გურიის სოფელ ნატანებში, ახალგაზრდა ქალს ქმარმა იმის გამო სცემა, რომ საძოვარზე გაშვებული პირუტყვი უკან დროულად არ დააბრუნა. მსხვერპლს მუშტი ჯერ მუცელში, შემდეგ კი ზურგში დაარტყა.
25 წლის ქალმა ცემის შესახებ დედას უამბო და დახმარება ითხოვა. ოჯახმა სასწრაფო გამოიძახა და ახალგაზრდა ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტი რამდენიმე საათის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ირმა ქარცივაძის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ მეუღლეებს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ. მამაკაცი ქალზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. იმუქრებოდა ცოლის და მისი ახლობლების სიცოცხლის მოსპობით.
მუქარის და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ახალგაზრდა მამაკაცი, სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. „კურიერის“ ინფორმაციით, ის დავით მარგველაშვილია. დანაშაული ოზურგეთში, სოფელ ნატანებში მოხდა. ადგილობრივებმა 25 წლის ქალის ცემის ამბავი იციან, თუმცა კამერებთან საუბარი არ სურთ.
25 წლის ირმა ქარცივაძე ახლა ბათუმში, მშობლების სახლში, მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფება. პოლიციამ უკვე გამოკითხა ახალგაზრდა ქალიც და მისი ოჯახის წევრებიც. სავარაუდო დამნაშავეს, დავით მარგველაშვილს, ბრალი უკვე წარდგენილი აქვს, მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე ბათუმის სასამართლო იმსჯელებს.
წყარო: რუსთავი 2
მსგავსი სტატიები
- 61
საქართველოს პროკურატურამ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. პროკურატურის თანახმად, ბრალდება წარედგინა: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს,… - 59
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. "საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული… - 57სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე დააკავა. აღნიშნულის თაობაზე სუს-ში ბრიფინგი გაიმართა. უწყების განმარტებით, „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე რ.მ.“. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული…
- 56
შსს-მ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები - მურთაზ ზოდელავა და ირაკლი ნადირაძე, „რუსთაველის გამზირის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ბურჭულაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე დააკავა. შესაბამისი განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა. შს მინისტრის მოადგილის თქმით, მათ „ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო… - 56შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს. „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: 1991 წელს დაბადებული გ.ხ. მეტსახელად „ხოშტო“ და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი…