ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკური ცენტრი `ანასეული ~-ს დირექტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი რუსუდან ტაკიძე.

„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“

 

ნუგზარ ასათიანი, გაზეთი „ალიონი“

_ ქალბატონო რუსუდან, ნიადაგის როგორი ტიპები (ზონების მიხედვით) გვხვდება გურიაში?

_ სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარება უპირატესად ნიადაგზე და მის ნაყოფიერებაზეა დამოკიდებული. ნიადაგი ქვეყნის უპირეველესი და შეუცვლელი სიმდიდრეა. საქართველოს გეოგრაფიულმა მდებარეობამ, კლიმატურმა პირობებმა და ნიადაგწარმოქმნელმა ქანებმა, ქვეყანაში ყველა ტიპის ნიადაგების გავრცელების შესაძლებლობა შექმნა,დაწყებული,მთა-მდელოდან,დამთავრებული- ჭაობიანი და ტენიანი სუბტროპიკებით. სწორედ ამიტომ,საქართველოს ნიადაგურ მუზეუმსაც უწოდებენ. სუბტროპიკულ ზონაში ნიადაგების მრავალი სახეობაა გავრცელებული: წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერი, გაეწრებული წითელმიწები და სხვა. რადგან გურიის ზონის მუნიციპალიტეტები სუპტროპიკულ ზონაში მდებარეობს,მათი ნიადაგური საფარის უმეტესი ნაწილი დაფარულია სუპტროპიკული ეწერებითა და წითელმიწებით.

ოზურგეთი – წითელმიწა, გაეწრებული წითელმიწა, ეწერი ნიადაგები;

ლანჩხუთი – ეწერი, ეწერლებიანი ნიადაგები;

ჩოხატაური – ყვითელმიწა, ტყის ყომრალი, ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები.

წითელმიწა _ ნიადაგების დიდი თავისებურება გამოწვეულია ქანების ძლიერი ქიმიური გამოფიტვით,რომელსაც ისინი განიცდიან ტენიანი და თბილი სუბტროპიკული ჰავის ზეგავლენით. მათი გავრცელების რელიეფი ძირითადად გორაკ-ბორცვიანია, 10-25 გრადუსის დაქანებით.წითელმიწები გავრცელებული არიან ზღვის დონიდან 400-500 მ სიმაღლეზე. გამოფიტვის დიდი ხარისხი აღინიშნება 6 მეტრის სიღრმემდე,რის შედეგად ხდება რკინისა და ალუმინის ჟანგების დიდი რაოდენობით დაგროვება 2-5 მეტრის სიღრმეში, ხოლო სილიციუმის ორჟანგის და ფუძეების გამორეცხვა,რის შედეგად წითელმიწებს ახასიათებთ მკაფიო მოწითალო ნარიჯისფერი. მიუხედავათ თიხიანი შემადგენლობისა მას ახასიათებს კარგი მიკროა-გრეგატულობა, ანიონების შთანთქმის უნარი და წყალმართავ-ჰაეროვანი თვისებები. წითელმიწა ნიადაგები მჟავე ტიპის ნიადაგებია.

ეწერი,ეწერლებლიანი – ნიადაგებისათვის დამახასიათებელია ძლიერი გამორეცხვა და გაეწრება. სუბტროპიკული ეწერები მდიდარია ერთნახევარი ჟანგეულებით, მხოლოდ ზედა ფენაში სილიციუმის ორჟანგის დაგროვების გამო ახასიათებს ღია ნარინჯის ფერი. ეწერების ქვედა ფენას ახასიათებს ცუდი წყალგამტარობა, ნიადაგი აქაც მჟავე ტიპისაა.

წითელმიწა და ეწერი_ტიპის ნიადაგები ჰუმუსითა და საკვები ელემენტების შემცველობით ღარიბია. ამ ნიადაგებზე მაღალი ხარისხიანი და მყარი მოსავლის მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის კვების რეგულირებას სასუქების გამოყენებით და იმ ღრმა ცვლილებების ცოდნას, რაც ხდება მცენარესა და ნიადაგში სასუქების გამოყენების შედეგად.

ტყის ყომრალი, ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები _ ხირხატიანი კარგი სტრუქტურის კარბონატებზე განვითარებული ნიადაგებია, რომელებიც ხასიათდებიან სუსტი მჟავე, ოპტიმალური არის რეაქციით.

_ რეგიონში ტრადიციული ჩაის და ერთწლიანი კულტურების გვერდით თანდათან ვითარდება ლურჯი მოცვი,სხვა კეკნკროვანი კულტურები, მიმდინარეობს ძველი გურული ვაზის აღდგენის პროცესი. როგორი ნიადაგებია შერჩეული ამ შემთხვევებში და რას ურჩევდით ფერმერებს (სხვა მსურველებს) ახალი პლანტაციის გაშენების წინ?

_ ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო გურიის რეგიონში ჩაის კულტურის განვითარებას. ჩაის კულტურის გასაშენებლად ხელსაყრელად ითვლება ნაყოფიერი, კარგი სტრუქრურის მქონე მჟავე ნიადაგები. ასეთ ნიადაგებს მიეკუთვნება ტენიანი სუბტროპიკების ნიადაგთა ძირითადი ტიპები, ასევე, ჩაის კულტურისათვის მისაღებია ტენიანი სუბტროპიკების კლიმატური პირობები: ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა, ნალექების რაოდენობა და ტემპერატურა, ზემოთხსენებულმა პირობებმა განაპირობა ჩაის კულტურის გაშენება გურიის რეგიონში.

1990 წლიდან ქვეყანაში შექმნილი ეკომონიური და პოლიტიკური არასტაბილურობის გამო, მეჩაიობის დარგმა დაკარგა პროდუქციის გასაღების სტაბილური ბაზარი. რის შედეგად ფერმერებმა დაიწყეს პრივატიზებული ჩაის პლანტაციების ამოძირკვა. პლანტაციათა უმრავლესობა დაიფარა სარეველებით. ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა. ეხლა ალბათ ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ გურიის ტენიან სუბტროპიკებში მჟავე წითელმიწა, ყვითელმიწა, ეწერ ნიადაგებზე ჩაის კულტურის შემცვლელი კულტურა არ არსებობს. იგი ეროზის ერთ-ერთი შემაჩერებელი კულტურაა.

2016 წლიდან დაიწყო ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა. რეაბილიტაციასთან ერთად დღის წესრიგში უნდა დადგეს სანერგე მეურნეობის მოწყობა და ჩაის ახალი პლანტაციების გაშენება, ძველი ამორტიზირებული სარეველებით დაფარული პლანტაციების ამოძირკვის ხარჯზე. ამასთანავე ერთად, პროექტ „დანერგე მომავლის“ ჩამონათვალში უნდა შევიდეს ჩაის კულტურა 100%-იანი დაფინანსებით. მეჩაიეობის აღდგენა გურიის სუბტროპიკულ ზონაში გამოიწვევს ეკონომიკის საბაზისო დარგის განვითარებას, რასაც მოყვება მოსახლეობის მიგრაციის შემცირება, ქართული სოფლების და გაუდაბნოებული მიწების აღდგენა.

მისასალმებელია კომპანია .„ბახვი ჰესის“ პროგრამა, რომელიც გურული ჩაის პოპულარიზაციას და ჩაის ბიზნესში ჩართული მეწარმეების გაძლიერებაზე ზრუნავს.

რაც შეეხება კენკროვან კულტურებს, კერძოდ ლურჯ მოცვს მისთვის მისაღებია მჟავე რეაქციის ნიადაგები და სუბტროპიკული კლიმატი, მაგრამ უნდა მიექცეს ყურადღება ჯიშების შერჩევას,ფლორას და ფაუნას, გატარდეს დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებები. მისასალმებელია ძველი გურული ვაზის ჯიშების აღდგენის პროცესი. კერძოდ, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნეშომპალა კარბონატული ტიპის ნიადაგებზე.

_ რა მეთოდი უნდა გამოიყენოს ფერმერმა ნიადაგის დამუშავებისას?

_ფერმერებმა ახალი კულტურის გაშენების წინ უნდა ჩაატარონ ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევები და ისარგებლონ ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების საფუძველზე შედგენილი რეკომენდაცით.

_ რა გავლენას ახდენს მინარალური და შხამქიმიკატები ნიადაგის განოყიერებისას და რას ურჩევდით ამ კუთხით ფერმერებს?

