„ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენცია”“_  ეს არის  სახელწოდება პროექტისა, რომელსაც „კავშირი ქალთა ცენტრი” ძდექ-ის გურიის რეგიონული კომიტეტის ჩართულობით ახორციელებს. დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ პრობლემა აქტუალურია. ბავშვზე ძალადობისა და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ძალადობა მოქმედებს ბავშვის სხეულებრივ თუ სულიერ განვითარებაზე. მოძალადე გულისხმობს მსხვერპლს. მოძალადეცა და მსხვერპლიც ჯანსაღი საზოგადოების ტკივილია.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა სამიზნე სკოლების მშობლებთან შეხვედრებს.  მშობელთა ჩართულობას აღნიშნული პრობლემის პრევენციის კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრების შემდეგ მშობლები ღიად აცხადებდნენ, რომ ხშირად დაუშვიათ შეცდომები, რომლებზედაც ადრე წარმოადგენა არ ჰქონდათ, მაგ: არ გაუთვალისწინებიათ შვილების გარდატეხის ასაკი, ინტერესები, ვერ უთმობდნენ სათანადო დროს და ა. შ. ისინი გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ძალადობის პრევენციის კუთხით ცნობიერების ამაღლება სჭირდებათ…

აღნიშნული პროექტი გლობალურ პანდემიამდე ჩაისახა, განხორციელებისას კი აღმოჩნდა, რომ პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა მისი მიზნებიცა და ამოცანებიც.

პროექტი ოზურგეთში  გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო. მასში სამიზნე სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. შეხვედრები მიმდინარეობდა, როგორც კონტაქტურ, ისე ონლაინ რეჟიმში. ჩართული პედაგოგები იყენებდნენ სხვადასხვა ინტერაქტიურ მეთოდსა და აქტივობას, რომელთა მიზანი ძალადობის აღმოჩენა და პრევენცია იყო, შეხვედრების თემატიკა _ სტრესი, აგრესია, კონფლიქტი, სტრესული მდგომარეობა პანდემიის პირობებში, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანი და საზოგადოება _ ყველაფერი ის, რაც ძალადობას პირდაპირ თუ ირიბად უკავშირდება. მასწავლებლები აქტიურად იყენებდნენ კავშირ ,,ქალთა ცენტრის“ ხელმძღვანელის, პროფესორ ია ვერულაშვილის წიგნს ,,კონფლიქტები ახალგაზრდულ გარემოში“. სხვადასხვა სახით ორგანიზებული სასწავლო მეთოდები და აქტივობები მოსწავლეთათვის სახალისო იყო.  მასწავლებლებს  განსაკუთრებით დაეხმარა პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ტრენინგები, მოწვეული სპეციალისტების – ფსიქოლოგების: ჯანა კახიანის, სოფო ვერულაშვილის, კონსტანტინე  პოზოვის, სოციალური მუშაკის- ეთერ  ცხაკაიას მასტერკლასები. აღნიშნულ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას, პროფესიონალთა რეკომენდაციებს პედაგოგები ითვალისწინებდნენ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობაში.

პროექტმა დაადასტურა, რომ მას საგანმანათლებლო დატვირთვაც ჰქონდა. განათლებული თაობა  თავისთავად ძალადობის პრევენციის გარანტორიცაა. არაფორმალურმა გარემომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას შეუწყო ხელი. მათი ინტერესი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის: მათთვის ნაცნობმა პრობლემებმა,  გარემომ, თემატიკამ…

მოსწავლეები იყვნენ გახსნილები. ისინი ფიქრობდნენ, იხსენებდნენ, თამამად საუბრობდნენ პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით. მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ლიტერატურული ნაწარმოებებისა და რეალობის შედარება. მათ შეძლეს შესაბამისი არგუმენტების მოყვანა პირადი გამოცდილებიდანაც. პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთნენ ლიდერებიც, რომლებიც განსაკუთრებით დაინტერესდნენ პრობლემით და მოამზადეს პრეზენტაციები. ერთ-ერთი საინტერესო თემა ,,კონფლიქტი“ იყო. მოსწავლეებმა შეისწავლეს კონფლიქტების სახეები, ფორმები. მსჯელობდნენ კონფლიქტების გადაჭრის ხერხებზე,  შექმნეს რესურსები კონფლიქტების შესახებ. თავიანთ მუშაობას ისინი აფასებდნენ თვითშეფასების კითხვარის შევსებით.

