დღეს, იტალიის დედაქალაქ რომში იტალია-თურქეთის მატჩით გაიხსნა ევროპის მე-16 ჩემპიონატი ფეხბურთში.
პირველ ტაიმში იტალიელები აქტიურობდნენ, რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი არ გასულა. მეორე ტაიმის დასაწყისში იტალიელების შეტევას თურქების კარში ავტოგოლი მოჰყვა 1:0; მეორე გოლის ავტორი ჩირო იმობილე იყო _2:0. მესამე გოლი თურქების კარში ლორენცო ინსინიემ გაიტანა და ამ ანგარიშით დასრულდა ეს მატჩი.
ტურნირზე ჩატარდება 51 შეხვედრა, ფინალი ჩატარდება 2021 წლის 12 ივლისს, გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 10 მილიონი ევრო, ფინალისტს — 7 მილიონი ევრო, ნახევარ-ფინალისტს — 5 მილიონი ევრო, მეოთხედ ფინალისტს — 3 250 000 ევრო, ჯამში სატურნირო პრიზებისათვის გამოყოფილია 34 მილიონი ევრო.
ევროპის ჩემპიონატს ევროპის სხვადასხვა 13 ქალაქში გაიმართება.
მერვედფინალები: ამსტერდამი, ბრიუსელი, დუბლინი, კოპენჰაგენი, გლაზგო, ბილბაო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი;
მეოთხედფინალები: მიუნხენი, სანკ-პეტერბურგი, ბაქო;
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, ცნობილ „უებლზე“ გაიმათება.
მსგავსი სტატიები
- 54ნოდარ თალაკვაძე 90 წლისაა. დაიბადა სოფელ მთისპირში (უაკანავა, თაფურიათი). ათეული წლების მანძილზე მუშაობდა იგი მთისპირის კოლმეურნეობაში ბრიგადირად. მეწყერული თუ სხვა პრობლემების გამო მას რამდენჯერმე მოუწია სოფლის ტერიტორიაზე საცხოვრისის შეცვლა, თუმცა მეწყერმა საბოლოოდ აიძულა დაეტოვებინა სოფელი და დასახლდა სოფელ ბოხვაურში. ნოდარ თალაკვაძე არაერთი მოგონების ავტორია, რომელიც პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთ „ალიონში“, სხვა…
- 53დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
- 44"ქართული მოვალეობის შემსრულებელი" 1921 წლის თებერვალში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ საქართველოდან დროებით გაიტანა საბანკო ვალუტა, სამუზეუმო განძეულობა,დამფუძნებელმა კრებამ სამუზეუმო განძის მეთვალყურეობა ექვთიმე თაყაიშვილს დაავალა. მისივე მოგონებიდან ნოე ჟორდანიამ თქვა : განძეულობა სულ ქუთაისში გადავიტანოთ და ბოლოს ჩვენც წავალთ რითაც მოგვიხერხდებაო, ერთ საღამოს გამოგვიცხადა, ხვალ დილით ცხრა საათზე ქუთაისში ვგზავნით, რაც რაიმე…
- 44საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 5 ნოემბერს გაკეთებულ ჩანაწერს აქვეყნებს. მაღლაფერიძე 4 ნოემბერს, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში გამართული თათბირის შესახებ წერს. ჩანაწერს „პირველი რადიო“ უცვლელად გთავაზობთ. „რაც ვნახე და მოვისმინე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2007 წლის 4 ნოემბერს დღეს 2007 წლის 5 ნოემბრის საღამოა,…
- 42ავტორი ივანე ჯაფარიძე მიხეილ ხერგიანს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ, როგორც უმამაცეს მთამსვლელს. ჟურნალ-გაზეთებში მსხვილი შრიფტით იბეჭდებოდა რეპორტაჟები და ნარკვევები მრავლისმეტყველი სათაურებით: „კლდის ვეფხვი საქართველოდან“, „ადამიანი-საკვირველება“ და მრავალი სხვა. მასზე ლეგენდები დადიოდა. სინამდვილეში იგი ჩვეულებრივი ადამიანი იყო: თავისი ყოველდღიური დარდითა და სიხარულით. სვანეთში, მესტიაში, სოფელ ლაღამში დაიბადა იგი 1932 წლის 23 მარტს,…