ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად ხორციელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით მუნიციპალიტეტში 13 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს აღემატება.
ურუშაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად გაეცნო.
მსგავსი სტატიები
- 89
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ჯურუყვეთის, სუფსისა და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. სამუშაოები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით. პროექტების საერთო ღირებულება შეადგენს 4 816 953 ლარს.
- 81
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შარაშიძესთან ერთად მოინახულა. მუნიციპალიტეტში უკვე დასრულდა საჭამიასერი-მამულარის გზის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს სოფელ ქვემოხეთში, ტაძართან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ჯამში 495 000 ლარი გამოიყო.
- 80
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, დაბა ურეკში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში იგეგმება 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 1 მილიონ ლარს შეადგენს.
- 79
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ნიგვზიანის, ნინოშვილის, გულიანისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო. ,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტები…
- 78
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს შემოქმედი - ჭალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე. პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო სანიაღვრე არხები და მიმდინარეობს 2 მეტრამდე სიგრძის გზის მოწყობა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება,…