პროექტი ასევე ითვალისწინებდა სამიზნე სკოლების მშობლებთან შეხვედრებს.  მშობელთა ჩართულობას აღნიშნული პრობლემის პრევენციის კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შეხვედრების შემდეგ მშობლები ღიად აცხადებდნენ, რომ ხშირად დაუშვიათ შეცდომები, რომლებზედაც ადრე წარმოადგენა არ ჰქონდათ, მაგ: არ გაუთვალისწინებიათ შვილების გარდატეხის ასაკი, ინტერესები, ვერ უთმობდნენ სათანადო დროს და ა. შ. ისინი გამოთქვამდნენ მზადყოფნას, რომ ძალადობის პრევენციის კუთხით ცნობიერების ამაღლება სჭირდებათ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ამ პროექტის განხორციელება  საბავშვო ბაღებში.  თუ ოჯახში ძალადობაა, ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს  ნებისმიერი ბავშვი, პანდემიიდან გამომდინარე ჩაკეტილობა კი ამ საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.    ძალზე მნიშვნელოვანია  საბავშვო ბაღების აღმზრდელების მუშაობა ფარული ძალადობის გამოსავლენად და მასზე რეაგირებისთვის. როგორც თავად აღნიშნავენ, ამ პროექტმა მათი საქმიანობა უფრო საინტერესო და მრავალმზრივი გახადა.

 „ ამ პროექტში მონაწილეობით ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღე, მოხდა ჩემი პროფესიული ზრდა, ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მიერ, უკვე საკმარისი ცოდნა დავაგროვე, შემიძლია ძალადობის მსხვერპლის ამოცნობა, რეაგირების მექანიზმების გამოყენება  და  შესაბამისად, ძალადობის მსხვერპლი/ ან პოტენციური მსხვერპლი ბავშვის დახმარება“- ნანა კეჭაყმაძე, ოზურგეთის N 9 საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი.

ამ პროექტმა მომცა  შესაძლებლობა, რომ ნახატების საშუალებით ამოვიცნო ბავშვის მდგომარეობა ოჯახსა და მის თანატოლებთან.  ჩემთვის ძალზე საინტერესოა ნახატებზე მუშაობა, ბავშვის დაგროვილი ემოციების, დაფარული გრძნობების,  ფორმებსა და ფერებში აღმოჩენა.  ეს  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამოცდილება იყო“,  _ნათია  რუსიძე, ოზურგეთის N 3 საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

„პროექტში ჩართულობით შევიძინე ცოდნა და გამოცდილება, უკეთ ვაკეთო ჩემი საქმე, როგორც აღმზრდელმა, შევძლო ბავშვების დახმარება და დაცვა მიზანმიმართული თუ უნებლიე ძალადობისგან, მადლობა ყველას ამ საინტერესო პროექტისთვის“, _ მარინა მოისწრაფეშვილი, N 9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

მაია ბერიძე,

კავშირი ქალთა ცენტრის“ ძდექ-ის გურიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„ ამ პროექტმა მომცა  შესაძლებლობა, რომ ნახატების საშუალებით ამოვიცნო ბავშვის მდგომარეობა ოჯახსა და მის თანატოლებთან.  ჩემთვის ძალზე საინტერესოა ნახატებზე მუშაობა, ბავშვის დაგროვილი ემოციების, დაფარული გრძნობების,  ფორმებსა და ფერებში აღმოჩენა.  ეს  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამოცდილება იყო“,  ნათია  რუსიძე, ოზურგეთის N 3 საბავშვო ბაღის აღმზრდელი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პროექტის მთავარი მიზანი- არც ერთი ბავშვი არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი- რა თქმა უნდა, ამ პროექტთან ერთად არ მთავრდება. ის 750 ადამიანი, რომელიც პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი გახდა, იმედია, თავად იზრუნებს მის ირგვლივ შექმნას არაძალადობრივი გარემო, საკუთარი შვილების კეთილდღეობისთვის, რადგან იცის, რომ გარდატეხის პერიოდში  მოზარდში წარმოშობილი  პრობლემების მიზეზი  ხშირად მათ აღზრდაში დაშვებული შეცდომებია.

