სოციალური პროექტების მიმდინარეობა
ბახვი ჰესის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 2024 წლის 31 მარტიდან დაიწყო პროგრამა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კერძოდ მთისპირის თემში, გზების მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.
პროგრამის ფარგლებში უკვე ჩატარდა სოფლების – უკანავას, მთისპირისა და ვანისქედის გზების რეაბილიტაცია. ახლა მიმდინარეობს სოფელების – მშვიდობაურისა და ოქროსქედის გზების მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები.
ბახვი ჰესის სოციალური პროგრამის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მოხრეშვა-მოსწორების სამუშაოები ჯამში 5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მონაკვეთზე განხორციელდა.
მსგავსი სტატიები
- 83
„ბახვი ჰესის“ მიერ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, კერძოდ, მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა სოფელ მშვიდობაურის (ოქროსქედი) 3 კმ-იანი ცენტრალური გზის მონაკვეთის მოხრეშვისა და მოსწორების სამუშაოები. ჩატარებული აქტივობის განმავლობაში გაიწმინდა და მოეწყო გზის გვერდით არსებული სანიაღვრე არხებიც. „ბახვი ჰესის“ ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოფლების - უკანავა, მთისპირი, ვანისქედის…
- 82
ჩვენ ერთად ვაშენებთ! ბახვი ჰესის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში 2024 წლის მარტის თვეში დაიწყო პროგრამა, რომელიც სოფლებში გზების რეაბილიტაციის განხორციელებას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში, მთისპირის თემში არსებული სოფლების 8 კილომეტრი სიგრძის გზა მოსწორდა და მოიხრეშა სოფლები: უკანავა მთისპირი ვანისქედი მშვიდობაური ოქროსქედი გთხოვთ იხილოთ ვიდეო: https://youtu.be/5NvqhGWx9Y0
- 81
ბატონო გიორგი, წელსაც, არ ვარღვევთ ტრადიციას და წლის დასაწყისში გვსურს, ბახვი ჰესის პროექტის შესახებ რამდენიმე კითხვა დაგისვათ. მოგვიყევით თუ შეიძლება, როგორ ვითარდება პროექტი? პირველ რიგში, მინდა ჩვენს თითოეულ მკითხველს მივულოცო შობა და ახალი წელი. ძვირფასო მკითხველებო, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას, კეთილდღეობას, ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებას. როგორც უკვე იცით, ჩვენ მთისპირელებთან…
- 79
2024 წლის 26 ივნისს ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრა ოზურგეთში ჩატარდა. ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა, საბჭოს წევრებს პროექტის მიმდინარეობა გააცნო. მან ისაუბრა არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე. ბახვი ჰესის ტექნიკურმა დირექტორმა, არჩილ ძნელაძემ პრეზენტაციის ფორმატში მიმოიხილა მშენებლობის მიმდინარეობა და სამშენებლო მოედანზე არსებული ვითარება.…
- 78
საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა XII კლასების მოსწავლეებისთვის, რომლებმაც დაასრულეს საშუალო განათლების მიღების ეტაპი და ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდნენ. ბახვი ჰესის სახელით, გვსურს მივულოცოთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურას და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლების მოსწავლეებს სკოლის დამთავრება და ვუსურვოთ მათ წარმატებები. „გჯეროდეთ საკუთარი თავის, ნუ შეგეშინდებათ შეცდომების და გამოწვევების.…