წინაპართა ტრადიციების გაგრძელების ნათელი მაგალითია სოფელ შუხუთში ლელოს თამაში. მას ამ სოფელში უძველესი დროიდან თამაშობენ. თამაშობდნენ ომის დროსაც, იმიტომ რომ ეს თამაში მარტო გართობა არ იყო. ამ თამაშში ჩანს ქართველი კაცის ბუნება, ლელოს გატანა თითოეული მოთამაშისთვის თვითმიზანი კი არ არის, არამედ ლტოლვა თავისუფლებისაკენ- საკუთარი ლელოს გატანისაკენ.
ლელოს ოდითგანვე გურიის ბევრ სოფელში თამაშობდნენ, მაგრამ დღეს მხოლოდ შუხუთშია ის შემორჩენილი.
ლელოს თავიდან თურმე აღდგომა დღეს თამაშობდნენ, შემდეგ კომუნისტებმა თამაშის აკრძალვა მოინდომეს, მაგრამ მაინც ვერ შეძლეს მისი მივიწყება ხალხისთვის. მალულად კერავდნენ ბურთს და ზუსტად 5 საათზე სოფლის ცენტრში ბურთი ვარდებოდა. კომუნისტების დროს, ლელოს 1 მაისს თამაშობდნენ. დემონსტრაციის შემდეგ შუხუთის ცენტრში თავს იყრიდა უამრავი ხალხი და თამაშიც იწყებოდა.
90-იანი წლებიდან კი ლელოს თამაში ისევ აღდგომა დღეს აღდგა. ამ დღეს სოფლის ცენტრში ლელო- ბურთს აგდებენ, სოფელი ორად იყოფა- ზემოურებად და ქვემოურებად, ადრე ცოლიანებად და უცოლოებად იყოფოდნენ. მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრული არ არის, ნებისმიერს შეუძლია ჩაებას თამაშში. თამაში მართლაც თავდაუზოგავია. ადრე თურმე მასში ქალებიც ერთვებოდნენ .
თამაშის ფინალი ანუ გამარჯვების საზღაური მუდამ ერთია. ორივე მხარე თავისთვის ჩაუთქვამს რომელიმე გარდაცვლილი ახალგაზრდა ადამიანის ან ფრიად საპატივცემულო პიროვნების საფლავზე ბურთის ატანას და შესანდობარის დალევას.
ლელოს თამაშს მხოლოდ ერთადერთი წესი აქვს: თუ ვინმე წაიქცა თამაშის დროს, თამაში ჩერდება. ,,წაქცეულს არ ურტყამენ“ იყო ყვირილი: ,, გაშალეთ ბურთი! – ნუ იღლიტებით! არიქა დაიხჩვა კაცი, გეიშალეთ!“ ბრძოლის მიზანი იყო მოწინააღმდეგის მდინარის მეორე მხარეს გადაგდება. ,,ხშირად, რომ ბურთი მდინარეში ჩავარდებოდა, ბურთის თამაშით დამთვრალი, გაბრუებული მოთამაშეებიც წყალში ჩაყვინთავდნენ, აბა ღობეს ვინ ერიდებოდა_ ,, პინტრიშით“ გაჰქონდათ, ეზოს ზიანს აყენებდნენ, მაგრამ ზარალის ანაზღაურებას არავინ მოითხოვდა…“ ეთნოგრაფიული გურია,გვ.61
ლელოს თამაშს მრავალი ფილმი მიეძღვნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია: ,, ლელოს შემობრუნება“, რომლის რეჟისორებია: ლერი სიხარულიძე, ირაკლი მახარაძე და პაატა ტაბაღუა. ეს ფილმი გასული საუკუნის 80_იან წლებში გადაიღეს და მან დიდი პოპულარიზაცია გაუწია ლელობურთს, უკვდავყო ეს თამაში და მისი მოთამაშეები.
გასულ წელს ირაკლი პაპავასა და ირაკლი ტრიპოლსკის რეჟისორობით გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი ,,ლელობურთის შთამომავლები“. ეს სრულმეტრაჟიანი ეთნო დოკუმენტური ფილმია, რომელიც გურული ლელობურთისა და ,,ყველიერის ფეხბურთის“ ანუ ლელოს ანალოგიური ბრიტანული თამაშის შესახებ მოგვითხრობს.
ევროპულ ოჯახამდე მიღწევის ერთ- ერთი გზა ჩვენი ცივილიზებულობის ხარისხია. ეს ფილმი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ერი მისი სპორტული წარსულით, და სპორტული წარსული მის სოციალურ წარსულს ნიშნავს, ძალიან ახლოსაა ცივილიზებული სამყაროს ყველაზე დადებით და მისაღებ ნაწილთან. ამით სამყაროს კარნახობ თუ როგორია ქართველი. რომ ქართველები და ინგლისელები ერთად ვვითარდებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს გასალახად და დასაბომბად სამყაროს დაენანები!“ ამბობს ფილმის წამყვანი ბატონი ნუგზარ რუხაძე.
