2020 წლის გიორგობა დღე იყო. ქვეყანაში კოვიდი მძვინვარებდა. ასეთ მძიმე სიტუაციაშიც კი, მუზეუმში მობრძანებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაშინდელი მერი, ბატონი კოტე შარაშენიძე ნასაკირალის ბრძოლის მასალებით დაინტერესდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ახალგაზრდა, სიმპათიური კაცი, რომლის ვინაობა მაშინ არ ვიცოდი. მერი და სტუმარი ცხავათის მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხზეც ბჭობდნენ. შესაბამისი მასალების გაცნობის შემდეგ, საუბარი გადავიდა გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელისა და მისი ოჯახის ტრაგიკულ ბედზე. იმხანად ვაგროვებდი მასალებს მამია გურიელის უფროსი ქალიშვილის ეკატერინე გურიელის მარტვილობის შესახებ. სტუმარი მეკითხება, ეკატერინე გურიელის ფოტო თუ გაქვთო? ფოტო არ არსებობს-მეთქი, ვუპასუხე და იქვე მხატვარ თამაზ დარჩიას მიერ შესრულებული „ეკატერინე გურიელის პორტრეტი“ ვაჩვენე,  ჩემი კვლევის მასალებიც გავაცანი. დავბეჭდოთო, მეუბნება ტელეფონის ნომერს მიტოვებს, სამ დღეში თბილისში ვიქნებიო.

გაოცებული დავრჩი. იქვე გავიგე, რომ ეს ახალგაზრდა კაცი გახლდათ დღეს უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი პიროვნება, ვანო ნაკაიძე. სიტყვას საქმე მოჰყვა და ბატონი ვანოს ფინანსური დახმარებით დაიბეჭდა „ეკატერინე გურიელის მარტვილობა“. მისივე დაფინანსებით, მკითხველი მალე მიიღებს წიგნს „გურიის ახალი დიდგორი“.

ოზურგეთის საზოგადოებრიობამ კარგად იცის ქვედა ბახვის წმინდა მარინეს ეკლესიის ხელახლა აღმშენებლების ნაკაიძეების ოჯახისა და ამ ეკლესიის მოძღვრის მამა იოსების (ნაკაიძე) შესახებ.

ყოველი წლის 30 ივლისს წმინდა მარინეს დღესასწაულზე აქ, ადგილობრივი მრევლის გარდა, უამრავი მომლოცველი მოდის ოზურგეთიდან, რა თქმა უნდა, ბატონი ვანოც ჩამოდის ოჯახის სრული შემადგენლობით. სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ეზოში იმართება დიდი ტრაპეზი. ხალხი ბატონი ვანოსა და მისი ტყუპისცალი ძმის სერგის ირგვლივ ტრიალებს. ძმებიც უყურადღებოდ არავის ტოვებენ.

წლეულს ჩემს ახლობლებს, ზურა და მაია გობრონიძეებს ძალიან გაუმართლათ, მათი შვილი გიორგი საოპერო მომღერალთა კონკურსის ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ ოჯახს იტალიაში შვილის გასამგზავრებელი თანხა არ ჰქონდა. თხოვეს ბატონ ვანოს, რომელსაც არც კი იცნობდნენ და რომელმაც პრობლემა მყისიერად გადაჭრა. რაღა თქმა უნდა, ზურა და მაია გობრონიძეები უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავენ ბატონი ვანოს მისამართით.

ბატონი ვანო პერნამენტულად ეხმარება რიგით ადამიანებს, სტუდენტებს სწავლის საფასურის დაფარვაში. უკვე ცნობილი მეცენატი გარკვეული რაოდენობის თანხას უტოვებს მამა იოსებს შეჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. ეს, რაც მე ვიცი ჩემი ნაცნობებისგან და რაც არ ვიცი, ის ღმერთმა იცის.

არის ასეთი გამოთქმა: „თუ  მათხოვრები აგეკიდნენ, ესე იგი ღვთის წყალობა აგეკიდა“, მეც ამ „მათხოვრებში“ გავდივარ.

ოზურგეთის საზოგადოებრიობას არასდროს დაავიწყდება წლევანდელი 28 ივლისი. ამ დღეს ოზურგეთში, „ჭადრების ბაღში“ გაიხსნა გურიის პრეზიდენტის ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტი, რასაც დიდი ხანი ველოდით. თუ არ მეშლება, იგი 2021 წელს უნდა დადგმულიყო, მაგრამ რატომღაც გადაიდო. იმ დღეს ოზურგეთში დილიდანვე გადაუღებლად წვიმდა, არადა, ქალაქი მრავალ საპატიო სტუმარს ელოდა დედაქალაქიდან, ბევრი საინტერესო ღონისძიებაც იყო დაგეგმილი, დავასახელებ ერთ-ერთს, ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის გახსნას.

