ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,ლანჩხუთობა-2025″ აღინიშნა.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული. ქალაქის ცენტრში გამოფენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ხელნაკეთი ნივთები, ტრადიციული სამზარეულო.
ღონისძიებაზე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა წლის საუკეთესო პედაგოგები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულთან გურიის მხარეში გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად დააჯილდოვა.
ასევე საპატიო მოქალაქეობა სხვადასხვა პროფესიის 7 ადამიანს მიენიჭა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გივი მიქანაძეს, სამება-ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ანდრია (კბილაშვილს), სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს მიხეილ ბარამიძეს, პირველი საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ თამაზ კილაძეს, ლანჩხუთის ,,გურიას“ ვეტერან ფეხბურთელს გიორგი თავაძეს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში სპეციალისტს ვაჟა ებრალიძეს, ბიზნესმენს ლევან იოსელიანს.
საღამო Dodona & West Fire; MIX2RA კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი, გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები

  • 63
    სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართალანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში „თევზის ფესტივალი“ გაიმართა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი მოადგილეებთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან ერთად სოფელ სუფსაში ,,თევზის ფესტივალს“ დაესწრო. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ადგილობრივი ნაწარმი, ბავშვთა გასართობი სივრცე, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის სტუმრებმა დააგემოვნეს ადგილზე მომზადებული ტრადიციული კერძები. ღონისძიება West…
  • 62
    ურბანული ქაოსის აღსაკვეთადდღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 15ივნისის #21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელა. საკრებულოს სხდომაზე მოხსენება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის უფროსმა გენო მორჩილაძემ წარმოადგინა. მუხლი 152-4 მეორადი საბურავების, ჯართის, ავტოტრანსპორტის ნაწილებისა და აალებადი/ ამტვერებადი მასალის განთავსება/რეალიზაცია. იურიდიული და მუნიციპალური დასაბუთება. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს თანახმად მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას…
  • 62
    დღეს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართადღეს საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა და შესაბამის დარგობრივი კომისია განიხილავს: ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, ,, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებლად გია ანთაძის დანიშვნის თაობაზე,“ და ,,საკრებულოს წევრის ტატა ბარამიძის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ“ ინფორმაციის ცნობად მიღებას ასევე, საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ ცნობად მიიღო…
  • 62
    ოზურგეთის თვითმმართველობის შენობის ფასადზე პატრიარქის ბანერი განთავსდასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნის პატივსაცემად, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე ბანერი განთავსდა.
  • 61
    ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის, ბიუსტი. შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი და სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება გაიმართა; ცენტრალური სტადიონზე ჩატარდა სპორტული აქტივობები: დოღი, მკლავჭიდი, მხატვრული ტანვარჯიში, ბაგირის გადაძალვა და რაგბის საჩვენებელი თამაში. გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სიგელები…