ამ პროექტს აქვს ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხრიდან. იგეგმება ლანჩხუთისა და ინგლისის ქალაქ აშბორნისათვის დაძმობილებულ ქალაქების სტატუსის მინიჭება.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები ჩართული ვართ ამ პროექტში და ძალიან გვეამაყება, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საშვილთაშვილო საქმეში.
ნონა იმნაძე,
ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მენეჯერი
გაზეთი „ალიონი“, #10, 30 აპრილი, 2024 წ.
სურათებზე;
ლელოს ლანჩხუთელ მოთამაშეთა გუნდი გამარჯვების შემდეგ ცხაკაიაში(სენაკი). 1938წ.
ლელოს მოლოდინში ბურთის მკერავ შაქრო იმნაიშვილის ეზოში. მარცხნიდან მარჯვნივ:ომარ მოქია,ვატული იმნაიშვილი,შაქრო იმნაიშვილი,ბაქარ ფირცხალაიშვილი, ვალერი სიხარულიძე,საბა ორაგველიძე და ვაკო იმნაიშვილი.
მარცხნიდან ბესო დოლიძე და ვანო ფირცხალაიშვილი
მთავარი ფოტო: ლელო შუხუთში, 2023 წ. (გაზეთ „ალიონის“ ფოტო).
მსგავსი სტატიები
- 88დინამო (თბილისი)4ტორპედო (მოსკოვი)1 ტაშკენტი. "ფახთაქორის" ცენტრალური სტადიონი. 18 ნოემბერი. გოლები: 0:1 შჩერბაკოვი (56), 1:1 დათუნაშვილი (73), 2:1 დათუნაშვილი (92), 3:1 მესხი (102), 4:1 მეტრეველი (107-პენ) დინამო: კოტრიკაძე, ბ. სიჭინავა, რეხვიაშვილი, ზეინკლიშვილი, ცხოვრებოვი,გ. სიჭინავა, იამანიძე, დათუნაშვილი, ბარქაია, მეტრეველი, მესხი. ტორპედო: შაპოვალენკო, ანდრეიუკი, შუსტიკოვი, მეშჩერიაკოვი, სარაევი,ვორონინი, მარუშკო, სოლოვიოვი, ივანოვი (სადოროვი), შჩერბაკოვი, სერგეევი. მსაჯი: მ. რუბენისი…
- 84ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება. ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე. ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა. ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური…
- 82ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დამთავრდა მუნიციპალური ჩემპიონატი 8 და 10 წლამდე ასაკის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, რომელიც წრიული სისტემით ცალ-ცალ კე გაიმართა.მასში ძირითადად მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა და საკმაოდ გამოცდილმა ნორჩმა მოჭადრაკეებმა მიიღეს მონაწილეობა. 8 წლამდე ასაკში ბრწყინვალე თამაშით და უდანაკარგო შედეგით (7 დან 7 ქულა,!) ჩემპიონის ტიტული გაბრიელ სალუქვაძემ მოიპოვა. 5-5…
- 814 თებერვალს, სუმოს სამყარომ სამუდამოდ გააცილა ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი სუმოს სამყაროდან. საზეიმო ცერემონია რომელიც რიკიშისათვის ოიჩო-მაგეს (სუმოტორების ვარცხნილობა) რიტუალურ შეჭრას გულისხმობს, ტოკიოს „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში გაიმართა.თმის შეჭრის ცერემონიაში მონაწილეობა 300-მდე ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ლევან გორგაძის ოჯახის წევრები და მეგობრები, ქართველი ექს-რიკიშები - კოკკაი და გაგამარუ, ლევანის კლუბის პრეზიდენტი…
- 80ოზურგეთის საჭადრაკო კლუბში დასრულდა ცნობილი ოზურგეთელი მოჭადრაკის, თორნიკე ხვედელიძის IX მემორიალური საჭადრაკო ტურნირი.იგი 2013 წლიდან იმართება და მასში რეგიონის სხვადასხვა თაობის ცნობილი მოჭადრაკეები ღებულობენ მონაწილეობას. ბოლო წლებში იგი აქტიური ჭადრაკის რეგლამენტით ტარდება და პრაქტიკულად ამ სფეროში გურიის ჩემპიონატის სახეს ღებულობს. ტურნირის გახსნაზე განსაკუთრებულად აღინიშნა თორნიკე ხვედელიძის, როგორც მოჭადრაკის ,ისე მისი…