშნება. წლების განმავლობაში ეს კამპანიასაქართველოში გახდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა, რომელსაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი და კომპანია უერთდება, ვინაიდან ეს ინიციატივა მნიშვნლოვნად უწყობს ხელს წიგნიერების პოპულარიზაციასა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას.… - 90
პარვუს ჯგუფის საგანმანათლებლო ტრენინგები განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე პრაქტიკული გაკვეთილებით კომპანიის ობიექტებზე გაგრძელდა. შემოქმედის, გომის, კვირიკეთისა და დვაბზუს სკოლის მოსწავლეები კომპანიის მშენებარე ობიექტებზე ფიზიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებთან ერთად ავიდნენ — რაც პროცესს არა მხოლოდ საინფორმაციო, არამედ საგანმანათლებლო-წახალისების მნიშვნელობასაც მატებდა. ლექციებისა და მასტერკლასების შემდეგ ისინი უკვე რეალურ სივრცეში დააკვირდნენ… - 90
კომპანია „პარვუს ჯგუფის“ სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში კვირიკეთის, გომისა და შემოქმედის სკოლების უფროსკლასელებს ჩაუტარდათ ტრენინგები თემაზე _ „ვიცავთ გარემოს და ვქმნით ენერგოუსაფრთხო მომავალს“. პროექტის მიზანი გარემოს დაცვასა და განახლებადი ენერგიების როლსა და მნიშვნელობაზე მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება იყო. პირველი ეტაპი სასწავლო წლის ბოლოს ადგილობრივი „ენერგო ელჩების“ არჩევით დასრულდა, ისინი კვალიფიციურად… - 89
ინტერვიუ ა (ა) იპ „ოზურგეთის ბაღების გაერთიანების“ უფროსთან მაკა ჭყონიასთან _ ქალბატონო მაკა, რა არის თქვენი მთავარი პრიორიტეტი და ხედვა მუნიციპალიტეტის ბაღების განვითარების კუთხით მიმდინარე და 2027 წელს? _ საბავშვო ბაღებში მთავარი პრიორიტეტია ბავშვის ჰოლისტური (მრავალმხრივი) განვითარება პოზიტიურ, მზრუნველ, უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოში, მაშინ როდესაც საბავშვო ბაღებში შექმნილია გარემო, რომელსაც…