_ ყველასათვის ცნობილია, რომ იყო პერიოდები, როდესაც მინერალური სასუქების და შხამქიმიკატების გამოყენებამ პიკს მიაღწია. შემდეგ იყო უძრაობის პერიოდი და ნიადაგის განოყიერება საერთოდ იგნორირებული იყო სოფლის მეურნეობასთან ერთად. იყენებდნენ მხოლოდ აზოტოვან სასუქებს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ნიადაგების გამოფიტვა, დაჭუჭყიანებაა, მასთან ერთად დაირღვა ნიადაგის ბიომრავალფეროვნება, საკვებ ელემენტთა შეფარდების წონასწორობა.

ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესწავლამ გვიჩვენა, რომ გამოკვლეული ნაკვეთების უმეტეს ფართობებში ჰუმუსის და საკვები ელემენტების შემცველობა მინიმალურია.ასევე,გაუარესებულია ნიადაგის სტრუქტურა, განსაკუთრებით მთიან ზონაში, სადაც ნიადაგების უმეტესობა განიცდის ეროზიულ პროცესებს. ნიადაგები დეგრადირებულია, ამიტომ მთიან ზონაში, სადაც გვყავს მეცხოველე ფერმერები და სურვილი აქვთ ბიოპროდუქტების წარმოების,დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანული სასუქების გამოყენებით ბოსტნეული კულტურების მოყვანას.

ცნობილია, რომ ორგანული სასუქები ნიადაგში განიცდიან მინერალიზაციას და შემდეგ არის ის მცენარისათვის ხელმისაწვდომი. ეს ხანგრძლივი პროცესია, ამიტომ პირველ წლებში ორგანული სასუქები მხოლოდ მინერალურ სასუქებთან ერთად იძლევა შედეგს. მაგრამ შემდეგ წლებში შესაძლებელია მინერალური სასუქების დოზების შემცირება, შემდეგ კი შუალედურ ორგანო-მინერალურ სასუქებზე გადასვლა. ამ დროს დიდ ეფექტს მოგვცემს „ბაქტოფერტი“, „ჯეოჰუმატი“, „ორგანიკა“, „ჰუმაფოსკა“, „აგროვიტა“ „იზაბიონი“ და სხვა. ეს სასუქები ნიადაგს ამდიდრებენ ორგანიკით და ააქტიურებენ მიკროორგანიზმებს, რომ მოხდეს ორგანული სასუქების მინერალიზაცია და მცენარის მიერ საჭირო საკვები ელემენტების შეთვისება. ბიო-სასუქების გამოყენების დროს საჭიროა ყურადღება მივაქციოთ მინიმუმის კანონს და მოვახდინოთ ნიადაგების კომპლექსური შესწავლა რეგიონების მიხედვით.

გურიის რეგიონში ნიადაგების 60%-ზედმეტი მჟავე ნიადაგებს უჭირავთ, ამიტომ ასეთ ნიადაგებზე ჩაის კულტურის გაშენება ყველაზე ხელსაყრელია. ასევეა ლურჯი მოცვის კულტურა. რაც შეეხება დანარჩენ კულტურებს, ისინი უნდა განლაგდნენ ისეთ ნიადგებზე, რომლებიც შედარებით სუსტი მჟავეა,კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ან კიდევ,ნიადაგების გაკულტურება მოვახდინოთ ქიმიური მელიორაციით — მოკირიანებით. მოსაკირიანებლად შესაძლებელია გამოვიყენოთ ადგილობრივი კირქვები, სამეგრელოში გავრცელებული მერგელები, აგარის შაქრის ქარხნის ანარჩენი — დეფეკაციური ტალახი, ასევე მაღალმაჩვენებლიანი Ph-ის მქონე ჰუმინური სასუქები. ნიადაგების გაკულტურებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიდერატების თესვას, როგორც კულტურათა გაშენებამდე, ისე კულტურის გაშენების შემდეგ მწკრივთა შორის. სიდერატებიდან გამოვყოფდით სოიას, რადგან იგი დაბალ კალორიული საკვები პროდუქტების მიღების ერთ-ერთი წყაროა. სიდერატების თესვა,მათი გაცელვა, მულჩად გამოყენება ან ჩაკეთება აუმჯობესებს ნიადაგის ფიზიკურ თვისებებს, ტენტევადობას, ზრდის ორგანულ მასას, იგი ჰერბიციდების გამოყენების ერთ-ერთი საწინააღმდეგო ღონისძიებაა.

_რა მეთოდი უნდა გამოიყენოს ფერმერმა ნიადაგის დამუშავებისას? რა შემთხვევაში საჭიროებს ნიადაგები ღრმა დამუშავებას?

