საქართველოში ოქროს მოპოვებას ოდითგანვე მისდევდნენ.მითი „ოქროს საწმისის“ შესახებ მსოფლიო ისტორიის საგანძურშია შესული. არქეოლოგიურმა გათხრებმა ცხადყო, რომ არგონავტების მოგზაურობა კოლხეთში რეალური ფაქტი იყო.
სტრაბონი თავის გეოგრაფიულ თხზულებებში წერს,რომ სვანეთში მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, რომელსაც იქ მცხოვრებნი დახვრეტილი ვარცვლებით და ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ. ბოლო წლების მონაცემებით ათ მთავარ საექსპორტო საქონელს შორის ოქრო ერთ-ერთია, რომლის წილი მთლიან ექსპორტში 2,7-დან 3 პროცენტამდე მერყეობს.
თუმცა შეიცვალა ოქროს მოპოვების მეთოდი და თუკი ადრე ჩვენი წინაპრები ოქროს ე.წ. „საცრის მეთოდით“ მოიპოვებდნენ (ძირითადად სვანეთში და სამხრეთ საქართველოში იყენებდნენ), ამჟამად ტექნოლოგოების განვითარებასთან ერთად ოქროს ქიმიური დამუშავებაც დაიწყეს. ამ დროს ოქროს გამოყოფა ხდება სხვა მადნებიდან, ძირითადად ციანიდისა და შხამქიმიკატების საშუალებით.
იმის გამო, რომ გარდა ოქროს საბადოებისა, არსებობს ის ადგილები, სადაც ძვირფასი ლითონების არსებობის ნიშნები აშკარაა, მაგრამ ამ შრეების ზუსტი განლაგება და რაოდენობა არ იციან. ამას სპეციალისტები „გამოვლენის უბანს“ უწოდებენ. იგი ხელახალ გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს საჭიროებს. ასეთი კვლევები კი ძვირი ჯდება და სახელმწიფომ იგი კერძო კომპანიებს გადასცა. სახელმწიფო ამ საქმიანობისთვის სპეციალურ ლიცენზიებს გასცემს.
როგორც აღმოჩნდა, „გამოვლენის უბნები“ გურიაშიც არის და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სამი ლიცენზიაა გაცემული.
ყველაზე „სტაჟიანი“ ოქროსმომპოვებელიკომპანია გურიაში „ჯორჯიან რესორს კომპანიაა, რომელიც ოქროს მოპოვების საძიებო სამუშაოებს სოფელ ზოტის და ქვაბღის ტერიტორიაზე აწარმოებს.
გურიის მთებში ოქროს გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან ეძებენ. როგორც ზოტელები იხსენებენ, გეოლოგები დადიოდნენ, გვირაბებს თხრიდნენ და სინჯებს იღებდნენ. ასეთი ძველი გვირაბები ზოტის მთებში ბევრია.
ზოტში ოქროს გამოვლენის, შესწავლა-მოპოვების 40-წლიანი ლიცენზია წინა ხელისუფლების დროს ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას „ლიდიან ინტერნეიშენალი“ აქვს. როგორც წერენ, იგი მსგავს სამუშაოებს მეზობელ სომხეთშიც აწარმოებდა. მან საქართველოში ეს უფლებამოსილება მის შვილობილ კომპანის „ჯორჯიან რესორს ენერჯი“ გადაეცა, რომელმაც 2011 წლის 15 სექტემბრიდან დაიწყო აქ მუშაობა.
„გურიის გუბერნატორი „ჯორჯიან რესორს კომპანიას“ და „ლიდიან ინტერნეშანალის“ ხელმძღვანელებს შეხვდა ( „ინტერნიუსი“, 23.06. 2025 წ.)
ამ ინფორმაციით ვგებულობთ, რომ შეხვედრაზე „ჯორჯიან რესორს კომპანიას“ მისი აღმასრულებელი დირექტორი გივი პეტრიაშვილი, ხოლო „ლიდიან ინტერნეშენალს“_ მისი ხელმძღვანელი ჰაიკ კალოიანი.
გურიის გუბერნატორმა ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო. ამ ინფორმაციით ვგებულობთ, რომ შეხვედრაზე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს.
აქაც გაჟღერდა, რომ კომპანია „ლიდიან ინტერნეშენალი“(Lydian International lLTD) ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტში ოქროს გოგორდ-ქოლჩედანური გამოვლინების შესწავლა-მოპოვების 40-წლიან ლიცენზიას ფლობს.
