დღეს, ქ. ოზურგეთში, ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმშიგაიმართა რეგიონული საინვესტიციო ფორუმი, რომელსაც კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა იმსჯელეს რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე და თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინეს საინვესტიციო პროფილები, რომელთა შექმნაში მათ დაეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების დაფინანსებით.

ფორუმი საქმიანი და საინტერესო იყო და ამაზე ცალკე შემოგთავაზებთ პუბლიკაციას, მაგრამ ამჯერად უპასუხოდ დატოვებული გაზეთ „ალიონის“ კითხვის გარშემო მოგაწვდით ინფორმაციას.

ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე,  ფორუმის ორგანიზატორებს მივმართეთ კითხვით, რომელიც ქ. ოზურგეთში ფერადი ლითონების (ალუმინი, ტყვია და სხვა) ტოქსიკური  საწარმოს მშენებლობის მიზანშეწონილობის საკითხს შეეხებოდა. (გთავაზობთ  შინაარს):

_ დღევანდელ ფორუმზეც   რეგიონში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის განვითარებაზეა საუბარი.ვამბობთ რომ გურია მწვანე რეგიონია… ქ. ოზურგეთში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, შპს „არერსა მეთალი“ და „მანსაროვარი“ მეორადი ნედლეულისაგან ფერადი ლითონების წარმოების ტოქსიკური საწარმოს მშენებლობასა გეგმავს, რაზედაც მათ შარშან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში განხილვის პირველი ეტაპი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გაიარეს და რომ არა ოზურგეთის მოსახლეობის დიდი პროტესტი, სამინისტრო მათ მეორე ეტაპზე მშენებლობის ნებართვას მისცემდა… წლების გამოცდილება აქვს ოზურგეთელებს, თუ რა ზიანი მიაყენა მოსახლეობის ჯანმრთელობას, ფლორასა და ფაუნას უნებართვოდ, კუსტარულად, ყოველგვარი დამცავი სისტემის გარეშე ტყვიის გადადნობით შპს  „მანსაროვარმა.“ ბუნების დამცველი ორგანიზაციის  „ორქისის“ კვლევით მდინარე ბჟუჟი მცირე მდინარეებს შორის ტყვიით ყველაზე დაბინძურებული მდინარეა საქართველოში..2016 წელს რეგიონული ხელისუფლების ჩარევით მოხერხდა პრობლემის მოგვარება…ახლა კვლავ პრობლემის წინაშე დგას ოზურგეთის მოსახლეობა. მეორადი ტოქსიკური ნარჩენების ჰაერში გაბნევის და მდინარის აუზში მოხვედრა პრობლემას შეუქმნის არა მარტო ქ. ოზურგეთის  და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას, არამედ საკურორტო ზოლის, შეკვეთილისა და ურეკის წყალმომარაგებას, რაზედაც სახელმწიფომ დიდი ინვესტიცია განახორციელა. პრობლემა შეექმნებათ მოცვისა და სხვა კულტურების ახლადგაშენებულ პლანტაციებს…გვაქვს მეორე მაგალითიც: სოფელ მთისპირში ბერძნულმა კომპანიამ „სილვერ ენდ ბარიტ მაინინგ კომპანმა“ 20 წლის მანძილზე ქართული ბენტონიტური თიხა ჩამოაშორა მსოფლიო ბაზარს. 2018 წელს ფრანგულმა კომპანიამ  „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ ბერძნული კომპანიისაგან შეისყიდა საწარმო, ხოლო მთისპირის თიხის კარიერზე ლიცენზია ქართულმა კომპანიამ „ასკანგელ ალინსმა“ მიიღო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მდინარე ბახვისწყალზე არსებული კაპიტალური ხიდი, რომლითაცაა შესაძლებელი კარიერზე მისვლა, თავის დროზე ხელისუფლებამ ბერძნულ კომპანიას მიჰყიდა და 2 წლის წინ „იმერის ბენტონიტ ჯორჯიამ“ხიდი ბეტონის კუბიკებით გადაკეტა და ოფიციალური დაცვა დააყენა…გვაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ ორი მაგალითის გარშემო..

