მდინარე ბახვისწყლის ხეობაში „ბახვი 1“ და „ბახვი 2“ ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მომავალი წლიდან კი ჰესების მშენებლობა დაიწყება.ამისთვის ისინი 250 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ რეგიონში.

ათეული წლების მანძილზე, გაზეთი „ალიონი“ სხვა მედიასაშუალებებთან  ერთად აშუქებს ეკოლოგიურ პრობლემებს რეგიონში. ეს არის მდინარეების სუფსის,  ნატანების  ხეობებში ინერტული მასალების ბარბაროსული მოპოვების , ქვის კარიერების,  ოქროს საბადოების , ტყეების დაცვის, ქარსაფარი ზოლების განადგურების თემა და ა.შ.

არაერთხელ გავმხდარვართ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანების ჯგუფის თავდასხმის ობიექტი.  მცირე გამონაკლისის გარდა,  სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობიდან მხარდაჭერა ერთეულ შემთხვევაში თუ გვქონდა მხარდაჭერა.

რაოდენ გასაკვირია, რომ  ადამიანების მცირე ჯგუფი, რომლებიც „ხალხის“ სახელით საუბრობს, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში  „ბახვი 1 ჰესის“ და „ბახვი 2 ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ და ხელს რეგიონის მედიასაშუალებებისკენ იშვერენ და ამით ცდილობენ გარკვეული ზეწოლა განახორციელონ.

უნდა ითქვას, ჩვენი გარემოსდაცვით თემებზე მუშაობის პერიოდში, ერთადერთი პრეცედენტი გვაქვს, როცა კომპანია  დასავლური მეთოდებით მუშაობს , მაქსიმუმს აკეთებენ მათი პროექტები იყოს გამჭირვალე, ჩართულობა ჰქონდეთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მათ შორის მედიასთან.

როგორც ოპონენტები აცხადებენ მათთვის ბრძოლის საგანი ყოფილა ის, რომ ამ ჰესების კასკადის უკან იმალება ქართული ხეობის გასხვისება ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამერიკულ კომპანიაზე….

კომპანიის წარმომადგენლებთან  პირველი შეხვედრები, რომელშიც რამდენიმე არასამთავრობოც მონაწილეობდა, ცხარე კამათში მიმდინარეობდა. ჟურნალისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ძალიან ბევრ კითხვაზე ითხოვდნენ სპეციალისტებისაგან პასუხის გაცემას.

ჟურნალიტებს, სხვა დაინტერესებულ პირებს რამდენჯერმე შეხვდნენ მოწვეული ექსპერტები: ფრანგული საკონსულტაციო კომპანიის Alpage-ს დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარი პიერ ბიდერმანი, რომელმაც მიკრო და მაკროკლიმატის, კუმულაციური ზემოქმედების კვლევები და სხვა საკითხები წარმოადგინა, არც საგაზეთო ინტერვიუებზე უთქვამს უარი.

ასევე მნიშვნელოვანი გახლდათ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის SLR_ის ბრიტანელი მკვლევარის ნიკოლა ფოლკსის მიერ წარმოდგენილი ბიომრავალფეროვნების კვლევა და ბიომრავალფეროვნების მართვის მიმართულებით, შემარბილებელი ღონისძიებების სამოქმედო გეგმა. კავკასიური სალამანდრის და წავის პოპულაციის კვლევები.

თუ როგორ აშენებდნენ ჰესებს, ჟურნალისტებს, არასამთავროებს ამის ნახვის საშუალებაც მოგცეს და მოვინახულეთ  სვანეთში, მდინარე ლახამის ხეობაში და ჯავახეთში, ამ კომპანიის მიერ აგებულ ჰესები და გაცეცანით მათ მიერ ამ რეგიონებში განხორციელებულ ინფრატრუქტურულ პროექტებს.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა  თევზსავალები იყო, რომლებიც დასახელებულ რეგიონებში გამართულად მუშაობენ.

