2021 წლის 14 მაისს, ოზურგეთის ალ წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის ისტორია ახალი, გაუხუნარი ფურცლით შეივსო. საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევითა და ფონდ „ქართუს“ სოლიდური დაფინანსებით გრანდიოზულად რეაბილიტირებული თეატრის შენობა, ქმნილება, რომელიც, თავისი წარმოსადეგობითა და სრულყოფილებით არათუ რეგიონს, არამედ ნებისმიერ მეგა ქალაქსაც კი დაამშვენებს. ცერემონიალს ესწრებოდნენ ჩვენი ქვეყნის როგორც საკანონდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი პირები, მინისტრები, დეპუტატები, თეატრალური ხელოვნების, კულტურის მოღვაწეები და, რაღა თქმა უნდა, ადგილობრივი მაყურებლები.
და მაინც, ამ დღის კულმინაცია გახლდათ მისი აღმატებულება პრემიერა, რომლითაც ოზურგეთელმა თეატრალებმა, დაწყებული სამხატვრო ხელმძღვანელიდან დამთავრებული ტექნიკური და სამეურნეო პერსონალით, დაამტკიცეს, რომ მარეაბილიტირებლები არ შემცდარან.
გურულების ერთადერთი სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში ნოდარ დუმბაძის შემოქმედებას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ მაყურებელს ყველაზე მეტად ბატონი ნოდარის გმირები ენატრებოდა და სწორედ დუმბაძის „მონატრებით“ წასდგა დასი სტუმრებისა და მაყურებლის წინაშე, თანაც ისე, რომ სცენაზე, ამ პერსონაჟებთან ერთად, „მზიანი გულის მწერლის“ სული დადიოდა და მეტყველებდა.
დუმბაძის ნაწარმოებების თეატრალური შერწყმა არც პირველი იყო და არც ბოლო იქნება, მაგრამ ჩიგოგიძისეული მაინც სხვა დარჩა. ჩემი აზრით, ბატონი ნოდარის შემდეგ, ყველაზე უფრო, ალბათ, ბატონ ვასო ჩიგოგიძეს ძალუძს, ერთად შეკრიბოს გურიის ეს მარადიული გმირები, ერთობლივად ახარხაროს, ატიროს და აფილოსოფოსოს ისინი. ამავე დროს, ორიგინალური ხელწერით გამოირჩევა იგი სხვა დრამატურგების გასცენიურების პროცესშიც. თუმცა რა გასაკვირია, რადგან საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარის, ბატონი გიორგი გეგეჭკორის სიტყვებით, `შუქიც რომ გამოირთოს და ვასოზე შეაერთონ, ყველაფერს გაანათებს და აამოძრავებს~.
რაც შეეხევა ვასოს „ლომებს“ (ჩიგოგიძის საყვარელი გამოთქმაა თავის მსახიობებზე), მათ დაამტკიცეს, რომ მართლაც ლომები არიან, თანაც ისე, რუსთაველმა რომ ბრძანა: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდაც ხვადია.“
არ იყო ამ წარმოდგენაში სუსტი როლი და სუსტი რგოლი, დროდადრო იგრძნობოდა მღელვარების ელემენტები, რაც პრემიერას არ ააუგებს, ჩემი აზრით, შვენის კიდეც.
ერთი სიტყვით, 2021 წლის 14 მაისს, გარდა იმისა, რომ ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის 150 წელს გაცილებული ისტორია ფრიად მნიშვნელოვანი ფურცლით შეივსო, შემოქმედებითმა ჯგუფმა, ანუ დასმა მაყურებელსა და მთავრობას თეატრალური ხელოვნების ნამდვილი კლასი უჩვენა.
15 მაისს, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის დადგმა „დონ კიხოტი“ წარმოადგინეს.
თემურ მარშანიშვილი
მსგავსი სტატიები
- 83დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 74საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა. მისივე თქმით, ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველოს ომში ჩათრევის უშუალო საფრთხე დღეს მაქსიმალურად არის განეიტრალებული: „უპირველეს ყოვლისა, მინდა, ჩემი ღრმა პატივისცემა კიდევ…
- 74სამწუხარო ცნობა გავიგეთ. გარდაიცვალა დიდი მეცნიერი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მსოფლიოს 5 კონტინენტის 8 უნივერსიტეტის პროფესორი, ათეულობით წიგნისა და 600-მდე ნაშრომის ვატორი არნოლდ გეგეჭკორი. გთავაზობთ ჟურნალ „თბილისელებში„ დაბეჭდილ მის ერთ-ერთ ინტერვიუს. არნოლდ გეგეჭკორი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი, 600-მდე ნაშრომის ავტორი. 1963…
- 74გაზეთ „ალიონის“ რედაქცია დაბადების დღეს ულოცავს ცნობილ მწერალსა და პუბლიცისტს ქალბატონ გენრიეტა ქუთათელაძეს. იგი გასული საუკუნის 60-იან წლებში აღნიშნულ გაზეთში მუშაობდა ჟურნალისტად. აქედან დაიწყო მისი სამწერლო მოღვაწეობაც. გთავაზობთ აჭარის მწერალთა სახლის მილოცვას ქალბატონ გენრიეტასადმი: „აჭარის მწერალთა სახლი დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ულოცავს ცნობილ მწერალს, პუბლიცისტს, ღირსებითა და ნიჭიერებით გამორჩეულ ქალბატონს…
- 74ეს ამბავი თუ ჰიპოტეზა გაჟღერდა 2019 წელს,როცა ბახმაროში ჩამოვიდა ვინმე იური გუდი,რომელის ირწმუნებოდა,რომ ებრაელთა ,,აღქმის კიდობანი“ დამარხული იყო ბახმაროში.ქვემოთ ერთ სურათზე ნაჩვენებია ეს მთა ფაფარა.ამას მაშინ აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა.გუდი ითხოვდა გათხრების წარმოების ნებართვას მაგრამ ამას ვერ მიაღწია. შემდეგ მან დაამზადა ტურისტული რეკლამა და ბათუმიდან ცდილობდა მოეზიდა ტურისტები და ენახვებინა…