15 საათისთვის ხალხი თეატრისკენ დაიძრა, მათ შორის ვიყავით მუზეუმელები. წინა დღით შეხვედრა გვქონდა კინორეჟისორთან, მწერალთან და მკვლევართან, ბატონ ირაკლი მახარაძესთან, რომელიც გვესაუბრა ბენია ჩხიკვიშვილზე და მიგვიწვია თეატრში ამ თემაზე მის მიერ შექმნილი ფილმის ჩვენებაზე. თეატრში მისულებს კი სიურპრიზი გველოდა: პარტერსა და იარუსებზე სტუმრებისათვის ყველა სკამზე იდო ჩანთა ბენია ჩხიკვიშვილის პორტრეტით, ჩანთაში იდო წიგნი ბენიას შესახებ, მაისური და ფინჯანი ბენიას გამოსახულებით.

აკადემიურ დონეზე ჩატარებული ღონისძიების შემდეგ, ქალბატონი ნატო მეტონიძისა და ჩვენი „შვიდკაცას“ სიმღერის ფონზე, საზეიმოდ გაიხსნა ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტი. მე იმ დღეს ვნახე წვიმისაგან გალუმპული ბედნიერი გურულები, რომელთაც ღონისძიების დამთავრებამდე „ჭადრების ბაღიდან“ ფეხი არ მოუცლიათ.

ამ ბიუსტისა და მისი ავტორის, ამ ღონისძიების იდეის შესახებ, ალბათ, სპეციალისტები დაწერენ. მე მხოლოდ ვიცი, რომ ყველაფერი ეს დააფინანსა კომპანია „გალფმა“ და მისმა დირექტორმა, ბატონმა ვანო ნაკაიძემ. ისიც ვიცი, რომ ქართველ ცნობილ მეცენატთა სახელებს შეემატა ვანო ნაკაიძის სახელი.

ღმერთმა უმრავლოს ოზურგეთს, გურიასა და სრულიად საქართველოს ყველა ადამიანური ღირსებით შემკული, ბატონი ვანო ნაკაიძისთანა ადამიანები.

მანანა ლომაძე,

ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მცველი

გაზეთი „ალიონი“, #24, 30 ოქტომბერი, 2023 წ.

სურათზე: ქვედა ბახვის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის პროექტის წარდგენა მის უწმინდებობასთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

მსგავსი სტატიები

  • 83
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 79
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 78
    შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს ზურაბიშვილი - პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს. პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებას pia.ge ავრცელებს. „6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება - ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართველ…
  • 75
    არასოდეს ყოფილა, და არც ახლა არის ადვილი ხელოვნების გზაზე შედგომა და მერე... ამ გზიდან არ გადახვევაავტორი ნინო ნიკოლაიშვილი 37 წელი  ოზურგეთს,  მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის გახსნიდან. მას შემდეგ, ამ ცენტრში გამართული, არაერთი საინტერესო  ღონისძიების  თანამონაწილე, ან, უბრალოდ მხილველი  გამხდარა ოზურგეთელი  საზოგადოება, მათ შორის, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მხატვართა  პერსონალური, თუ ჯგუფური გამოფენების სახით. 19 ოქტომბერი, პერსონალური გამოფენა.  საგამოფეო დარბაზში, ოზურგეთელი მხატვრის, ვალერი…
  • 75
    გურიიდან დაწყებული თავისუფლება, თუ თავისუფლების ფასი, „ბედის ბორბლის“ დაუნდობელ ტრიალშიავტორი ნინო ნიკოლაიშვილი ქალის მისია: მტკიცე ხასიათი ძალადობასთან შეუგუებლობის და ბოლო კითხვა, მაყურებლის ამოსახსნელი. ავანსცენა, სიჩუმე. ქალთა გუნდის მცდელობა სისხლიანი ნაკვალევის წაშლისა. ეს დასაწყისია. ხმა წარსულისკენ, ბედის ბორბალიც წარსულიდან. რეჟისორის ასისტენტი ეკატერინე ანთია; კოსტიუმების მხატვარი გია გვიჩია; სპექტაკლის წამყვანი ბონდო ჩხარტიშვილი; მუსიკალური გამფორმებელი თაზო იმნაძე; ქორეოგრაფი მარიკა ქვეითაია; ლოტბარები მამია…