კომპანიის მთავარი აქციონერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) და მისი 100 %-იანი შვილობილი „ჯორჯიან რესორს კომპანია“ აგხლავთ, რომელიც საძიებო-შესწავლით სამუშაოებს 2011 წლიდან აწარმოებს.
საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოსცა განკარგულება, „შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიაზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილებების შეტანისა და დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრაზე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ_ გარემოს ეროვნული სააგენტოს თანხმობის მიცემის თაობაზე “_ რომელსაც ხელს იმჟამინდელი პრემიერი ირაკლი კვირიკაშვილი აწერს ხელს
აღნიშნული დადგენილებით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების #10000218 ლიცენტიის შევიდა ცვლილება და მის მფლობელს კიდევ 4 წელი ვადა მიეცა სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისათვის.
მუხლი 2. ლიცენზიის მფლობელს დამატებითი სალიცენზიო პირობად განესაზღვრა:
ა) შესწავლის პერიოდში, ყოველწლიურად 100 000 ლარის ღირებულების სოციალური პაკეტების დაფინანსების უზრუნველყოფა ჩოხატაურში, მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზოტსა და ქვაბღაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
ბ) შესწავლის პერიოდში, ყოველწლიურად 100 000 ლარის ღირებულების გარემოსდაცვითი ღონისძიების დაფინანსების უზრუნველყოფა, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად;
გ) შესწავლის პერიოდში, ყოველწლიურად არანაკლებ 20 საქართველოს მოქალაქის დასაქმების უზრუნველყოფა;
დ) სასარგებლო წიაღისეულის შესწავლის პერიოდში არანაკლებ 6 000 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელება.
შპს „ჯორჯიან რესორს კომპანიას“ ლიცენზიაში ცვლილებები შეიტანეს და ზოტის ოქროს კოლჩედანურ გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე ლიცენტიის ვადა 2022 წლიდან 20151 წლამდე გაუგრძელა. აქედან კიდევ 4 წელი შესწავლისათვის.
-არანაირი სოციალური პროექტი, არანაირი დასაქმება განუხორციელებია „ჯორჯიან რესორს კომპანია“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის ტერიტორიულ ერთეულში, რომელშიც შედის სოფელი ქვაბღაც. პრობლემები ჰქონდათ მოსახლეობასთან და არ მუშაობენ _ გვითხრა ნაბეღლავის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა გელა კოროშინაძემ.
_არანაირი ინვესტიცია, რომელი დასაქმება, სოციალური პროექტი, სოფელ ზოტის ტერიტორიულ ერთეულში დასახელებულ კომპანიას არაფერი გაუკეთებია. მოსახლეობასთან ჰქონდა კონფლიქტი. კარგა ხანია არ ყოფილან _გვითხრა სოფელ ზოტის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელმა ომარ ირემაძემ.
გაზეთ „ალიონთან“ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავამ:
_ როცა „შპს „ჯორჯიან რესორს კომპანის“წარმომადგენლები რეგიონში ჩამოვიდნენ, ჰქონდათ შეხვედრები მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, ჰქონდათ გარკვეული გეგმები და სოციალური პროექტების დაფინანსებასაც გეგმავდნენ.
2016 წელს, როცა მე ჩოხატაურის გამგებელი ვიყავი, მათ სოციალური პროექტის ფარგლებში 10 000 ლარის ღირებულების ინვენტარი შეუძინეს სოფელ ზოტის საბავშვო ბაღს.
შემდეგ მდგომარეობა დაიძაბა და ადგილობრივმა მოსახლეობამ „ჯორჯიან რესორს კომპანის“მუშაობის საშუალება არ მისცა.
სიტუაცია სოფელ ზოტშითეთრი ღელის (20-მდე კომლი ცხოვრობს) უბანში დაიძაბა. კომპანია ამ უბნის გზის გავლით ძველი მაღაროებისაკენ გზის გაყვანას აპირებდა. მოსახლეობამ განაცხადა, რომ გზის გაყვანის სამუშაოები მეწყერულ პროცესებს გამოიწვევდა და სამუშაოების დაწყების სასუალება არ მისცეს. შემდეგ კომპანიამ გზის გაყვანა გადაწყვიტა შემოვლითი გზით, ქვაბღის მხრიდან, მაგრამ ესეც არ მოხერხდა.
შემდეგ კი კომპანიის მენეჯმენტი შეიცვალა და რას აპირებენ სამომავლოდ, ამჟამად უცნობია _. გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
წიაღის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის ტერიტორიაზე სასარგებლო წიაღისეულის მადანგამოვლინება, შესწავლამოპოვებაზე 2020 წლის 28 აპრილს აქვს მიღებული, რომლის მოქმედების ვადა 2040 წლამდეა.