_ რაც შეეხება ფერმერების მიერ ნიადაგების ღრმა დამუშავებას, ეს დამოკიდებულია ნიადაგის ფიზიკურ თვისებებზე, მძიმე თიხნარი და თიხოვანი ფიზიკური მდგომარების მქონე ნიადაგები საჭიროებენ ღრმა დამუშავებას.

_.თქვენი აზრით, რამდენად ახდენს გავლენას გარემოზე გურიაში დაგეგმილი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობა?

_მე, როგორც სპეციალისტმა გურიაში მხოლოდ „ბახვი ჰესის“ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ჰესის მიერ გამოყენებული წყალი, რომელიც მდინარეში ბრუნდება, მდინარის ბიომრავალფეროვნებისთვის საშიში არაა. ჩვენ მდინარე ბახვისწყლის ხეობაში წყლის 32 სახის ანალიზი გავაკეთეთ. კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ ჩამდინარე წყალში შეწოვილი ნაწილაკებით სიმღვრივს გამოწვევა არ ხდება.ამ მხრივ გარემოს დაჭუჭყიანების პროცესი გამორიცხულია.

წარმატებული ფერმერები გურიიდან – მაგალითი როგორ დავძლიოთ სიღარიბე

„ინფორმირებულობიდან კეთილდღეობამდე“

მსგავსი სტატიები

  • 91
    დავით თენიეშვილი: „მინდა დავანახვო ფერმერებს, თუ რამდენად სასარგებლოა ჩაის კულტურა“„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ავტორი ნუგზარ ასათიანი დავით თენიეშვილი ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენია, რომელსაც გურიაში ჩაის კულტურის აღორძინების საქმეში მნიშვნელოვანი პრაქტიკული ნაბიჯები აქვს გადადგმული. მან რედაქციასთან სოფლის მეურნეობაში არსებულ გამოწვევებზეისაუბრა: _ პროფესიით მძიმე მანქანათმშენებელი ვარ. გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში ვმუშაობდი კომპანია  „ბახმაროში“, რომელიც  ჩაის ნარჩენებიდან პოპულარულ სასმელს…
  • 90
    თემურ რევიშვილი „ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა და მისი მყარ საექსპორტო პროდუქტად ჩამოყალიბება უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს““სოფლის ცხოვრება” – რუბრიკის სპონსორია “ბახვი ჰესი” ავტორი _ვლადიმერ მენაბდე “ჰიდროელექტროსადგურები აუცილებლად უნდა აშენდეს, ობიექტური ეკოლოგიური დასკვნისა და მონიტორინგის საფუძველზე. გურიის რელიეფის და არსებული ლანდშაფტის გათვალისწინებით, უპირატესობა მცირე და საშუალო ჰესებს უნდა მიენიჭოს. ენერგეტიკა უმნიშვნელოვანესი დარგია, მისი განვითარება გამოიწვევს სხვა სექტორების განვითარებას, მათ შორის, გადამამუშავებელი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით, დადებითი ენერგეტიკული ბალანსის მიღწევა…
  • 90
    ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს„სოფლის ცხოვრება“ – რუბრიკის სპონსორია „ბახვი ჰესი“ ჩაის სახლი „გურულები“ ბიო ჩაის პროდუქციის წარმოებას გეგმავს და 2024 წელს პირველ ნაბიჯებს გადადგამს, 5 ჰექტარ ჩაის ფართობზე ბიო ჩაის მოიყვანს.ამისთვის კი, მხოლოდ ორგანულ სასუქებს გამოიყენებენ. ინდ.მეწარმე ჯონი ნაჭყებიას  2012 წლიდან სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დღეს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით იგი…
  • 87
    „ჩაის კულტურა უნდა დარჩეს გურიის სავიზიტო ბარათად“დავით თენიეშვილი_ცნობილი ბიო ფერმერი და ბიზნესმენი. იგი ერთ-ერთია გურიაში, რომელიც ჩაის კულტურის აღორძინებას გეგმავს და პრაქტიკული ნაბიჯებიც აქვს გადადგმული. მისი ინიციატივით დაბა ნარუჯასა და ლაითურში 100 ჰექტარი ჩაის ფართობის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. მან გაზეთ „ალიონთან“ ჩაის კულტურის აღდგენის აუცილებლობაზე და ხელშემშლელ პირობებზე ისაუბრა. _დავით, მოდით ჯერ თქვენი ცხოვრებისეული ბიოგრაფიით დავიწყოთ...…
  • 86
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…