ჩვენი მოვალეობაა  არა ის, რომ  „გამოვძერწოთ“ ჩვენი შვილები,  არამედ ვიზრუნოთ  მათი თავისუფალი განვითარებისთვის.

თეა ასიეშვილი,

მაია ბერიძე

 

ამ

 

მსგავსი სტატიები

  • 93
    ლევან ჩხაიძე: მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდანლევან ჩხაიძე: ყველაფერს შრომა სჭირდება, რადგან შრომის გარეშე არაფერი არ გამოდის. მთავარი არის მონდომება და შრომა და ყველაფერი შეგიძლია დაიწყო ნულიდან 2015 წლამდე ვმუშაობდი ბანკის მმართველად, ამ წელს „პრივატბანკი“ შეისყიდა საქართველოს ბანკმა, გაგვისტუმრეს სამი თვის ხელფასები კომპენსაციის სახით და გამოგვიშვეს სახლში, ეს თანხა რამდენიმე თვეში დამთავრდა და დავრჩი, რომ იტყვიან…
  • 83
    ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებსდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ამირან გამყრელიძე მიმართვას ავრცელებს. გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საქმიანობა შეაფასა და მიღწეულ შედეგებსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. ის მიმართვაში კოლეგებს საქმიანობისთვის მადლობას უხდის. „ძვირფასო კოლეგებო, პარტნიორებო, მეგობრებო, მაქვს პატივი კიდევ ერთხელ მოგმართოთ, როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის…
  • 82
    1964. პირველი ტრიუმფი! "ლელოს" რეპორტაჟი ტაშკენტიდან: „დინამოელები ნიაღვარივით ანგრევდნენ „ტორპედოს“ დაცვის ყველა ჯებირს1964 წლის 18 ნოემბერს, თბილისის „დინამომ“პირველად მოიპოვა სსრ კავშირის ჩემპიონის წოდება. იგი გადამწყვეტ მატჩში, ნეიტრალურ მოედანზე,  ტაშკენტში „პახტაკორის“ სტადიონზე მოსკოვის „ტორპედოს“ შეხვდა.დანარჩენს ამ ისტორიული მატჩის შესახებ, რომელიც „ოქროს მატჩის“ სახელით შევიდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში,  გაზეთ „ლელოს“ სპეციალური კორესპონდენტები მ. კაკაბაძე და ბ. ქორქიას რეპორტაჟი მოგითხრობთ. „მატჩის დაწყების დრო ამ დღეს…
  • 82
    ბავშვთა და მოზარდთა მიმართ ძალადობის პრევენციამუნიციპალიტეტების ვალდებულებაა შეიქმნას  ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის სამსახურები მშობლებს ვასწავლოთ  რა არის პოზიტიური აღზრდა „კავშირი ქალთა ცენტრი" ძდექ-ის გურიის რეგიონული კომიტეტის ჩართულობით, ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ოჯახში ძალადობის და აგრეთვე ბავშვზე ძალადობის და უგულებელყოფის შემთხვევების ადრეული იდენტიფიკაცია და მათზე რეაგირების მიზნით საბავშვო ბაღის დონეზე პრევენციის მექანიზმების შემუშავება, აგრეთვე მოზარდებში სტრესის…
  • 81
    გურიას და გურულებს მალე მსოფლიო გაიცნობს ლევან კოღუაშვილი გურულებზე ფილმს იღებს40 წელს მიტანებული ქვრივი ზურიკო ყოფილ სიდედრთან და 16 წლის შვილთან ერთად გურიაში ცხოვრობს. მოჰყავს თხილი, პროდუქციის გაყიდვიდან მიღებული თანხით კი თბილისში შვილის სასწავლებლად გაგზავნა სურს. ზურიკოს უახლოესი მეგობარი, „მარშუტკის“ მძღოლი გელა და ზურიკოს სიდედრი ფიქრობენ, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდი სასწავლებლად დედაქალაქში გადავა, ზურიკო მარტო დარჩება და მარტოსული სიბერეც…