ქართულ – ფრანგული კულტურის დღეებმა ლევილიდან, ოზურგეთის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრში გადმოინაცვლა.
ცენტრი შეხვედრას ,,გურული მომღერლების მემკვიდრეების კვალი მსოფლიოში“ პროექტის ფარგლებში ანხორციელებს.
ფოლკლორის ქალაქში გაიჟღერა საუკუნის წინ საფრანგეთში წასული კვიროსი ჩხაიძის შთამომავლების მიერ შესრულებულმა ჰანგებმა. შესრულდა, ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები ესპანურ, იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ ენებზე, ასევე ჩვენი პედაგოგების ფოტინე გორდელაძის და ლაშა ჩხარტიშვილის მიერ, ონლაინ ნასწავლი გურული სიმღერები. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მომღერლები: სულიკო ჩხაიძე, ბიანკა ნემიროვსკა, გოტარისტი- ჟან პიერ ბლუტოა, ჩხაიძეების საოჯახო ანსამბლი შუხუთიდან. შესრულდა ფრანგულ – ქართული ნომრები ანსამბლ „რეხეულთან“, „შემოქმედთან“ და მუსიკოს ზაზა სიმონიშვილთან ერთად.

საღამოს ესწრებოდნენ ოზურგეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ემიგრანტები კანადიდან და სხვა მოწვეული სტუმრები.
სიტყვით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ლევილმა საქართველოს იტორია შემოინახა. საქართველოს და საფრანგეთს აქვს საერთო, ვაზის კულტურა. ლევილის ფესტივალის დროს, ჩაყრილი ვაზის ნერგები, ორ ერს შორის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს. ლევილში ცხოვრობდნენ საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი გურულები, ამიტომ ეს მიწა ძალიან ძვირფასია ჩვენთვის.
საღამო იყო ძალიან ემოციური. სიყვარულით, სევდით და სამშობლოს მონატრებით სავსე.
ინგა დუმბაძე

მსგავსი სტატიები
- 67
https://www.youtube.com/shorts/4RN_CKm85BQმეც იმ ოზურგეთელებს შორის ვარ, სიამაყით და აღტაცებით რომ შეხვდნენ ჩვენს წარმტაც ქალაქში საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის დაფუძნებას. ვხარობ მისი საქმიანობით; აქ მოღვაწე ადამიანებთან მჭიდრო კავშირში ვარ, და ვიცი იმ პერსპექტივების შესახებ, მომავალში რომ გველოდება. კულტურის ახალ კერას გულითადი მხარდაჭერა სჭირდება და ამასაც თვალნათლივ ვხედავ. ზედმეტად არ… - 67
წერილი ოცდამესამე-ოცდამეოთხე ავტორი: გია ბეშიტაიშვილი 1981 წლის თებერვლიდან ოთხი თვის განმავლობაში, მაისის ბოლომდე ანსამბლის «მუსიკის» თანხლებით ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები ქ. მოსკოვის ყველა დიდ საკონცერტო სცენებზე! ადმინისტრატორ მუზა პეტროვნა აფანასიევას შეფასებით ჩვემა ანსამბლმა თავისი პროგრამით, შესრულების დონით… - 67
- 66
ოცდამეხუთე-ოცდამეექვსე წერილი 1981 წლის ოქტომბრიდან ანსამბლ «მუსიკასთან» ერთად ჩვენ კონცერტებით მოვიარეთ რუსეთის დიდი ქალაქები: სვერდლოვსკი, ჩელიაბინსკი, კურგანი, მაგნიტაგორსკი, ჩიტა! ნოემბრის თვიდან ვიყავით გასტროლებით თურქმენისტანში, ბელორუსიაში, ქ. როსტოვში. დავბრუნდით მოსკოვში და მაქსიმ გორკის სახელობის პარკში 23-დან 26-ის ჩათვლით ჩავატარეთ დღეში ორ-ორი კონცერტი.… - 65
ოცდამეშვიდე-ოცდამერვე წერილი როცა 1983 წლის იანვარში მოსკონცერტის დირექტორმა კონსტატინ ბულგაკოვმა მოსკოვის საპასპორტო სამართველოსაგან უარი მიიღო, ჩემი ოჯახის მოსკოვში ჩაწერაზე, გადაწყვიტა ჩვენი, გოგის და ჩემი წარდგენა რუსეთის სახალხო არტისტების წოდებაზე! ყველა საჭირო საბუთები: ოფიციალური დახასიათებები, შუამდგომლობები იქნა გადაგზავნილი რუსეთის კულტურის სამინისტროში და ამავე დროს მოსსოვეტის კულტურის მთავარ აღმსრულებელი სამართველოს ხელმძღვანელთან…