საზოგადოებაში არსებული  კითხვები, ხომ არ აქვს საშიშროება ნისლის წარმოქმნას ბახმაროში, სავსებით ლოგიკური იყო იმ ფონზე, როცა წინა ხელისუფლების დროს სხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი მდინარე ბახვისწყლის ხეობის ზედა წელში საკმაოდ დიდი კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებდა.

ნისლი კოლხეთის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა და  ეს არის მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ნალექი, რომელიც  ბახვისწყლის ხეობით შედის ბახმაროს ქვაბულში და იქ კონდენსირდება…

რამდენიმე დღის წინ რეგიონის ჟურნალისტების თხოვნით მოეწყო მედიატური, რომელმაც კიდევ ერთხელ რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე მოგვცა პასუხი.

ამ თემაზე გაზეთ „ალიონს   მშენებლობის მთავარი  ინჟინერი  ანდრო ბრეგვაძე ესაუბრა:

„ბახვის 1“-ს  (სიმძავრე 10,9 მეგავატი) სათავე კურორტ ბახმაროდან პირდაპირი ხაზით 3 კილომეტრის ქვემოთ, ზღვის დონიდან 1750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი მომავალში ბახმაროს რეკრიაციული ზონის გარეთ  რჩება. თავდაპირველი პროექტმა, იმის გამო რომ მზის ჩასავალი მთიდან ხედში არ ჩამჯდარიყო, კორექტირება განიცადა და 100 მეტრით ქვემოთ ჩაიწია. შემცირდა სათავეს  დაგუბების ფართობი და იგი  0,24 ჰა-ს შეადგენს, რაც ბუნებრივია, არანაირ გავლენას არ მოახდენს ნისლის წარმოქმნაზე.

უშუალოდ „ბახვი 1“ ჰესის შენობა ზღვის დონიდან 1350 მეტრს სიმაღლეზე აიგება. მას წყალი სათავე ნაგებობიდან სადაწნეო მილსადენით მიეწოდება.

რაც ჩვენ სვანეთში, მდინარე ლახამის ხეობაში ვნახეთ, ეს გახლავთ ჰესის შენობები მცირე მოცულობისაა და იგი თავისი არქიტექტურით ბუნებასთანაა შერწყმული.

„ბახვი 2 ა“-ს  (სიმძლავრე 11,4 მეგავატი) სათავე (შეტბორვის  ფართობი 0,19 ჰა) ზღვის დონიდან დაახლოებით 1350 მეტრზე იქნება, ხოლო თავად სადგური  ზღვის დონიდან 1350 მეტრზე;

„ბახვი 2-ბ“-ს სათავე (სიმძლავრე 20,7 მეგავატი)  სულ 0,09 ჰექტარი იქნება, ხოლო სადგური ზღვის დონიდან 502 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება.

რაც შეეხება დაბალი და მაღალი დაწნევის მილებს, ისინი მიწის ქვემოთ იქნება განთავსებული.

მედიატურის ფარგლებში მღისპირის თემის სოფელ უკანავადან მაქსიმალურად მოვინახულეთ მშენებლობის ადგილები. უსაფრთხოების სამსახურის მენეჯერმა მიხეილ ნატროშვილმა შესაბამის წესებს გაგვაცნო და მდინარის ხეობასაც დავათვალიერეთ.

კარგად მუშაობს „ბახვი 3“ ჰესის თევზსავალი და სათავე ნაგებობის ქვემოთ მდინარეში საკმაო რაოდენობის წყალი მიედინება.

ჯერ-ჯერობით სამშენებლო უბანზე 850 კუბურ მეტრამდე ხე-ტყეა მოჭრილი, რომელიც შესაბამისი დამუშავებით ოზურგეთის სატყეოს გადაეცა. შესაბამის ფართობს მშენებელი კომპანია კურორტ ბახმაროს მიმდებარედ გააშენებს.

დასრულების ეტაპზეა სამშენებლო კემპი, სადაც იქნება საცხოვრისები, ადმინისტრაციული ოფისი, სასაწყობო ფართი და სამედიცინო პუნქტი.