ფორუმის წამყვანმა სესიის დროის ამოწურვა გამოაცხადა და უპასუხოდ დატოვეს გაზეთ „ალიონი“,  შესვენებისას პირად საუბარში ამ თემით  მხოლოდ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი დაინტერესდა.

მსგავსი სტატიები

  • 100
    მორიგი ,,ბრალდება" გაისმა ჩემი ბიოგრაფიიდან.საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს ავრცელებს და მის მიმართ ბრალდებების მორიგ სერიას პასუხობს: „ალბათ ყველაფერს არ უნდა უპასუხო ადამიანმა, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მივიწყებულ და თანაც საამაყო საქმეებს მახსენებენ ხოლმე, მინდება თქვენც რომ გაგანდოთ. ბრალდება კი ამგვარი გახლავთ: ,,მიშას დრო ციხეში ქართულის მასწავლებლად მუშაობდა!!!" ბარემ ერთი…
  • 100
    კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) ამერიკული ფონდია, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაში აკეთებს ინვესტირებას. მის პორტფელში შემავალი პროექტების გეოგრაფია საქართველოს ხუთ რეგიონს, აჭარას, გურიას, სვანეთს, სამცხე - ჯავახეთსა და კახეთს მოიცავს. კომპანიაში ოთხი უკვე ოპერირებაში მყოფი ჰიდროელექტროსადგურია, ორი კი, გურიის რეგიონში არსებული პროექტი, რომლის სამშენებლო სამუშაოები 2023…
  • 100
    „ჩვენს და პატარა მაყურებლებს შორის არის ჯაჭვი, რომლის გაწყვეტის უფლება არ გვაქვს“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თოჯინების თეატრი ერთ-ერთი წარმატებული თეატრია საქართველოში, რომლის წინაპირობა კარგი კოლექტივია. ისინი არა მარტო კარგ სპექტაკლებს უჩვენებენ ბავშვებს, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო ფესტივალებზე იმარჯვებენ, არამედ საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც აქტიურობენ და ქველმოქმედნიც არიან. პრობლემა _ დაუმთავრებელი დარბაზია, რის გამოც მათ სპექტაკლების ჩვენება მცირე დარბაზში უწევთ. გასულ კვირას სპექტაკლის „ძია ჯამბაზი და წრუწუნა…
  • 100
    აქ ჯერ კიდევ დიდია კავშირი, დუმბაძისეულ თხრობასა და აქაურ სინამდვილეს შორისკორცხოულას მთაზე ამოგორებული მზე კარგა ხნის დაპატრონებული იყო ნაავდრალი მთის ფერდობებს. დედამიწა თავის ფიქრებს, ორთქლის ფთილებად უშვებდა ცისკენ. ლაშის ღელეც წყნარად მიიკვლევდა გზას ბარისკენ. ცისკენ ხელებაწვდილი, ფოთლებშემოძარცვული ხეები მზეს ეფიცხებოდნენ და  უყვებოდნენ თითქოს, მთისა და ბარის ამბებს. ამ მშვენიერ ხეობას შეყოლილი გზიდან  გურული სოფელი შემოგყურებს თავისი ხიბლითა და სევდით. აქ,…
  • 100
    „წარმოიდგინეთ, რომ არ ვთამაშობთ და ყველაფერი სინამდვილეში ხდება. “ავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპექტაკლი რეჟისორ გოჩა კაპანაძის მიერ ცხინვალის ივენე მაჩაბელის სახელობის პროფესიული თეატრის სცენაზე განხორცილებეული მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყო“ იყო. ფესტივალის ჟიურიმ „ჯაყოს“ როლის შემსრულებელი რამაზ ხომასურიძე ფესტივალის საუკეთესო მსახიობად აღიარა, ხოლო ხოლო საუკეთესო სცენოგრაფიისათვის კი _ ლომგულ მურუსიძე, ქეთევან ციციშვილი…