ლიცენზიით კომპანია „აი ენდ ეფ სულუშენს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 677 კგ. ოქრო უნდა მოიპოვოს
გაზეთი „ალიონი“ სოფელ კონჭკათის მაჟორიტარ დეპუტატს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა აროშიძეს ესაუბრა:
_ უკვე სამი წელია აღნიშნული კომპანია აწარმოებს წინასწარ სამუშაოებს სოფლის განაპირას, მდინარე სუფსასთან ახლოს, აროშიძეების უბანში.
დასაქმებული ჰყავთ ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენი უპირველესი მოთხოვნა იყო, რომ აფეთქებების საშუალებით არ მომხდარიყო მადნის ძიების სამუშაოები და არ ემოძრავა მძიმე ტექნიკას გზებზე. მათ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინეს და მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები _გვითხრა გელა აროშიძემ.
მესამე საბადო გურიაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედშია (გონებისკარი). აღნიშნულ უბანზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებაზე ლიცენზიას ფლობდა „ქროსროუდმამინინგი“, რომელმაც შემდეგ ლიცენზია გადასცა შპს „გურიაპოლიმეტალს“.(ლიცენზიის ვადა 19.07. 2013 წ.დან 28.02. 2036 წლამდე).
აღნიშნულ ლიცენზიაზე სოფელ შემოქმედის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი თამაზ ბურჭულაძე ამბობს:
_ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინა მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი ვიყავი სოფელ შემოქმედიდან. ვიყავი, საკრებულოს გარემოსდაცვითი და ბურებრივი რესურსების კომისიის წევრი. წერილი შემოვიდა კომისიაში აღნიშნულ საბადოსთან დაკავშირებით და კომისიის თავმჯდომარე ლავრენტი ბიგვავასასთან ერთად მოსახლეობას შევხდით. შემდეგ ვიცი, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე მიწა დაბურღეს და სინჯები აიღეს. ამის გარდა არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, არც დასახელებული კომპანიის წარმომადგენელი მინახავს _გვითხრა თამაზ ბურჭულაძემ.
გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე გაზეთ „ალიონთან“ ამბობს, რომ `ძალიან ხშირად ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას ოქროს მომპოვებელი კარიერების შესახებ. მადნეულის მოპოვებას უდიდესი მავნე გავლენა აქვს გარემოზე. უარყოფითი მასშტაბების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია თუ კომპანიები იმუშავებენ საუკეთესო სტანდარტების გამოყენებით. მაგრამ სამწუხაროდ რეალობა არის სხვა. სრული არაინფორმირებულობა, მომპოვებელი კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი არ არის გამყარებული ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებით, არ არსებობს საკმარისი კონტროლი მის შესრულებაზე.
ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირება: რა იგეგმება მათი საცხოვრისის ახლოს, როგორია ამ საქმიანობით გამოწვეული გავლენა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე, რა ვალდებულებები აქვთ მომპოვებელ კომპანიებს მათ წინაშე, რა სოციალური პროექტების განხორციელებას გეგმავენ და ა.შ.~
გაზეთი „ალიონი,“ 19 ოქტომბერი, 2023 წ.#23, გვ.1-3.
მსგავსი სტატიები
- 69დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 65"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 65საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 63ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი მუხედავად ოფიციალური პირების განცხადებებისა, ამოწურული არ არის. გუშინ გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია ჩოხატაურის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების, სოფელ ბუკნარის ქრისტიანული და მუსლიმური თემის წარმომადგენლებს შორის რამდენიმე საათიანი შეხვედრის შემდეგ აცხადებდა, რომ სოფლის მოსახლეობა შეთანხმდა, მუსლიმი თემის წარმომადგენლები ლოცვას ძველებურად განაგრძობენ. _„შეხვედრას ესწრებოდა სოფლის…
- 61ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ორიგინალურად გადაწყვეტილი ჩვენება. ოზურგეთის თეატრის სცენაზე, მაყურებელი და მსახიობები ერთად. ერთნი - რეზერვისტები, მთავარი მოქმედნი პირნი და მეორენი, მაყურებელი, ასევე მოქმედნი პირნი, ოღონდ მეორე რიგის რეზერვისტები. სტატიის თემიდან, ასეთი გადახვევის იდეა, სწორედ სპექტაკლის თემამ გამოიწვია. საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ოზურგეთისა და დმანისის თეატრების კოპროდუქციის,ნილ…