მშენებლობაზე 49 ადგილობრივი მცხოვრებია (ექსკავატორის მემანქანე, ტოპოგრაფიული გადაღება, მედროშეები)  დასაქმებული, რომელთა საშუალო თვიური გამომუშავება ამ ეტაპზე 1500 ლარია.

„ბახვი 2“ ჰესის დირექტორის გიორგი აბრამიშვილის თქმით, ისინი მშენებლობის პარალელურად არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებენ რეგიონში. ერთ-ერთი, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს, სოფელ მთისპირის, ვანისქედის დასახლების სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა, რისთვისაც კომპანია 350 ათას ლარს დახარჯავს და 45 ოჯახს ხარისხიანი სასმელი წყლით მოამარაგებს.

გიორგი აბრამიშვილის თქმით, ისინი ევროპის წამყვანი ქვეყნების სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამჭირვალობა, ჩართულობა, თანამშრომლობენ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან, გარემოს დამცველებთან, მედიასთან,ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა ჰესების მშენებლობის საუკეთესო პრაქტიკა დანერგონ რეგიონებში.

ნუგზარ ასათიანი

 

მსგავსი სტატიები

  • 100
     ბახვი ჰესის ტრენინგების ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს გიორგი სუხიტაშვილი ესტუმრა  2023 წლის 6 მაისს, მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლებს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი ეწვია. მოსწავლეებთან შეხვედრა ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროეტის ფარგლებში გაიმართა. სტუმარმა მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების მნიშვნელობა, კარიერული განვითარება, პასუხისმგებლიანი მოქალაქეობა, წარმატების მიღწევის გზები. გიორგი სუხიტაშვილის სტუმრობის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ქვეყანაში…
  • 100
    CCEH-ის ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური გურიიდან ჩასულმა დელეგაციამ დაათვალიერა  2022 წლის 19-20 ნოემბერს, ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო და ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთს, კერძოდ ახალქალაქს ესტუმრნენ, სადაც დაათვალიერესკავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH-ის პორტფელში არსებული ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური. პროექტი 2 ჰიდროელექტროსადგურისგან, „ახალქალაქი 1“ და „ახალქალაქი 2“, შედგება.მისი ინფრასტრუქტურა მდებარეობს  მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა…
  • 92
    ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა 2022 წლის 27 ოქტომბერს, ბახვი ჰესის მენეჯმენტის და კომპანიის ჰიდროენერგეტიკული პროექტების გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. ბახვი ჰესის გენერალურმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა  მრჩეველთა საბჭოს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის    გზშ-ს ანგარიში კომპანიამ 20 ოქტომბერს წარუდგინა გარემოს ეროვნულ სააგენტოს განსახილველად. კომპანია საჯარო…
  • 92
    ბახვი ჰესის კონკურსის ფარგლებში მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების 19 მოსწავლე დაჯილდოვდა  დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 22 აპრილს  მსოფლიოს 190 ქვეყანაში აღინიშნება, ბახვი ჰესის ინიციატივით, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების, მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის კონკურსი სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ წარმატებით  ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა ორი სკოლის 81-მა მოსწავლემ მიიღო. დავალების თემა სახელწოდებით „დედამიწის დღე ყოველდღე“ სამ ასაკობრივ კატეგორიაში (I – IV,…
  • 91
    ბახვი ჰესის წლის შემაჯამებელი ექსკურსია _ მთისპირისა და ჩხაკაურას სკოლების უფროსკლასელებმა ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს2023 წლის 10 ივნისს, ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლის 39-მა უფროსკლასელმა (8, 9, 10, 11, 12 კლასი) ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ვანის ნაქალაქარი დაათვალიერა. მთისპირისა და ჩხაკაურას საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მოისმინეს ისტორია ვანის ნაქალაქარისა და არქეოლოგიური მუზეუმის შესახებ, დაათვალიერეს…